მაიკლ გრინი – ”ტანკები”


გუშინ აჩომ ძალიან მშვენიერი წიგნი მაჩუქა, რომელიც, რაღა თქმა უნდა, ტანკების შესახებაა. მასში მოყვანილია თითქმის  ყველა ქვეყნის ძირითადი ტანკების ფოტოები, აღწერითურთ.

თუ სადმე ნახავთ, თქვენც გირჩევთ მის ყიდვას, მანამდე კი დატკბით წიგნის რამდენიმე ფოტოთი:

წიგნის ყდა
გერმანული ტანკების გვერდი. ტანკი Pantera
გერმანული ტანკების გვერდი. ტანკი Tiger
წიგნის სარჩევი

ჩემი დაბადების დღე


ხვალ დაბადების დღე მაქვს. 27-ის ვხდები… კარგი მხარე ამ ამბავში ისაა, რომ აქამდე მოვაღწიე, ცუდი კი ისაა, რომ უფრო ნაკლები დამრჩა სამარემდე. თუმცა ფილოსოფია გადავდოთ გვერდზე და შოს და ლავმენას ვიდეომოლოცვას ვუყუროთ, რომელიც სიმღერის ფორმატშია შესრულებული. წავიდა სმა, წავიდა ღრიანცელი და საერთოდაც, წარმოდგენაც მზარავს, როგორ ვიქნები ხვალ დილით. გენადი, ფონოგრამა:

ეს კი საჩუქარი ჩემს თავს, ვიცი ასეთს მაინც არავინ მაჩუქებს…

ყვერთა ვარამი


ღმერთო ჩემო, ეს რა ხდება, ეს რა დღეში ვარ… საერთოდ არ მიყვარს მოთქმა-გოდება, მაგრამ დღეს აივსო ჩემი არსიყვარულის ფიალა და თავში აგურთ რტყმას მივყავი ხელი.

აგერ უკვე რამდენი ხანია, რაც ყვერთა ფხანის აქტიურ სტადიაში ვარ გადასული და სამუშაოს ვეძებ (პასიური ისაა, რომ არ ეძებ), მაგრამ ფხანა რჩება ფხანად და მე კვლავ სახლში ვზივარ და თავს ვიტყუებ, რომ უსაქმური არ ვარ. არადა სამუშაოს ვარიანტები ბევრი მქონდა და მეც, როგორც ეს კლასიკურ უმუშევარ ყვერიფხანიას შეეფერება, ყველა ამ ვარიანტს გახარებული მისვდევდი, ყველა წინადადებაზე ვთანხმდებოდი და სახლშიც დაიმედებული ვბრუნდებოდი. ჩემი ყლე, როგორც იტყოდა ცხონებული ბაბუაჩემი, ვარიანტები დარჩა ვარიანტებად და მე კვლავაც სახლში ვზივარ და ველოდები ზარს იმ ოციოდე სხვადასხვა ადგილიდან, სადაც დამპირდნენ რომ ”ცვეტში დაგირეკავთ და მზად იყავი”-ო. პიონერული მუდამ მზადყოფნა კი უკვე ამომივიდა ყელში და ვგრძნობ, როგორ გადავდივარ თანდათან დაკიდებული ფხანის რეჟიმში, იქნება რამე და იქნება, არ იქნება და იმის დედაც იქ ვღერძე, სადაც არ იქნება.

ამ ყველაფერს კიდევ ერთი მომენტი ემატება. მთელი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს მიყიდია საჩუქარი დაბადების დღისთვის, თანაც რამე სფეშალ საჩუქარი და საგონებელში ვარ ჩავარდნილი. გეხვეწებით, ვინმემ რამე მითხარით, რა შეიძლება იყოს საჩუქარი, საერთოდ წარმოდგენაც კი არ მაქვს. გამიგია ლეგენდა, რაც შენ გაგეხარდება საჩუქრად, დაახლოებით ეგეთი რამის ყიდვა არის გამოსავალი სიტუაციიდანო, ასევე ისიც, რომ საჩუქარი უნდა იყოს რაიმე უსარგებლო ნივთი, რომ ვერაფერში გამოიყენო და შესაბამისად სამახსოვროდ დაგრჩეს. მაგრამ ისიც არ ვიცი მე რა უსარგებლო ნივთი  გამეხარდებოდა საჩუქრად, ან თუნდაც სასარგებლო. საერთოდ, რამე გამეხარდება?