ფრენის სურვილი


რა ლამაზია ცა, როცა ზედ ღრუბლებიც არის… არ მევასება უღუბლო და კრიალა ცა, ღრუბელი თუ არ აქვს, ისე რა ვიტამინია…

ადრე მიყვარდა ხოლმე, წამოვწვებოდი და საათობით ვუყურებდი ცას, თვალს ვაშტერებდი და რაღაც მომენტში ჩემს თავზე მოძრავი ღრუბლები ჩემს ქვემოთ აღმოჩნდებოდნენ, ჩერდებოდნენ და მე ვიწყებდი ფრენას…

ახლაც გავფრინდებოდი სიამოვნებით…

Advertisements

რა უნდათ ქალებს [სამეცნიერო ნაშრომი]


[Post was sticked to the top at 06.07.2010]

საკითხი რთულია და საჭიროებს მრავალმხრივ მიდგომას. იმისათვის, რომ გავიგოთ რა უნდათ ქალებს, ჯერ უნდა გავარკვიოთ, ვინ არიან ქალები. ჰა, რა შეკითხვაა, ქალები არიან ორძუძუიანი და ერთიმიანი არსებები – იტყვის ალბათ ზოგი, მაგრამ ვაი რომ ყველაფერი ასე მარტივი არ არის. მათ (ქალებს), რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს და პარადოქსალურად ჟღერდეს აქვთ ისეთი მხარეები, რომლებსაც ადამიანებში სულს უწოდებენ, მათთან რა ქვია ეს ჯერ გაურკვეველია, ზოგი ქალურ ინტუიციად მოიხსენიებს და ზოგი საერთოდ არ მოიხსენიებს.

ასეა თუ ისეა, საბოლოოდ მივიღოთ ეს დაშვება ჭეშმარიტად, რომ ქალებს აქვთ სული და გამოვიყვანოთ შემდგომი მსჯელობა აქედან. სულის ქონა, თავისთავად რომ განაპირობებს სულიერი სურვილების (მოთხოვნილების) ქონას, ეს მგონი ადვილი მისახვედრია. ასე რომ კვლევის ობიექტიც დადგენილია, ქალები არიან ადამიანის მსგავსი არსებები, რომლებსაც გააჩნიათ როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი მხარე. Continue reading “რა უნდათ ქალებს [სამეცნიერო ნაშრომი]”