Social Ants


ants

არ ვიცი დაკვირვებიხართ თუ არა შორიდან ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ინდივიდუალობის პირველ ხაზზე წამოწევით და გუნდური პრინციპის უგულებელყოფით გააკეთონ რაიმე საერთო საქმე. დააკვირდით, ძალიან სასაცილოა :))

დღეს შევესწარი ერთ ასეთ მომენტს. რაღაც საქმეზე ვიყავი მაღაზია ”ტიტანში”, მაღაზიაში რომ შევდიოდი, გარეთა კარებთან რაღაც უცნაური რკინის მახინას ავუარე გვერდი, რომელსაც ერთი ხუთიოდე კაცი იყო შემოსეული და დაფიქრებული სახეებით ყაყანებდნენ. ყურადღება არ მიმიქცევია, მოვრჩი საქმეს და ქუჩის გადაღმა სკამზე ჩამოვჯექი. მოგეხსენებათ ალბათ, ტიტანი ალექსანდროვის ბაღთან არის, ამიტომაც ამ ბაღის ყველაზე განაპირა სკამი პირდაპირ მაღაზიის კართან შეკრებილ მოყაყანეების წინ აღმოჩნდა. აქედან უკვე მომეცა საშუალება დავკვირვებოდი იმას, რაც იქ ხდებოდა.

ეტყობა მაღაზიაში ახალი ტავარი მიიღეს, რაღაც უცნაური ფორმის რკინის კონსტრუქციები, სავარაუდოდ ან სცენის განათების ჩასამაგრებლად, ან თვითონ სცენის. კონსქტრუქციები ალბათ საკმაოდ ძვირი ღირდა, იმიტომ რომ საოცრად დაკეცილ და პორტატულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. საერთოდ, დაკვირვებული ვარ, რომ რაც უფრო პატარად იკეცება ესა თუ ის ნივთი, მით უფრო ძვირი ღირს მის არადაკეცვად თანამოძმეებს შორის. ამ ლოგიკიდან გამომდინარე ეს სადგარები ძალიან ძვირიანები იყო, შესაბამისად შედგებოდა ბევრი დეტალისგან, რომლებსაც თავ-თავის ადგილზე მიმაგრება ჭირდებოდა. როგორც ჭიანჭველები შეესევიან ხოლმე პურის ნამცეცს და სხვადასხვა მხარეს ქაჩავენ, დაახლოებით მასე იყვნენ ესენიც მისეული ამ უცნაურ აპარატზე და რაც მე ვუყურებდი, ნახევარ საათზე ცოტა მეტ ხანში დაახლოებით სამი სხვადასხვანაირი კომბინაცია მოსინჯეს აწყობისა, თან ყოველი მათგანი ცდილობდა დაემტკიცებინა (რაღა თქმა უნდა ძალიან ხმამაღლა), რომ მისი ვერსია იყო ყველაზე კარგი და ასე უნდა გაეკეთებინათ. საბოლოოდ, არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ ააწყვეს სამაგრი, გახარებულებმა რამდენიმე საცდელი აწევ-დაწევა განახორციელეს (ეტყობა სამაგრი-ამწეკრანი იყო) და მერე ბედნიერი სახეებით დაიშალნენ.

არადა გაცილებით მარტივი იქნებოდა ერთ-ერთს გაეჩითა ინსტრუქცია და იმის მიხედვით გაეკეთებინათ ყველაფერი. მაგრამ ეს არ ზის ჩვენ ხასიათში, ყველას უნდა ლიდერობა და თან მიაჩნია, რომ ეს შეუძლია. მაგიტომაც ვართ ტრაკში.

Advertisements