2012 წელი ვორდპრესის თვალით


წეღან მეილი მივიღე. საერთოდ მეილებს ხშირად ვიღებ ხოლმე, ასე რომ დიდი განსაკუთრებულიც არაფერია ამაში. მაგრამ ეს მეილი ვორდპრესისგან იყო, რომელმაც 2012 წლის აქტივობები წარმომიდგინა, საკმაოდ ლამაზი, ფლეშ ანიმაციის სახით.

გადავხედე ამ რეპორტს და შემრცხვა. მაშინ, როდესაც ადრე თვეში 10-15 პოსტს ვწერდი საშუალოდ, მთელი 2012 წლის განმავლობაში ჩემმა ნაღვაწმა შეადგინა 14 პოსტი. ანუ თვეში თითო და ორიც რიგგარეშე. საოცარია, რატომღაც მეტი მახსოვდა. სიზარმაცევ, ძალსა შენსა.

რეპორტი კი იმდენად ლამაზი და მონდომებით გაკეთებულია, რომ მისი არგაზიარება ცოდვაა. ასე რომ ინებეთ. იმდენად მესიამოვნა, რომ ამ ყველაფრის დაწერაც კი არ დამეზარა.

ამ ლინკზე დაჭერით შეგიძლიათ იხილოთ რეპორტის სრული მშვენება. ანუ 2012 წელი ყვავის ბუდეში.

შესადარებლად – 2011 წლის რეპორტი.

Advertisements

სტატისტიკური ანომალია


ამ ბოლო დროს რომ ჩემი ბლოგის სტატები ქვემოთ-ქვემოთ წამოვიდა, ამას უკვე მივეჩვიე და დაჟე ახსნაც კი მოვუძებნე – ის მკითხველი, რომელიც ადრე მარტო ჩემს ბლოგს კითხულობდა, რადგან სხვა არ იყო, ახლა გადანაწილდა ახალ-ახალ სხვა ბლოგებზე. მაგრამ ამ წუთას კიდევ ერთი ძალიან უცნაური ფაქტი აღმოვაჩინე, სტატისტიკასთან დაკავშირებით.

დაკვირვებული ვარ, რომ ბლოგის სტატისტიკის გულისცემა დაკავშირებულია ჩემს მიერ ბლოგზე ჩატარებულ აქტივობასთან, ვწერ პოსტს – მატულობს მნახველები და შემდეგი პოსტის დაწერამდე შემთხვევითი წესით თამაშობს მაქსიმუმსა და მინიმუმს შორის. მაგრამ თუკი მნახველების რაოდენობა ჩემს კომპიუტერთან ჯდომაზე იქნებოდა დამოკიდებული, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი :o არადა თქვენ შეგიძლიათ თქვენი თვალით დააკვირდეთ ქვემოთ მოცემულ გრაფიკს, რომელზეც ისრით მითითებულია ის დღე, როდესაც მე ბათუმში წავედი და იხილოთ სტატისტიკის უწყვეტი ვარდნა.

ისრით აღნიშნულია ”ის” დღე

ეტყობა ჩემი აქ ყოფნა ენერგეტიკულად მოქმედებს ამ ყველაფერზე. რაც შეეხება ბათუმში ჩემს ვიზიტს, შთაბეჭდილებებს და საგზაო ჩანაწერებს შემდეგ პოსტში შემოგთავაზებთ.

2008 წელი


საკმაოდ პაპსა პოსტია, მაგრამ მაინც მინდა შევაჯამო 2008 წელი, ბოლო-ბოლო ბოლო დღეა ამ წლის. საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვიდა და მოვლენებიანი. ამ წელს დავკარგე 3 თუ ოთხი სამსახური, ამდენივე ახალი ვიშოვე, მქონდა უმუშევრობის მომენტიც და სამ საქმეს შორის გახლეჩილობაც. ამ წელს ვიყავი მეორედ რეზერვში და ომის ნახვაც მომიწია, ამ წელსვე გავიცანი ახალი ხალხი, ახალი გოგო, ჯგუფი აგონია (ჯერჯერობით წარმატებული იდეაა), მე თვითონაც გავიჩითე ახალ ჯგუფში, პირველი ტატუ გავიკეთე, მერე მეორეც მივაყოლე და საერთოდ, აპარატი ვიშოვე, ჩემი ნაწერები ჟურნალში დაიბეჭდა და ჩემს ღვიძლს კიდევ მეტი ზარალი მივაყენე. კიდევ ბევრი წვრილი თუ მსხვილი მოვლენა მოხდა, მაგრამ ეტყობა არც ისე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ არ მახსოვს.

აქვე პატარა სტატისტიკა:

stats2008

რას ეძებს ხალხი


მოგეხსენებათ, ან შეიძლება არც, რომ ვორდპრესს აქვს ფუნქცია, რომელიც გიჩვენებს რისი ძებნისას მოხვდა შენთან სტუმარი. ზოგი სერჩ ტერმი ისეთი უცნაურია, რომ პირდაღებული ვუყურებ ხოლმე და მიკვირს, ჯერ ერთი რატომ უნდა მოძებნო ასეთი რამე ინტერნეტში და მერე მეორე, როგორ უნდა მოხვდე ამ ყველაფრის შედეგად ჩემთან…

გამომდინარე იქედან, რომ ამ ყველაფრის ჩამოთვლა თან მეზარება და თან აზრიც არ აქვს, გთავაზობთ სკრინშოტს, სადაც ნაჩვენებია მთელი დროის განმავლობაში ჩემზე მოსერჩილი სიტყვები თუ ფრაზები.

დატკბით :)