ვინ ვართ ჩვენ?


მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი სამუშაოს ამბავში და ჩახუტებაში გაკეთებული პირველი საცდელი სტატია. ცხადია ზეიმია.

ვინ ვართ ჩვენ?

”მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი”. გეცნობათ არა ეს ფრაზა? ის საკმაო ხნის წინ ითქვა, თუმცა აქტუალობას დღესაც არ კარგავს. იგი გვხვდება ყველგან, მას ცხვირში გვატენიან ყველა შესაძლებლობისთანავე, ის არის ჩვენი ცხოვრების და სახელმწიფოებრივი კურსის განმსაზღვრელი, ჩვენი ანი და ჰოე. მაგრამ ეს მხოლოდ ფურცელზე, ისიც მხოლოდ იმ ფურცელზე, რომელზეც ევროპის რუკა ხატია და მის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში თავს იწონებს საქართველოს მთაგორიანი ნამცეცი. მაგრამ ვართ კი სინამდვილეში ევროპა? ან აზია? იქნებ სულაც აფრიკა ვართ? მთავარი ხომ გეოგრაფიული მდებარეობა არაა, მთავარია რას ფიქრობს ამაზე საზოგადოება.

საზოგადოების ფიქრის თუ არფიქრის საკითხი ფრიად საჩოთირო და საეჭვოა, რადგან ზოგჯერ ისეთ ფაქტებს გადააწყდება ადამიანი, რომ გაოცებისგან ყბა ჩამოგივარდება, როგორ შეიძლება მოაზროვნე და თავმოყვარე საზოგადოებამ ასეთი რამე დაუშვას. საკუთარი თავით არ აზროვნება და გაბატონებული რელიგიური კლასის ნაკარნახევი მსოფლმხედველობის გაზიარება ჩვენთვის არახალია, ასე რომ ამით ვერავის გაგაოცებთ.

სწორედ ასეთი ფონის გამოა ალბათ, რომ სულ მცირე გადახრაც კი სტანდარტული სტრიმიდან მაშინათვე ყურადღების ცენტრში ექცევა და კვირის, ზოგჯერ კი თვის ნიუსადაც კი იქცევა. ეს ეტყობა კარგად მოეხსენებათ ქართული ტელევიზიის პიარისტებსაც და აქართულებენ და აქართულებენ სხვადასხვა ევროპულ შოუებს იმის იმედად, რომ მისით გამოწვეული აჟიოტაჟი მათ საუკეთესო პიარად იმუშავებს და გადაცემებიც რეიტინგს აკრებს. რეიტინგი კი, მოგეხსენებათ, მამოძრავებელი ძალაა ყველანაირი მედიისა. ამ მხრივ გამონაკლისს არც ”ტელეიმედი” და მისი ახალი საეთერო ბადე წარმოადგენს, სადაც ამაყად იწონებენ თავს სხვადასხვა ფემინურ საწყისებზე დაფუძნებული შოუები, ”ნანუკას შოუთი” დაწყებული, სხვადასხვა დონის სიმართლეების გავლით და ”ღამე შორენასთან”-ით დამთავრებული. ეს უკანასკნელი, ჯერჯერობით, ყველაზე სკანდალური და პროვოკაციული შინაარსის შემცველია, რომლის ანკესსაც ადვილად უნდა წამოეგოს ნებისმიერი სქესის, ასაკის და მენტალობის ადამიანი – ის ხომ იმას ეხება, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში არ ქონია ერს, თუკი ერთ ძველ და ცნობილ გამონათქვამს დავუჯერებთ, რომელიც სექსის არარსებობას ამცნობდა მთელს მსოფლიოს ჩვენს სამშობლოში.

მაშასადამე, რა გამოდის? ვართ თუ არა ევროპა, თუნდაც იმიტომ, რომ რიგ თემებს როგორც იქნა აეხსნა ტაბუ, რიგი თემები ჩრდილიდან გამოვიდა და ჩვენც ნელ-ნელა ფეხს ვუწყობთ მსოფლიოს? მერე რა, რომ რელიგიური ექსტრემიზმი კვლავ ძლიერია, ჰომოფობია ყვავის და საზოგადოების უმეტესობაში ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ ორი მესამედი ითვლება სრულუფლებიან ქართველად? ეს ხომ ყველგან ხდება, თითქოს. მაშ მოდით, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ – ვინ ვართ და რა გვინდა?

მე – ჟურნალისტი


როგორ ამაყად ჟღერს არა? და ამავე დროს უცნაურად. ასეა თუ ისე, დღეიდან (ნუ მთლად დღეიდან არა) მეც გავყავი თავი ჟურნალიზმში, ანუ ფულზე გავიყიდე. ახლა წავა შეკვეთილი სტატიები და რაღაცეები :))) მოკლედ, ფასზე შევთანხმდებით როგორმე.

რა ჟურნალია და რაზე, ამას ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. მანამდე კი მინდა გაჩვენოთ ჩემი ბლოგის პრომო სურათი. გადიდებისთვის დააჭირეთ.

გატრაკების კვირეული


მამა, რად გინდა ნაჯახი?

ახლა გადავხედე კალენდარს და აღმოვაჩინე, რომ პირველი ნოემბრის მერე სრული რადიოდუმილის რეჟიმში ვარ გადასული. შემდეგ სარკეში ჩავიხედე და აღმოვაჩინე, რომ წვერიც ძალიან დიდი ხანია არ გამიპარსავს. კამერა რომ დავინახე გამახსენდა, რომ გადაღებებიც კვირაზე მეტია არ გვქონია.

ჩნდება კითხვა – რაშია საქმე?

საქმე არის ცხადია სიზარმაცეში, ეს არის პირველივე პასუხი, რომელიც თავში მოდის. სიზარმაცეც არის და სიზარმაცეც, თუმცა ამას დაემატა კომპიუტერის ავადმყოფობა, რომლის განკურნებამაც ერთი კვირა დრო და ერთი თვის სამყოფი ნერვები წაიღო. პლიუს ამას ჯელინკის უკვე გატრაკებამდე მისული გამორთვები. არადა გასაკეთებელი მართლაც ბევრი მაქვს, მცირედი ლისტი არ მაწყენდა (როკოს რომ კითხო, ეს არის ბლოგის ”to do” ლისტებით დასპამვა):

  • ნი2.გე-ს გაშვება (დიზაინის დამთავრება, დანასტროიკება და ლოგო)
  • ღორობის გაგრძელება
  • უამრავი ვიდეოს გადაღება, რომელთა შესაბამისი უამრავი სცენარი გვაქვს
  • ცოლის მოყვანა (ესეც იყოს, არ მიშლის)
  • ხის დარგვა
  • სახლის აშენება
  • კარგი სამუშაოს შოვნა

მგონი არ არის ცოტა. განსაკუთრებით ბოლო პუნქტია ჩემთვის ძალიან მტკივნეული. ხანგრძლივი დაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ მე სამსახური ან კარგი უნდა მქონდეს, ან საერთოდ არ უნდა მქონდეს, რადგან ცუდანაზღაურებიანი და ზოგადად ცუდი სამსახური მიქმნის ყალბი მოდუნების გრძნობას, რომ უმუშევარი არ ვარ და შესაბამისად ახალს აღარც ვეძებ. Тфу…

პ.ს. ზამთარი ახლოვდება, ზამთარი… (და აქ ზამთრის რამე გულისამაჩუყებელი სურათი)

.Ge და სხვანი


არის, აღსრულდა ოცნება
არის, აღსრულდა მიზანი (კომპარტიის არქივებიდან)

არ ვიცი, შეიძლება უკვე შეამჩნიეთ, მაგრამ ოფიციალურ ნათქვამს მაინც სხვა სიტკბო აქვს – ბლოგი როგორც იქნა გადავიყვანე .Ge – ზე. ანუ ახლა ჩემთან შემოსვლა შეიძლება როგორც ძველი, ვორდპრესული მისამართით, ასევე მარტივად და ლამაზად BigCrow.ge -ს აკრეფით. თქვენი არ ვიცი და ჩემთვის ეს სასიხარულოა. ვისაც არ დაგეზარებათ, შეგიძლიათ ჩაისწოროთ მისამართები, თუ არ ჩაისწორებთ, მამენტ არც მაგით დაშავდება არაფერი.

ახლა შემოქმედებითი ნაწილი – ასევე როგორც იქნა ვიყიდეთ დომეინი და ჰოსტინგი ni2.ge – სათვის, თუმცა ჯერ ნუ შეხვალთ, არაფერი დაგხვდებათ მანდ. იდეაში მანდ იქნება ჩვენი დიადი კრეატივ-სტუდიის ყველაფერი, მათ შორისაა ნი2 ნიუსი, ნი2 არტსი, ნი2 ვიჟენი და კიდევ რამდენიმე განყოფილება. იმედებს, რაღა თქმა უნდა დიდს ვამყარებთ, ვნახოთ რა გამოვა.

დღეს კი ჩვენს ახალ იმპროვოზირებულ სტუდიაში მივდივართ, რომ გადასაღები რაღაცეები ავაწყოთ, მათ შორის ”ბლუ სკრინის” კედელი. ასე რომ ელოდეთ სიახლეებს მალე. ახლა კი განვესხი, მროველას კამერა უნდა ვეთხოვო, თორემ ყველაფერი დაგვრჩება ჰაერში.

Tattoo


როგორც იქნა! გვეშველა! (ნუ თქვენ რა, მე მეშველა) მოვაბი როგორც იქნა თავი და ფეხზე დაწყებული ტატუ დავიმთავრე, ცხადია ჩემი ტატუს აპარატით. დატკბით:

Tatto-leg

Panoramio.com


ძალიან მიყვარს სასარგებლო საიტები, როგორებიცაა იუტუბი, ვიმეო, ფლიკერი და სხვა ისეთი საიტები, სადაც იცი, რომ შეხვალ და ბევრ და ძალიან სასარგებლო რამეს ნახავ, ხალხის მიერ ატვირთულს, იქნება ეს ფოტოები, ვიდეოები, პროგრამები თუ მუსიკა.

მინდა წარმოგიდგინოთ ერთი მსგავსი საიტი, რომელმაც ჩემი აღფრთოვანება დაიმსახურა და დორბლად დამღვარა. ეს არის პანორამიო (panoramio.com) – საიტი, სადაც განთავსებულია მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულის ფოტო და სადაც ნებისმიერს შეუძლია თავისი კუთხე-კუნჭულის ფოტოს დამატება.

ყველას, ვისაც ერთხელ მაინც გისარგებლიათ  გუგლის რუკით ან გუგლის Earth-ით, შემჩნეული გექნებათ ლურჯი წერტილები, რომლებიც მიახლოებისას იქცევიან იმ ადგილის ფოტოებად, სადაც ეს წერტილებია დასმული. ეს სურათები აღებულია ამ ზემოთხსენებული საიტიდან – პანორამიო და დამეთანხმებით ალბათ, რომ ძალიან სასარგებლო და საინტერესო ფუნქციაა (გასართობიც).

თავად საიტიც მოხერხებულადაა გაკეთებული, თავისი გუგლის რუკით, ტოპ სურათების განყოფილებით და სხვა პატარ-პატარა კანფეტობებით. ის ძალიან გავს უპოპულარულეს ფოტოსაიტს Flickr.com, რომელიც ასევე ძალიან ბევრი ფოტოგრაფისთვის (მათ შორის ქართველი) არის მშობლიური საიტი, თუმცა პანორამიოს აქვს ის, რაც ხდის მას ასე განსაკუთრებულს – სურათების ძებნა შესაძლებელია რუკის მიხედვით. მაგალითად გვინდა ვნახოთ სურათები, სადაც იქნება აისბერგები, პინგვინები და მსგავსი რამეები, მივდივართ ანტარქტიდაზე და ვნახულობთ იქაურ სურათებს, ყოველგვარი ტვინის ჭყლეტვის, საძებნი სიტყვების შერჩევის (”აბა ამას ჩავწერ, იქნებ იპოვოს”) და წვალების გარეშე.

და კიდევ, გაოცებული დავრჩი ქართველი ფოტოგრაფების და შესაბამისად საქართველოში გადაღებული სურათების სიმრავლით, სასიამოვნოდ გაოცებული. ასე რომ მოდით თქვენც და ქაჩეთ თქვენი მოგზაურობების და არამარტო მაგ დროს გადაღებული სურათები, პანორამები და პეიზაჟები. თითოუელი სურათისთვის მოგიწევთ მისი რუკაზე განთავსება და ეგაა. ხოლო დაახლოებით კვირაში ერთხელ ხდება ახალ ატვირთული სურათების გადახედვა და მათ Google earth-ზე განთავსება.

ახალი სეზონი


ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ის ყველაფერი, რაც ამ პოსტში მინდოდა დამეწერა, ძალიან ბევრია და შესაბამისად ძალიანაც მეზარება, ამიტომაც ისევ ტრადიციულ გზას მივადექი და ვიდეოპოსტი ჩავწერე. ეს, მგონი ორმაგად კარგია, მეც მეზარება წერა და თქვენც გეზარებათ კითხვა. ასე რომ დატკბით მულტიმედიური ფორმებით: