ძუძუთაშორისი სექსი


მართალი თუ გინდათ, არაფერ შუაშია სათაური და ის, რისი დაწერაც ამ პოსტში მინდა. საქმეც იმაშია, რომ ამ პოსტში არაფრის დაწერაც არ მინდა, თავი მაქვს აბსოლუტურად გამოცარიელებული, მხოლოდ უდაბნოს ქარის ნელი ზუზუნი ისმის ნახევრად დაწყვეტილ მავთულებს შორის, სათაური კი პირველივე  ფრაზაა, რომელიც თავში მომივიდა.

ზუსტად ისეა საქმე, როგორც მიხვდით, როგორც ხშირად ვარ ხოლმე და როგორ ყოფნაც სასტიკად არ მიყვარს. ორმოში ვარ ჩავარდნილი, უსაქმურობის და ბეზპონტობის ორმოში, არანაირი ახალი იდეა არ მომდის, ან თუ მომდის, იმუნიტეტის უქონლობის გამო სიზარმაცის ვირუსი კლავს და ჩანასახშივე სასაფლაოსკენ მიემგზავრება. სასაფლაოზე კი უკვე უამრავი კარგი, არაკარგი და ცუდი იდეა მარხია, ბევრი პერსპექტიული, ბევრიც ისეთი, რომ ცდა ღირდა, მაგრამ რა ვქნა, იმდენად ღრმა ორმოში ვარ, რომ ზემოთ ამოხედვას ვერ ვახერხებ, სადაც ეს იდეები შლიგინებენ.

არის საშველი საერთოდ? რამე გამოვა, თუ სამუდამოდ შემოქმედებითი კრიზისის ორმოში დავრჩები? აი მთავარი კითხვა, თუმცა ამაზე ფიქრითაც დიდად არ ვიცხელებ ტვინს – უბრალოდ მეზარება. იქნებ საერთოდ მოვკვდი?

Advertisements

ბლოგი და სიზარმაცე


მე და ჩემი ბლოგი, ჩემი ბლოგი და მე… უკვე რამდენი წელია ერთად ვართ და ჩემს კლავიატურას უძლებს… 2005-დან რომ გადმოვთვალო, როდესაც პირველი ბლოგური ტიპის ჩანაწერი გავაკეთე, მესამე წელი გამოდის. თავიდან საერთოდ სხვაგან მქონდა ბუდე, მერე გადმოვცხოვრდი ვორდპრესზე, ასე თუ ისე დამევასა და წავიდა მერე ჯღაბნა. სულაც არ მქონდა ჩაფიქრებული ბლოგი დღიურად, უბრალოდ მინდოდა ადგილი, სადაც ჩემს ლიტერატურული წვალების შედეგებს გამოვფენდი, მეტი არაფერი. ცოტა მოგვიანებით დავიწყე ცოტა პირადი ჩანაწერების კეთებაც, ვინაიდან და რადგანაც ნაჯღაბნები (ასე ვეძახი ჩემს ლიტ. მცდელობებს) ისედაც და ასედაც შეიცავდა თავის თავში პირად შტრიხებს. ასე იყო თუ ისე, საბოლოოდ ბლოგმა მაინც მიიღო ბლოგის, ასე ვთქვათ დღიურის სახე, სტილობრივად არც თუ ისე გამართულის, მაგრამ მაინც…

მაგრამ ასეთი დღიური, მე რომ მაქვს, არის იმის ცხადი მაგალითი, როგორი ბლოგი არ უნდა ქონდეს ადამიანს. ამდენი ხნის განმავლობაში ორ ასეულამდე პოსტი და აქედან ნახევარი საკმაოზე მეტად უაზრო. არა, უაზრო რაღაცეების წერა შეიძლება, მაგრამ არც ამდენად. მეზარება… ძალიან მეზარება ხოლმე წერა, ყოფილა შემთხვევა, გადამიწყვეტია რამის დაწერა, გამიხსნია ”write”-ს ფანჯარა, მიყურებია, მიყურებია და გადავსულვარ სხვა გვერდზე, ერთი კვირა არის ჩემი რეკორდი, როდესაც გახსნილი მქონდა საწერი ფანჯარა და შიგნით ერთი სიტყვაც არ მქონდა ჩაწერილი, თან არც ვხურავდი, რადგანაც დახურვა რაღაც იარაღის დაყრასავით გამოდის, ანუ აღარ აპირებ დაწერას. არა, გახსნილი მქონდა, გამზადევული და ისიც ოპერას ყოველ ჩართვაზე სინდისის ხმასავით დამყურებდა ზედ და მახსენებდა რამდენად ზარმაცი, უსაქმური და სირი ვარ.

ასე არ შეიძლება, ასე ნამდვილად არ შეიძლება. თუმდაც ჩემი ბოლო პოსტი ავიღოთ, ”ექსპერიმენტული ეროტიკა”. მაგის აქ, ამ ფანჯარაში დამწერი ნამდვილად არ ვიყავი, რომ არა სკაიპი და მისი იუზერ ფრენდლი ფანჯარა, აქაურობისთვის ემოციური გაქანება არ მეყოფოდა. მოკლედ, რამე უნდა მოვიფიქრო, თორემ ჩემი სიზარმაცე საბოლოოდ დამახრჩობს და ჩამძირავს. დოდკას უნდა ვკითხო ერთი, როგორ მოახერხა სიზარმაცის დაძლევა… ან იქნებ არც არის ზარმაცი…

მომიტანეთ პონტი სახლში


რა არის ეს, გეკითხებით მე თქვენ, რა არის-მეთქი ეს? გაზარმაცდა ხალხი, ძალიან გაზარმაცდა. სიზარმაცე გამიგონია ყველაფერში, სამსახურში გეზარებოდეს კაცს წასვლა, უნივერსიტეტში, შორეული ნათესავის ბავშვის ნათლობაში გეზარებოდეს – ესეც გამიგია, მაგრამ სუფთა ჰაერზე გასვლა და თითო ჭიქა ლუდის დალევა გეზარებოდეს, ეგეთი აღარ გამიგია.

…დღემდე. დღეს გავიგე, თან რამდენიმე ადამიანისგან ერთდროულად. ჩემს შეთავაზებაზე ”წამო და თითო ბაკალი გადავუშვათ” -თქო ისეთი პასუხები მივიღე, სრულიად დამეკარგა ყველაფრის სურვილი. ეზარებათ, რა გამოვა ახლა სახლიდან, სახლში დალევა გაასწორებდა, მუტლობა მაინც იყოს, რა დროს დალევაა, უნდა დაიძინონ და ა.შ.

რა არის ეს? სულ გამოყლევდნენ ეს ჩემისები?