როცა სამი ქალი მყავდა…


იყო დრო – სოკრატე

მახსოვს პერიოდი, როდესაც გარემოებათა კეთილი, ზოგისთვის კი ბოროტი დამთხვევით ერთდროულად სამი ქალი მყავდა. წარმომიდგენია მამაკაცთა 90%-ის სახე ამ წინადადების წაკითხვის შემდეგ, მეც ეგეთი სახე მექნებოდა ზუსტად – Me Gusta. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, რამდენადაც ეს სასიამოვნოა, იმდენად გულისმომკვლელი გვერდითი ეფექტებიც აქვს.

პირველი ეფექტი არის ყველასათვის ცნობილი, მოდუნების ეფექტი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში თუნდაც ერთი ცოცხალი ქალის არსებობის შემთხვევაში დგება – მონადირე გადაეჩვევა ნადირობას და ფერმაში მოწეულ საჭმელს მიირთმევს. და რაც უფრო დიდია ეს ფერმა, მით უარესი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთლად უნდა გავტყიურდეთ და ვანნაითსტენდების დიეტაზე დავჯდეთ – ცოტა ისიც და ისიც.

თუმცა სინამდვილეში ამაზე არ მინდოდა წერა. ერთი კონკრეტული მომენტი მინდა გავიხსენო როდესაც, როგორც უკვე ავღნიშნე, სამი ქალი მყავდა. ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადიოდა მსოფლიოში, ასე მეგონა სანამ საქმე საქმეზე არ მიდგა და უეცრად სადღაც ბარში არ გამომეღვიძა, მაგიდაზე თავდადებულს. საიდან მოვხვდი იქ და რას ვაკეთებდი, ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარი ისაა, რომ მარტო ვიყავი.

მარტო ვინ არ ყოფილა შეკაცოო, ჩამესმის ყურში. ეტყობა მაშინაც ჩამესმა ეს ფრაზა და ამით გამხნევებულმა მშვიდად ამოვიღე ტელეფონი და… გავიჭედე. ვის დავურეკო? მე ხომ ბედნიერი კაცი ვარ, სამი ქალი მყავს. მერე რა, რომ არც ერთი აქ არ არის, ამის მადლობელიც უნდა ვიყო, იმიტომ რომ აქ რომ იყონ… მოკლედ, ქალთა ერთ სივრცეში არათავსებადობის პრინციპის თანახმად ჯობია, თუ ეს არ მოხდება. ასეა თუ ისე, ტელეფონი მიჭირავს, რომელშიც მთელი სამი ნომერი მიწერია (დიახ, სხვა ნომრები არ მიწერია, ვის რაში ვჭირდები) და დილემაც სახეზეა – რომელს დავურეკო?

ძალიან მარტივი გადაწყვეტილება მივიღე – ანბანის მიხედვით ჩამოვყევი.

პირველი საუბარი ძალიან მოკლე იყო, სადაც მე მსმენელის როლში ვიყავი მხოლოდ. უკვე ძალიან ნაცნობი ხმის მქონე ქალმა მაცნობა, რომ ”მობილური ტელეფონი გამორთულია ან…” და ა.შ., როგორც ტექსტია. მოკლედ, პირველი ციყვი ფუღუროში არ არის. ეგ არაფერი – შევძახე საკუთარ თავს – კიდევ ორი ზარი შეგიძლია გააკეთო. საკუთარი მდგომარეობით აღფრთოვანებული ვუშვებ მეორე ზარს და ამჯერად ”მობილური გამორთულია”-ს ქალთან საუბარი აღარ მიწევს. თუმცა სიგნალის დაგვიანების მიხედვით ვხვდები, რომ ობიექტი არც ისე ახლოს უნდა იყოს. ჩემი ბედის ცოდნამ არ მიღალატა – ჩემი მეორე სიხარული ქალაქგარეთაა, საკმაოდ შორს. ის კი არა, ჯერ კიდევ გზაშია და ამით შეწუხებულ-გაბრაზებული ტვინს აქეთ მიპობს. სასწრაფოდ ვათამაშებ ტელეფონის დაჯდომის სცენას და ზარს ვწყვეტ.

თავი კორბენ დალასი მგონია, რომელსაც ერთადერთი ღერი ასანთი აქვს და ამით უნდა გადაარჩინოს მსოფლიო. ოღონდ ასანთის ღერი ჩემი ტელეფონია, გადასარჩენი მსოფლიო კი – მე. კარგ დროს დავრეკე, ზუსტად დღესასწაულის მეორე დღეს მივუსწარი. ”დღეს ვზეიმობ, კალენდარში დღე წითლად მაქვს აღნიშნული და სახლიდან არ გავდივარ”. რაღა თქმა უნდა, ქალებს ხომ ასეთი დღეები თვეში ერთი 25 მაინც აქვთ, რა გასაოცარიც არ უნდა იყოს. მოკლედ რომ ვთქვა, ორი-სამი დღე მაინც აჯობებს, თუ მის სადღესასწაულო განწყობაში არ შევიჭრები.

და გამოვიდა რა? სამი ქალი მყავს, სამმაგად ბედნიერი კაცი ვარ, თუკი მხოლოდ ამ მოვლენის (დედაკაცის) მხოლოდ დადებით მხარეებს შევხედავთ და საბოლოოდ ისევ ისეთ მარტოობაში ვსვამ ლუდს, როგორც ჩემს გვერდით მჯდარი მარტოხელა ძმაკაცი.

აქედან კი მხოლოდ ერთი დასკვნა გამომაქვს – სასწრაფოდ უნდა ვიშოვო მეოთხე ქალი, რომელსაც თბილისიდან გასვლის უფლება არ აქვს, ჰორმონალური დარღვევის გამო მენსტრუაცია არასოდეს ეწვევა და ტელეფონი ურანის ელემენტებზე აქვს შეერთებული, რომ არასოდეს დაჯდეს ან ზონიდან გავიდეს. თუკი ასეთ ვინმეს იპოვით, ძალიან ბედნიერი ვიქნები, მით უმეტეს, რომ ის სამი ქალიც აღარ მყავს. მიზეზი მარტივია – ერთმანეთის არსებობის შესახებ გაიგეს და ორი მათგანი, როგორც მატერია და ანტიმატერია, ურთიერთში ანიჰილირდა, მძლავრი და ჩემთვის მავნე ენერგიის გამოყოფით, მესამე კი მე მომევლინა ატომურ აფეთქებად. ასე რომ, თუკი ზემოთჩამოთვლილი თვისებების და არაფეთქებად ქალს იპოვით – არ გამომაპაროთ.

Advertisements

თამაშები თუ ქალები?


ფორუმჯიზე აგერ უკვე რამდენიმე ხანია თემაა გახსნილი, სადაც ქალები გულამოსკვნილი მოთქვამენ, რომ კაცებს თამაშები ურჩევნიათ ქალებს და გვადანაშაულებენ კიდეც (როგორ ბედავენ!). ამიტომაც ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ჩვენი პოზიციის გასამაგრებლად მოვიფიქრე 10 მიზეზი, თუ რატომ ჯობია თამაშები ქალებს. მაშ ასე:

1. თამაშის გადმოწერა შეგიძლია ნებისმიერი საიტიდან, სრულიად უფასოდ.
2. ერთ კომპზე შეგიძლია რამდენიმე თამაში გეყენოს და არაფერი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ.
3. შეგიძლია ითამაშო როცა გინდა და რამდენიც გინდა, თამაში არ ჩაირთვება თავისით და არ მოგთხოვს რომ “ითამაშო ახლავე და რაც შეიძლება სასტიკად”.
4. თუკი რაიმე სისულელეს იზამ, ნებისმიერ მომენტში შეგიძლია გააგრძელო სეივიდან.
5. თამაში ერთნაირად ირთვება თვის ნებისმიერ მომენტში.
6. რაც არ უნდა ბევრი ითამაშო, შეუძლებელია შექმნა მეორე თამაში.
7. შენ თავისუფლად შეგიძლია ითამაშო მეგობრის სეივით ან ჩარით, თქვენს მეგობრობაზე ჩრდილის მიუყენებლად.
8. ერთხელ დახურული და მობეზრებული თამაში შეგიძლია დააყენო მეორედაც.
9. იმისთვის, რომ ითამაშო, სულაც არ არის აუცილებელი ცალკე ბინა.
10. ახალდაყენებულ თამაშს არ ჭირდება დიდი ოდენობით ალკოჰოლი ჩასართავად, ალკოჰოლი 120%-იც საკმარისია…

ჰო, მაპატიეთ ისე ქალებო, არ მინდოდა, მაგრამ რას იზამ, თამაში თამაშია :D