რა ღირს პოსტი?


ერთი პრობლემის შესახებ მინდა მოგიყვეთ, ან უბრალოდ გელაპარაკოთ, რომელიც ხშირად დგას ხოლმე ჩემს წინ და სავარაუდოდ მე მარტო არ ვარ ამ ამბავში. ეს არის პრობლემა, უფრო მეტიც – დილემა, რომლის წინაშე ხშირად ვდგები ხოლმე და ვინაიდან და რადგან ვერ ვახერხებ მის დროულად გადაწყვეტას, ზარალდება ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი ბლოგი.

საქმე ეხება მოვლენათა შეფასების კრიტერიუმებს, ანუ იმის განსაზღვრას – რისი დაბლოგვა ღირს და რისი არა, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ – არის თუ არა ესა თუ ის მოვლენა იმის ფასი, რომ მასზე პოსტი დაიხარჯოს. ამ მხრივ ძალიან ცუდი შკალა მაქვს ვგონებ აღებული, რამდენიმეჯერ დამიწყია წერა რაღაც უმნიშვნელო რაღაცაზე და გავჩერებულვარ – ვის რაში ჭირდება ეს?

ასე რომ უნდა გავაიაფო პოსტები, ექსპერიმენტის სახით და ყველა ყლეობაზე უნდა ვწერო, ვთქვათ ორი კვირა ან რამე მსგავსი პერიოდი, ვნახოთ რა გამოვა აქედან…