ბრმა წერტილი თვალში


თუკი რამეს ვუყურებთ დიდხანს, შეიძლება შევამჩნიოთ, რომ თვალში გვაქვს ე.წ. “ბრმა წერტილი”, ანუ წერტილი, სადაც გამოსახულებას ვერ აღვიქვამთ. თუმცა ეს წერტილი ზოგჯერ უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ გვინდა რომ იყოს.

blind-spot

ვიდეოპოსტი ვიდეოს გარეშე


[ედითედ]

ძილის წამალი დავლიე, რადგან რამდენიმე ღამე არ მძინავს საერთოდ. წამალი რა თქმა უნდა მოქმედებს, და ჩემი წერის სკილები მკვეთრად კლებულობს. მატულობს მხოლოდ აზროვნება და მე ვცდილობ რომ წერით მაქსიმალურად ზუსტად და კარგად გავყვე ამ აზროვნებას. ვიდეო პოსტის ჩაწერა მინდოდა, მაგრამ მერე რომ გადავხედე ერთმანეთში გახლართულ შნურებს და კამერებს, მივხვდი, ამას მე ვერ გავარკვევდი ასე მარტივიად. ასე რომ წერა, წერა და მხოლოდ წერა, ამბობდა ჩინგისხანი.

ვიდეოპოსტების სტილში დავწერ ამას, ანუ დღიური, დიარი, ან თვიარი ან თვიურიანი. მოკლედ დღიურპოსტი.

ვგრძნობ როგორ ჯდება ჩემს ყველა უჯრედში წამალი, მოქმედებს ჩემს ფსიქიკაზე და ნელ-ნელა ახვევს ბურუსში, ისეთ ნისლში, რომლიდანაც თანდათან უფრო და უფრო ბუნდოვნად ჩანს ყველაფერი. თვალები ჩვეულებრივად კითხულობენ , თითები წერენ, თუმცა ხანდახან გაჭედვებიც აქვთ და ბოლოს ეს ყველაფერი ქაოსში გადადის. 20 წუთი მაქვს დარჩენილი, ვიდრე წამლის მოქმედება პიკს მიაღწევდეს. ამ პიკის მერე ან იძინებ, უფრო სწორად ითიშები, ან ზიხარ და დაყლეებული სახით… მაინც ზიხარ. მსგავსი სახე უკვე მივიღე, ფეხზე ადგომისას უჩინარი არამფარველი ხელს მკრავს და ცდილობს კედელს მიმახეთქოს. მი პად ძეისტვიემ ლიკარსტვა.

მუსიკა შეჩერდა, ”აეს დანას”  ონსეტ დატას ვუსმენ და მივყვები. მე მინდოდა დამეწერა ბლოგპოსტი, როგორც დღიური, მაგრამ სტრიქონები და მოვლენები ერთამენთში მერევა. იყო მროვეალ აქ? მგონი იყო, ან არც იყო… ან რა მნიშვნელობა აქვს, დაიკიდე რა. მგონი არც არავინ ყოფილა. მე მარტო ვზივარ, სიბნელეში და მეშინია, რომ ეს წამლის მოქმედება მალე დამთავრდება და მე ვერ მოვასწრებ აზრის ჩამოყალიბებას. ყველა მკვეთრ მოძრაობას თან დასდევს ჩემი რამდენიმე გადღაბნილი გამოსახულება უკან…

Random
რანდომ იმიჯ

მოკლედ, მორჩა ჩემი არაფხიზლობის აღწერა და სანამ ტვინი გამთიშვია დღიურზე გადავალ. დღეს მროველა იყო ჩემთან მგონი, დანარჩენებმა გადამაგდეს. საბამაც ვერ დაადგა საშველი გადმოსვლას. (რატომღაც მეჩვენება, რომ კლავიატურა სხვადასხვა ფერისაა და დაჭერისას ფერს იცვლის).

დღეიური ისევ: ორი დღის წინ ინტერნეტრი დავიდგი და ახლა ვთამაშობ, დილიდან საღამომდე, მთელ ჩემს აგრესიას ვირტუალური ტყვიების სახით ვუშვებ სხვადასსხვა ქვენიდან შეყრილ ჩემნაირ ადამიანებზე და მსიამოვნებს. როცა მკლავენ – შეძრწუნებული ვარ. და საერთოდ შემაშინებელი თამაშია ეს Call of Duty.  ზუსტად უნდა ელოდე იმას, რაც ნამდვილ ომში გელოდება. ყველა მხრიდან მომავალი ზუზუნა ტყვიები, რომლებმად ნებისმიერ დროს შეიძლება შეგიწირონ. გრუხუნი, დაბომბვა, დედის იღლია. მით უმეტეს ახლა დავამთავრე რემარკის ”ჟამი სიცოცხლისა, ჟამი სიკვდილისა” და მისი რაღაცეები აქ განვიცადე…

კლავიატურა გამირბის! ამითი ჯობია ვიდეოპოსტი, არაფერი გაგირბის და რაც მთავარია არც შეცდომებს უშვებ წერისას, რომლებსაც არ ასწორებ, იმიტომ რომ რომ ჩაასწორო, მერემ შემდეგი აზრი გაიფანტება. აზრები კი, რამდენი მოდის! ქაოტურად, უაზრო აზრები. ეს რა არის. მუსიკაც ხელს მიწყობს, რომ დავიბნე და დავიკარგო. Aes dana – Onset data. პიზდეცია, მეგობრენო.

ამით ვასრულებ ჩემს ვიდეო პოსტს, უფრო სწორად მის სტენოგრამას. ხვალ გადავუვლი და გადავასწორებ, ან არც გადავუვვლი. მოკლედ ახლა წავედი, ერთ ხელსაც ვითამაშებ და დავიძინებ.

მონათა იმპოტენტი თაობა


დღეს სამსახურში მარშუტკით მოვედი. არაფერი გასაოცარი ამაში არაა, რადგან ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა ვჯდები ერთსა და იმავე მარშუტკაში და სამსახურისკენ მოვემართები. ის, რაც იქ ხდება, არც ეგაა უჩვეულო. პირველ 10 წუთი მძღოლი ჩამქვრალი ძრავით მოგორავს და ელოდება, როდის აიკრიფება მაქსიმალურად ბევრი ხალხი. როდესაც სალონი სანახევროდ სავსეა, ხოლო ჩემი მოთმინების ფიალა – მთლიანად, მძღოლი ძრავს ქოქავს და სისწრაფეს უმატებს.

აი ახლაც, შეუხვია ნუცუბიძის ქუჩაზე, აკრიფა სისწრაფე და მკვეთრად დაამუხრუჭა. დედა და შვილი ამოვიდა. კარი დახურული არ იყო, რომ პირველი ბრძანებაც გაისმა – ”მანდ არ დაჯდე!”. დედამ ნახევრადცარიელი მარშუტკის წინა სკამზე მოიკალათა და ბავშვი კალთაში ჩაისვა. მანქანა მზის გულზე მისეირნობდა და იმ ერთადერთი ფანჯრიანი ადგილის გარდა, სადაც მე ვიჯექი, სკამებს ბოლი ასდიოდა. ”საწყალი ბავშვი” გავიფიქრე და ძრავის მონოტონური ღუღუნი შეკივლებამ გაფატრა – ”ნუ იდებ პირში თითს!”. მოულოდნელობისგან შევხტი. შეხტა მძღოლიც, მაგრამ საბედნიეროდ ამ დროს გზის მოპირდაპირე მხრიდან არავინ მოდიოდა, ასე რომ გადავრჩით. ბავშვმა პროტესტის გამოხატვა სცადა, მცხელაო, მაგრამ მისი ხმა დარჩა ხმად მღაღადებლისა… მოკლედ, როგორცაა რა.

ცოტა ხანში მეორე წყვილი გამოჩნდა, ბებია და პატარა გოგო. მართალია ბებიას თავის საყვარელი და ფუმფულა შვილიშვილი კალთაში არ ჩაუსვამს, მაგრამ მთელი გზა მკლავზეხელშემოჭერილი ეჯდა გვერდზე, ემანდ ზედმეტი მოძრაობა არ გააკეთოს, არ გაიოფლოს და არ გაცივდესო.

მეგობრებო, რა არის ეს? რას გავს აღზრდის ეს მეთოდი? ვინ გაიზრდება ასე? მართალია, სწორედაც რომ ადამიანები, რომლებსაც არც დამოუკიდებლობა გააჩნიათ და არც გარემოს ადეკვატური აღქმა. მშობლებზე და ბებიებზე მიბმული ადამიანები, რომლებიც მას შემდეგ, რაც მიაღწევენ ”დამოუკიდებელ ასაკს”, ანუ ასაკს, როდესაც კანონის თანახმად მათ შეიძლება დამოუკიდებელი ადამიანები ეწოდოთ, არც მზად არიან და საერთოდ ვერც ხვდებიან, რატომ უნდა გააკეთონ ის, რასაც ყველა ცხოველი თუ ფრინველი აკეთებს – აფრინდნენ ბუდიდან. მეტიც, ვინც ხვდება ამას, ანუ ვიზეც ამხელა გავლენა არ მოუხდენია მუდამ ბებიის, დედის, მამის, ბიძის და 86454 სხვა ნათესავის კალთაზე გამობმულად გაზრდას, მასაც არ გამოსდის აფრენა. ან გამბედაობა არ ყოფნის, ან ”დედა ეცოდება” – უჩემოდ როგორ გაძლებს, საწყალი. მათგან იზრდებიან გოგოები, რომლებიც სახლში 9-ზე გვიან არ უნდა მივიდნენ, ბიჭები, რომლებსაც მამის ფულით ნაყიდი ჯიპი ბუნებრივი მოვლენა ჰგონიათ და ხალხი, რომელიც სულიერად არის იმპოტენტი.

იმის იმედი კი, რომ შემდეგი თაობა სხვანაირ პირობებში გაიზრდება და იმის შემდეგ თაობას კიდევ უფრო დამოუკიდებელს გაზრდის, დიდად არც მაქვს. როგორ შეიძლება, რომ მონად გაზრდილმა თავისუფალი ადამიანი გაზარდოს? ერთადერთი გაუცნობიერებელი გამოვლენა იმისა, რომ შვილს მიაჩვიო დამოუკიდებლობა, არის ”მიდი, მამიკო, ლუდი ამომირბენინე და ხურდა შენთვის დაიტოვე”  – იმუშავე და ფული გექნებას საწყისი, ჩანასახოვანი სტადია. თუმცა ესეც გაუაზრებელი, არაფრისმქმნელი და სხვა, მონური მეთოდებით დათრგუნული. საწყალი ჩვენი და ჩვენს შემდეგი თაობა.

პ.ს. ეს ბოლო ხანებია ვამუშავებ ერთ პატარა თეორიას, რომელიც განხორციელების შემთხვევაში ყველაფერს შეცვლის. საჭიროა ერთი 200,000 ჩვილის მოპარვა ან სხვა მეთოდით შოვნა, მათი წაყვანა უკაცრიელ კუნძულზე და სწორად, დამოუკიდებელ ადამიანებად აღზრდა. შემდეგ ეს ჩვილები როდესაც გახდებიან 15 წლის, უნდა ჩამოასახლო უკან, საქართველოში და დაე მათ მაინც შეცვალონ რამე. სხვანაირად ჩვენი საშველი არაა.

მსოფლიოს ყველაზე საშიში აეროპორტები


გადასარევი ფოტოგალერეა ვიპოვე, რომელიც მინდა დაგიშეაროთ. ეს არის მსოფლიოს ყველაზე საშიში აეროპორტები, უფრო სწორად მხოლოდ მათი დასაჯდომი ბილიკები. პილოტის ერთი არასწორი მოძრაობა და ან წყალში ჩავარდები, ან მთას მიერჭობი ან რამდენიმე უბედურება ერთად დაგემართება.  ნუ წახვალთ აქ:

დანარჩენი სურათები —>>> Continue reading “მსოფლიოს ყველაზე საშიში აეროპორტები”

კიკეთი ოუფენ ეარი


ასეთი ვიდეოები რომ საბჭოთა დროს არსებულიყო, მას სკოლებში აჩვენებდნენ და ტექსტად მოაყოლებდნენ დიდ ლექციას, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მავნე ზეგავლენის შესახებ. ახლა კი თქვენ თავად მოგიწევთ ამ ტექსტის მოფიქრება, ვიდეოს ყურებისას.

საქმის გამარტივების მიზნით დავაკვირდეთ იმ ტიპს, რომელიც ფონზე ცდილობს, რომ ადგეს. ისე მე როგორც მახსოვს, მეც ვაპირებდი ამ ”ღონისძიებაზე” წასვლას, მაგრამ მოვლენათა ბედნიერი დამთხვევის გამო ბათუმში გახლდით. :)

ააა, ააა, აა!


”რა უყვართ ქალებს” Versus ”რა უყვართ კაცებს” რომ მიყვარს, უკვე გეცოდინებათ. თუ არ გეცოდინებათ, ეგეც არაა დიდი ტრაგედია. მოკლედ, მინდა წარმოგიდგინოთ ერთი უშესანიშნავესი ვიდეო, ჰაინიკენის რეკლამა по сути, მაგრამ ამავე დროს არტია, ფაქტიურად.

*ვიდეოს მოაქვს 3-4 ზედიზედ ყურების მერე. შეიძლება დადნეთ.

ახალი ვიდეოშედევრი


მინდა წარმოგიდგინოთ ნი2 ნიუსის და ქრაუ პიქჩერზის ახალი შედევრი, ვიდეოშედევრი, რომელიც გადაღებულია მხოლოდ ჩვენს მიერ და ყველა სხვა გადამღების თავზეც გავიარე. უფრო სწორად ეს არის ახალი შედევრის ტრაილერი, თუმცა ეს მას არ უშლის ხელს, რომ თავადაც შედევრი იყოს. მაშ ასე, გენადი, ფონოგრამა:

ZuZultura – Boobs [clip]


გთავაზობთ ფრაგმენტს ჯგუფი ”ძუძულტურას” ლაივიდან, სიმღერა ”ბუბზები”. ჯგუფის შემადგენლობა:

  • მროველა-დრამი
  • თეონალა-ბასი
  • ვიზარდა-გიტარა
  • ყვავა-ვოკალი

ოპერატორი – კაქტუსა. ბევრი რომ არ გავაჯანჯლოთ, უბრალოდ ჩართეთ ფირი:

link: http://vimeo.com/5199330

ქართული ჟურნალისტიკა


აქა პაროდია ქართულ პოლიტიკასა და ქართულ ჟურნალიზმზე. არცერთი არ უქნია ღმერთს, მაგრამ პოლიტიკა ვგონებ მაინც უჯოკრავს. ბევრი რომ არ გავაჯანჯლოთ, ჩავრთოთ ფირი:

YouTube:

Link: http://www.youtube.com/watch?v=M4p_A1_GhNM

დარდიმანდი-კლიპის პრეზენტაცია


ჯგუფი ”დარდიმანდი” შემადგენლობით ყვავა და შო წარმოგიდგენთ სიმღერას ”ლოთიანი” და ოფიციალურ კლიპს მასზე. სიმღერა არის დარდიმანდული ხასიათის და რეკომენდებულია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ასე ენატრება ძველი დრო და რესტორნის დვიჟენია. ასევე კარგი იქნება, თუ მოუსმენენ ახალი თაობის წარმომადგენლებიც, რათა იგრძნონ ის სული, რაც ჩვენს მამებს ამოძრავებდა მაშინ…

კლიპი მოპოვებულია ქართული კინოფილმის ვიდეოარქივში, მისი ჩასმა თავის დროზე დაგეგმილი იყო ფილმში ”საბუდარელი ჭაბუკი”, მაგრამ როგორც ჩანს საბჭოთა ცენზურამ დაბლოკა და იმის შემდეგ წლების განმავლობაში იდო არქივის თაროებზე და მტვერი ედებოდა, სანამ შემთხვევით არ აღმოაჩინა ერთმა კეთილმა ქალბატონმა, რომელიც ამავე დროს არის ბიძაჩემის მეზობელი და იცის რა, რომ გატაცებული ვარ ასეთი სტილის შემოქმედებით, გამოატანა ჩემთან. რაღა თქმა უნდა, რომ კინოფირიდან ციფრულ ფორმატში გადატანა არ იყო ადვილი საქმე, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და მინდა წარმოგიდგინოთ.

სიმღერაზე და კლიპზე ყველა საავტორო უფლება დაცულია და ეკუთვნის შოს, ყვავას, Crow Records -ს და Crow Pictures -ს. ახლა კიდე ვიდეო:

link: http://vimeo.com/3253483

Update: ვიდეო უკვე YouTube-ზე:

link: http://www.youtube.com/watch?v=u6JLVpL3A24

თამაშები თუ ქალები?


ფორუმჯიზე აგერ უკვე რამდენიმე ხანია თემაა გახსნილი, სადაც ქალები გულამოსკვნილი მოთქვამენ, რომ კაცებს თამაშები ურჩევნიათ ქალებს და გვადანაშაულებენ კიდეც (როგორ ბედავენ!). ამიტომაც ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ჩვენი პოზიციის გასამაგრებლად მოვიფიქრე 10 მიზეზი, თუ რატომ ჯობია თამაშები ქალებს. მაშ ასე:

1. თამაშის გადმოწერა შეგიძლია ნებისმიერი საიტიდან, სრულიად უფასოდ.
2. ერთ კომპზე შეგიძლია რამდენიმე თამაში გეყენოს და არაფერი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ.
3. შეგიძლია ითამაშო როცა გინდა და რამდენიც გინდა, თამაში არ ჩაირთვება თავისით და არ მოგთხოვს რომ “ითამაშო ახლავე და რაც შეიძლება სასტიკად”.
4. თუკი რაიმე სისულელეს იზამ, ნებისმიერ მომენტში შეგიძლია გააგრძელო სეივიდან.
5. თამაში ერთნაირად ირთვება თვის ნებისმიერ მომენტში.
6. რაც არ უნდა ბევრი ითამაშო, შეუძლებელია შექმნა მეორე თამაში.
7. შენ თავისუფლად შეგიძლია ითამაშო მეგობრის სეივით ან ჩარით, თქვენს მეგობრობაზე ჩრდილის მიუყენებლად.
8. ერთხელ დახურული და მობეზრებული თამაში შეგიძლია დააყენო მეორედაც.
9. იმისთვის, რომ ითამაშო, სულაც არ არის აუცილებელი ცალკე ბინა.
10. ახალდაყენებულ თამაშს არ ჭირდება დიდი ოდენობით ალკოჰოლი ჩასართავად, ალკოჰოლი 120%-იც საკმარისია…

ჰო, მაპატიეთ ისე ქალებო, არ მინდოდა, მაგრამ რას იზამ, თამაში თამაშია :D

Social Ants


ants

არ ვიცი დაკვირვებიხართ თუ არა შორიდან ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ინდივიდუალობის პირველ ხაზზე წამოწევით და გუნდური პრინციპის უგულებელყოფით გააკეთონ რაიმე საერთო საქმე. დააკვირდით, ძალიან სასაცილოა :))

დღეს შევესწარი ერთ ასეთ მომენტს. რაღაც საქმეზე ვიყავი მაღაზია ”ტიტანში”, მაღაზიაში რომ შევდიოდი, გარეთა კარებთან რაღაც უცნაური რკინის მახინას ავუარე გვერდი, რომელსაც ერთი ხუთიოდე კაცი იყო შემოსეული და დაფიქრებული სახეებით ყაყანებდნენ. ყურადღება არ მიმიქცევია, მოვრჩი საქმეს და ქუჩის გადაღმა სკამზე ჩამოვჯექი. მოგეხსენებათ ალბათ, ტიტანი ალექსანდროვის ბაღთან არის, ამიტომაც ამ ბაღის ყველაზე განაპირა სკამი პირდაპირ მაღაზიის კართან შეკრებილ მოყაყანეების წინ აღმოჩნდა. აქედან უკვე მომეცა საშუალება დავკვირვებოდი იმას, რაც იქ ხდებოდა.

ეტყობა მაღაზიაში ახალი ტავარი მიიღეს, რაღაც უცნაური ფორმის რკინის კონსტრუქციები, სავარაუდოდ ან სცენის განათების ჩასამაგრებლად, ან თვითონ სცენის. კონსქტრუქციები ალბათ საკმაოდ ძვირი ღირდა, იმიტომ რომ საოცრად დაკეცილ და პორტატულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. საერთოდ, დაკვირვებული ვარ, რომ რაც უფრო პატარად იკეცება ესა თუ ის ნივთი, მით უფრო ძვირი ღირს მის არადაკეცვად თანამოძმეებს შორის. ამ ლოგიკიდან გამომდინარე ეს სადგარები ძალიან ძვირიანები იყო, შესაბამისად შედგებოდა ბევრი დეტალისგან, რომლებსაც თავ-თავის ადგილზე მიმაგრება ჭირდებოდა. როგორც ჭიანჭველები შეესევიან ხოლმე პურის ნამცეცს და სხვადასხვა მხარეს ქაჩავენ, დაახლოებით მასე იყვნენ ესენიც მისეული ამ უცნაურ აპარატზე და რაც მე ვუყურებდი, ნახევარ საათზე ცოტა მეტ ხანში დაახლოებით სამი სხვადასხვანაირი კომბინაცია მოსინჯეს აწყობისა, თან ყოველი მათგანი ცდილობდა დაემტკიცებინა (რაღა თქმა უნდა ძალიან ხმამაღლა), რომ მისი ვერსია იყო ყველაზე კარგი და ასე უნდა გაეკეთებინათ. საბოლოოდ, არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ ააწყვეს სამაგრი, გახარებულებმა რამდენიმე საცდელი აწევ-დაწევა განახორციელეს (ეტყობა სამაგრი-ამწეკრანი იყო) და მერე ბედნიერი სახეებით დაიშალნენ.

არადა გაცილებით მარტივი იქნებოდა ერთ-ერთს გაეჩითა ინსტრუქცია და იმის მიხედვით გაეკეთებინათ ყველაფერი. მაგრამ ეს არ ზის ჩვენ ხასიათში, ყველას უნდა ლიდერობა და თან მიაჩნია, რომ ეს შეუძლია. მაგიტომაც ვართ ტრაკში.

ევროპის ვარსკვლავები


ჰაჰა, ძალიან მაგარი კარიკატურა ვიპოვე სადღაც, ფორუმის სიღრმეებში… ევროკავშირის ვარსკვლავები და მათი სახეები :) რა მაგარი ვარსკვლავებია, განსაკუთრებით მარჯვენა, მორცხვი… და საერთოდ, ყველა მაგარია.

ესეც შენი ევროპული ჩმორიზმი…

”იცით თუ არა რომ” – კონგოსთან ერთად


“იცით თუ არა რომ, კონგოსთან ერთად” არის შოუ, კომედი შოუ… არა, კომედი შოუ იმდენად არ არის, რამდენადაც ეს არის Thrash შოუ! სრული ქაოსი, ანარქია და არაფრისმომცემი ნიუსები.. მაგრამ ამ ნიუსებს მიღმა რაღაც არის, კარგად დააკვირდით მას და იქნებ თქვენც ეზიაროთ ჭეშმარიტებას.

ეს არის ამ შოუს რიგით მე-6 ეპიზოდი, სახელად ”კონგო ჩამოვიდა გერმანიიდან”. დანარჩენი ეპიზოდები ნელ-ნელა, პუბლიკის მოთხოვნის მიხედვით დაემატება. დაემატება რა, თავისით კი არ დაემატება, დავამატებ :D

მონაწილეები – გეგა, ანტონა პაპა, ლავმენა, მე, ირინა და კონგო. მონტაჟი ჩემი, მუსიკა მოცარტის.

Crow Pictures © 2007
ყველა საავტორო უფლება დაცულია