ფსაიტრანს ფართი ბირთვისში


ამასწინათ, როდესაც უინტერნეტობაზე მოვთქვამდი, იქვე ვახსენე კიდეც ბირთვისი და ტრანს ფართი მის მიდამოებში. იქვე დაგპირდით, რომ თუკი სურათებს ან/და ვიდეოებს ჩავიგდებდი ხელში, აქაც შემოგთავაზებდით. რაღა თქმა უნდა ამის იმედი არც მქონდა, მაგრამ დღეს ინფესტამ გამომიგზავნა თავისი გადაღებული რაღაცეები და მეც დავაგალერეე მაშინვე.

ორიოდე სიტყვით ფართიზე. მისი ორგანიზატორი ჩემთვის უცნობია და ასევე უცნობი დარჩებოდა მისი ჩატარების თარიღიც, ჯასტიკას რომ არ დაერეკა გასვლამდე ერთი საათით ადრე და არ ეთქვა ამის შესახებ. ასე იყო თუ ისე, 3 ოქტომბრის საღამოსთვის ჩვენ ჩემთვის უცნობ ადგილზე ვიყავით, საიდანაც იწყებოდა ფეხით სასიარულო ბირთვისისკენ. ხალხი, ვინც ამ ფართის აკეთებდა, წინა დღით ასულა იქ თურმე და გზაზე მაჩვენებლებიც დაუტოვებია, როგორც ჩვენ ვიცოდით 5 ცალი და როგორც აღმოჩნდა 9, რამაც მეექვსეს გამოჩენისთანავე თავზარი დაგვცა. თუმცა ჩვენ ეს თავზარდაცემა გამოვიყენეთ ჩვენს სასარგებლოთ, იქვე პატარა რიტუალი ჩავატარეთ და გზა განვაგრძეთ. გთავაზობთ ამ რიტუალის ვიდეოს:

Link: http://vimeo.com/7141892

ასე იყო თუ ისე, განვაგრძეთ ამის შემდეგ გზა და დაახლოებით ერთი საათის შეუჩერებელი სიარულის შემდეგ მივედით იქ, სადაც დუმდნენ… არა, არ დუმდნენ, მივადექით ადგილს, საიდანაც ფსაის ჯადოსნური ხმები ისმოდა. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, ტყე (თან იცით ალბათ ბირთვისის ქვაბებში რანაირი ტყეა – გარშემო კედლები და შუაში პატარა ნაპრალში ხართ შენ და ტყე), ოდნავ შებინდებული და ამ დროს ხეობის ძირიდან ამომავალი ჯადო. ცხადია დაღლილობის დონისგან დამოუკიდებლად ყველანი გავიქეცით ხმისკენ და ათიოდე წუთში ფსიქოდელიურად გაწყობილ იმპროვიზირებულ დენსფლორზე აღმოვჩნდით.

[ დააჭირე ლინკს რათა განაგრძო კითხვა, გაიგო რა მოხდა შემდეგ და  იხილო სურათების გალერეა ] Continue reading “ფსაიტრანს ფართი ბირთვისში”

Advertisements