Dj BigCrow – სამი Psytrance სეტი


მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სამი ძველი ძიჯეი სეტი, რომელთაგან ერთის, Sun set-ის რელიზი ერთხელ უკვე მქონდა, მაგრამ დღეისათვის მისი გადმოსაწერი ლინკები მკვდარია. ამჯერად მე აღმოვაჩინე მიქსკლაუდი, სადაც ძალიან ლამაზი ფორმით შეიძლება ამ სეტების დადება და რაც მთავარია, მათი მოსმენა გადმოწერის გარეშე.

მაშ ასე:

1. Dj BigCrow – Sun set

მიქსკლაუდს აქვს ძალიან ლამაზი და საყვარელი პლეიერი, რომლის მხარდაჭერაც ვორდპრესს ჯერჯერობით არ აქვს, ამიტომ მოსმენა შესაძლებელია საიტზე გადასვლით და იქ მოსმენით. ამისთვის დააჭირეთ ან ზემოთა სურათს, ან გვერდითა ლინკს –>> BigCrow – Sun Set. ტრეკლისტი მოყვება!

2. BigCrow – Alienz flight set

ეს არის სეტი, რომელსაც ვუკრავდი 2009 წლის იანვრის ფართიზე. ამ ფართის ვიდეო და სურათები შეგიძლიათ იხილოთ აქ. სეტის მოსმენა შეგიძლიათ მის ქოვერზე დაკლიკებით:

3. BigCrow – Red pilled chaos set

მგონი ეს ამ სეტის პრემიერაა აქ. მოსმენა – ქავერზე დაკლიკებით, დანარჩენ ინფოს ტრეკლისტთან ერთად უკვე თავად საიტზე იხილავთ.

P.S. ქავერებით ვარ უზომოდ ამაყი! ნეტავ ეს ჩემი გამოშვებული ალბომების ქავერები იყოს…

ვიდეოპოსტი ვიდეოს გარეშე


[ედითედ]

ძილის წამალი დავლიე, რადგან რამდენიმე ღამე არ მძინავს საერთოდ. წამალი რა თქმა უნდა მოქმედებს, და ჩემი წერის სკილები მკვეთრად კლებულობს. მატულობს მხოლოდ აზროვნება და მე ვცდილობ რომ წერით მაქსიმალურად ზუსტად და კარგად გავყვე ამ აზროვნებას. ვიდეო პოსტის ჩაწერა მინდოდა, მაგრამ მერე რომ გადავხედე ერთმანეთში გახლართულ შნურებს და კამერებს, მივხვდი, ამას მე ვერ გავარკვევდი ასე მარტივიად. ასე რომ წერა, წერა და მხოლოდ წერა, ამბობდა ჩინგისხანი.

ვიდეოპოსტების სტილში დავწერ ამას, ანუ დღიური, დიარი, ან თვიარი ან თვიურიანი. მოკლედ დღიურპოსტი.

ვგრძნობ როგორ ჯდება ჩემს ყველა უჯრედში წამალი, მოქმედებს ჩემს ფსიქიკაზე და ნელ-ნელა ახვევს ბურუსში, ისეთ ნისლში, რომლიდანაც თანდათან უფრო და უფრო ბუნდოვნად ჩანს ყველაფერი. თვალები ჩვეულებრივად კითხულობენ , თითები წერენ, თუმცა ხანდახან გაჭედვებიც აქვთ და ბოლოს ეს ყველაფერი ქაოსში გადადის. 20 წუთი მაქვს დარჩენილი, ვიდრე წამლის მოქმედება პიკს მიაღწევდეს. ამ პიკის მერე ან იძინებ, უფრო სწორად ითიშები, ან ზიხარ და დაყლეებული სახით… მაინც ზიხარ. მსგავსი სახე უკვე მივიღე, ფეხზე ადგომისას უჩინარი არამფარველი ხელს მკრავს და ცდილობს კედელს მიმახეთქოს. მი პად ძეისტვიემ ლიკარსტვა.

მუსიკა შეჩერდა, ”აეს დანას”  ონსეტ დატას ვუსმენ და მივყვები. მე მინდოდა დამეწერა ბლოგპოსტი, როგორც დღიური, მაგრამ სტრიქონები და მოვლენები ერთამენთში მერევა. იყო მროვეალ აქ? მგონი იყო, ან არც იყო… ან რა მნიშვნელობა აქვს, დაიკიდე რა. მგონი არც არავინ ყოფილა. მე მარტო ვზივარ, სიბნელეში და მეშინია, რომ ეს წამლის მოქმედება მალე დამთავრდება და მე ვერ მოვასწრებ აზრის ჩამოყალიბებას. ყველა მკვეთრ მოძრაობას თან დასდევს ჩემი რამდენიმე გადღაბნილი გამოსახულება უკან…

Random
რანდომ იმიჯ

მოკლედ, მორჩა ჩემი არაფხიზლობის აღწერა და სანამ ტვინი გამთიშვია დღიურზე გადავალ. დღეს მროველა იყო ჩემთან მგონი, დანარჩენებმა გადამაგდეს. საბამაც ვერ დაადგა საშველი გადმოსვლას. (რატომღაც მეჩვენება, რომ კლავიატურა სხვადასხვა ფერისაა და დაჭერისას ფერს იცვლის).

დღეიური ისევ: ორი დღის წინ ინტერნეტრი დავიდგი და ახლა ვთამაშობ, დილიდან საღამომდე, მთელ ჩემს აგრესიას ვირტუალური ტყვიების სახით ვუშვებ სხვადასსხვა ქვენიდან შეყრილ ჩემნაირ ადამიანებზე და მსიამოვნებს. როცა მკლავენ – შეძრწუნებული ვარ. და საერთოდ შემაშინებელი თამაშია ეს Call of Duty.  ზუსტად უნდა ელოდე იმას, რაც ნამდვილ ომში გელოდება. ყველა მხრიდან მომავალი ზუზუნა ტყვიები, რომლებმად ნებისმიერ დროს შეიძლება შეგიწირონ. გრუხუნი, დაბომბვა, დედის იღლია. მით უმეტეს ახლა დავამთავრე რემარკის ”ჟამი სიცოცხლისა, ჟამი სიკვდილისა” და მისი რაღაცეები აქ განვიცადე…

კლავიატურა გამირბის! ამითი ჯობია ვიდეოპოსტი, არაფერი გაგირბის და რაც მთავარია არც შეცდომებს უშვებ წერისას, რომლებსაც არ ასწორებ, იმიტომ რომ რომ ჩაასწორო, მერემ შემდეგი აზრი გაიფანტება. აზრები კი, რამდენი მოდის! ქაოტურად, უაზრო აზრები. ეს რა არის. მუსიკაც ხელს მიწყობს, რომ დავიბნე და დავიკარგო. Aes dana – Onset data. პიზდეცია, მეგობრენო.

ამით ვასრულებ ჩემს ვიდეო პოსტს, უფრო სწორად მის სტენოგრამას. ხვალ გადავუვლი და გადავასწორებ, ან არც გადავუვვლი. მოკლედ ახლა წავედი, ერთ ხელსაც ვითამაშებ და დავიძინებ.

BigCrow – Bot Attack


წარმოგიდგენთ ჩემს ახალ ტრეკს – Bot Attack. თვეზე მეტია რაც დავამთავრე, მაგრამ რატომღაც დამავიწყდა სახალხოდ წარდგენა. ტრეკი არის უცნაურ სტილში, ტრანს-ფულონ-ნაითი (ესეც დაახლოებით). ბევრი რომ არ ვილაპარაკო, უბრალოდ ტრეკი:

Link: http://soundcloud.com/bigcrow/bigcrow-bot-attack

Trance party + vLogpost


სირცხვილია მეგობრებო, სირცხვილი. ადამიანი, მით უმეტეს ცივილიზებული, ასე არ უნდა დათვრეს.

ვიდეოპოსტი ჩემი და ძიმას მონაწილეობით. ლაპარაკი, ალაგ-ალაგ ღრიალიც, მიდის ყველაფერზე და არაფერზე ერთდროულად, ნუ ამავე დროს ფართიზეც, რომელიც უნდა შედგეს მალე წესით.

ამ გახსენებაზე – ახლა მომივიდა ფეისბუკზე ინვაითი ფართისა, რომელიც შედგება ხუთშაბათს, 14 იანვარს, კლუბ ”ოთახში” (თიბისი ბანკთან, მარჯანიშვილზე) და ამავე დროს თურმე მეც ვუკრავ. ძალიან ბევრნაირი ჭურში ჯდომა გამიგია, მაგრამ მსგავსი – პირველად. შეგიძლიათ თქვენც იხილოთ ეს ივენტი ფეისბუკზე და წამოხვიდეთ კიდეც. მანამდე კი იხილეთ ვიდეო, ანუ ის, რისთვისაც ამ პოსტის წერა წამოვიწყე:

ფსაიტრანს ფართი ბირთვისში


ამასწინათ, როდესაც უინტერნეტობაზე მოვთქვამდი, იქვე ვახსენე კიდეც ბირთვისი და ტრანს ფართი მის მიდამოებში. იქვე დაგპირდით, რომ თუკი სურათებს ან/და ვიდეოებს ჩავიგდებდი ხელში, აქაც შემოგთავაზებდით. რაღა თქმა უნდა ამის იმედი არც მქონდა, მაგრამ დღეს ინფესტამ გამომიგზავნა თავისი გადაღებული რაღაცეები და მეც დავაგალერეე მაშინვე.

ორიოდე სიტყვით ფართიზე. მისი ორგანიზატორი ჩემთვის უცნობია და ასევე უცნობი დარჩებოდა მისი ჩატარების თარიღიც, ჯასტიკას რომ არ დაერეკა გასვლამდე ერთი საათით ადრე და არ ეთქვა ამის შესახებ. ასე იყო თუ ისე, 3 ოქტომბრის საღამოსთვის ჩვენ ჩემთვის უცნობ ადგილზე ვიყავით, საიდანაც იწყებოდა ფეხით სასიარულო ბირთვისისკენ. ხალხი, ვინც ამ ფართის აკეთებდა, წინა დღით ასულა იქ თურმე და გზაზე მაჩვენებლებიც დაუტოვებია, როგორც ჩვენ ვიცოდით 5 ცალი და როგორც აღმოჩნდა 9, რამაც მეექვსეს გამოჩენისთანავე თავზარი დაგვცა. თუმცა ჩვენ ეს თავზარდაცემა გამოვიყენეთ ჩვენს სასარგებლოთ, იქვე პატარა რიტუალი ჩავატარეთ და გზა განვაგრძეთ. გთავაზობთ ამ რიტუალის ვიდეოს:

Link: http://vimeo.com/7141892

ასე იყო თუ ისე, განვაგრძეთ ამის შემდეგ გზა და დაახლოებით ერთი საათის შეუჩერებელი სიარულის შემდეგ მივედით იქ, სადაც დუმდნენ… არა, არ დუმდნენ, მივადექით ადგილს, საიდანაც ფსაის ჯადოსნური ხმები ისმოდა. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, ტყე (თან იცით ალბათ ბირთვისის ქვაბებში რანაირი ტყეა – გარშემო კედლები და შუაში პატარა ნაპრალში ხართ შენ და ტყე), ოდნავ შებინდებული და ამ დროს ხეობის ძირიდან ამომავალი ჯადო. ცხადია დაღლილობის დონისგან დამოუკიდებლად ყველანი გავიქეცით ხმისკენ და ათიოდე წუთში ფსიქოდელიურად გაწყობილ იმპროვიზირებულ დენსფლორზე აღმოვჩნდით.

[ დააჭირე ლინკს რათა განაგრძო კითხვა, გაიგო რა მოხდა შემდეგ და  იხილო სურათების გალერეა ] Continue reading “ფსაიტრანს ფართი ბირთვისში”

Offline


Watch your line, son! – Benjamin Franklin

ჰო.

თავიდან ვიფიქრე, რომ ამ ერთი სიტყვით დამემთავრებინა ეს პოსტი, მართლაც და მეტი რა არის სათქმელი – ინტერნეტი გამეთიშა აგერ უკვე კვირაზე მეტია. სამაგიეროდ კავკასუსის მესვეურებისგან საჩუქრად მივიღე დიდი ჭური, ჰოდა ვზივარ ახლა ამ ჭურში და არც ჩემი ხმა ესმის ვინმეს, ვერც მე ვიგებ რა ხდება მსოფლიოში (ფორუმზე მაინც) და საეთოდაც – ყლეზე ვარ.

რა ეშველება ამ სიტუაციას არ ვიცი, არც ის ვიცი როდის შემომიყვანენ ჯელინკის ხაზს, რომლის დაყენებაც დიდი ფიქრისა და მსჯელობის მერე გადავწყვიტე მაინც. შესაბამისად შემდეგი ჩემი პოსტიც მომავლის განუჭვრეტელ ნისლშია დაკარგული.

რაც შეეხება ამ პოსტს, საბუნიას აპარტამენტებიდან ვწერ, შესაბამისად მიხვდებოდით ალბათ, რომ საბუნიასთან ვარ და ნი2–ის მომავალზე ვმსჯელობთ მჭმუნვარე სახეებით. სახის საჭმუნვი მიზეზი კი მართლაც გვაქვს – ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს გამოიხატება ასე:  “იმედმა გადაგვაგდო”. უფრო მეტი სიტყვით ამ სიტუაციის აღწერა მეზარება კიდეც და არც იქნება მთლად კორექტული, რადგან ტექსტში მრავლად იქნება ისეთი გამოთქმები და სიტყვები, რომლებიც ეთერში ღამის 12 საათის მერე უნდა გავიდეს ხოლმე.

ესეც ასე, ეს იყო ის ყველაფერი, რაც მე ვიცი და რაც ხდება ჩემს გარშემო, დანარჩენი ალბათ თქვენ უკეთ იცით, ვისაც ინტერნეტი გაქვთ და ჩემსავთ ჭურში არ ზიხართ.. ან სხედხართ, როგორც გენებოთ.

პ.ს. ამ პოსტში არ აღმიწერია არც ორი ე.წ. “პახოდი” კოჯრის მიდამოებში მწვადაობითურთ და არც ტრანს ფართი ბირთვისში, რომელიც ამ შაბათს დამატყდა სრულიად მოულოდნელად, ვინაიდან და რადგან მეზარება და არც არის მგონი აუცილებელი, განსაკუთრებით პირველი ორი. რაც შეეხება ბირთვისის ფართის – სურათები თუ ჩამივარდა ხელში ოდესმე (უახლოეს ოდესმე), მერე აღვწერ კიდეც. ისე კარგი იყო და როგორც ყოველთვის მინდა გითხრათ მათ, ვინც არ იყავით – შეიმ ონ იუ.

განმუხურის აფტერფართი


მორჩა ფართი და ჩვენ უკვე თბილისში ვართ (იხილე ძველი პოსტი ამ ფართის შესახებ). ტრადიციულად ისეთი დაცლილი ვარ ემოციებისგან, რომ აღარაფრის წერის თავი არ მაქვს, მხოლოდ და მხოლოდ ის შემიძლია, რომ ფოტო- და ვიდეომასალა დავყარო ნელ-ნელა, რაც იქნება. თქვენც ნახავთ და მეც გავიხსენებ ხოლმე. ასე რომ გთავაზობთ იმას, რაც ჯერ მაქვს, ესაა სურათების მციდერი სლაიდშოუ.

აქვე შთაბეჭდილების პონტში ვიტყვი, რომ მდინარე ენგური მომეწონა ძალიან, ისეთი ვამპირული წითელი ფერის იყო… გენადი, ფონოგრამა:

[rockyou id=141740797&w=500&h=400]