ni2.ge / შარჟები


ჯერ დავიწყოთ იქედან, რომ როგორც იქნა დავარელიზეთ ni2.ge , რომელიც წარმოადგენს ქართული კრეატივ-პრანკს-სატირული ჯგუფის ”ნიორის” ოფიციალურ საიტს. თავიდან მე და საბამ დავიწყეთ (დოდკა რატომღაც პასიურ მოუდში გავიდა და აღარ ითვლება), მერე და მერე კი ნელ-ნელა შემოგვიერთდა ხალხი და იმედია კიდევ გაგრძელდება შემოერთება.

ასე რომ, თუკი თვლი, რომ კრეატივი შენი საქმეა, იუმორზეც არ აუცრიხარ არავის ბავშვობაში და საერთოდაც, მაგარი როჟა ხარ, შემოგვიერთდი. ან არც შემოგვიერთდე…

პოსტი ამას არ ეძღვნება სინამდვილეში. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი რუბრიკა (ძველებია ნიუსები, ვიდეო არტები, ჟურნალიზმის ზეიმები) – შარჟები და მისი პირველი ნიმუში:

ლინკი: ნი2.ჯი/გასაუბრება

რატომ ვუყურებთ ნაგავ ფეხბურთს ტელევიზორში


დღეს 8 სექტემბერია, თითქოს არაფრით გამორჩეული დღე, ჯდები ტელევიზორთან, იღებ პულტს და ოხ – ფეხბურთია, საქართველო-უკრაინა. სადღაც ყურმოკვრით გაგონილი გახსენდება, რომ ჩვენი ნაკრები უკვე სხვაა, პროგრესი განიცადა და ახალი სტილის ფეხბურთს აჩვენებს. აქვე წინასამატჩო სიუჟეტიდან ნაწყვეტიც ამოტივტივდება თავში, სადაც განახლებული და რესტავრირებული სტადიონის ქება ყურს ჭრის, ამიტომაც გადაწყვეტ, ჯანდაბას, იქნებ მეყურებინა ამ თამაშისთვის? მაცივრიდან ლუდს იღებ, მოხერხებულად ჯდები სავარძელში და მსაჯის მონეტის ტრიალს იმედით უყურებ. თამაში იწყება…

გადის ათი წუთი, გადის ოცი, მეშვიდე წუთიდან ვაგებთ, ეგ არაფერი – ფიქრობ შენ, აი ახლა… არა მაშინ აი ახლა… და შენ ხვდები რომ მოგატყუეს, მწარედ მოგატყუეს და ამის შეგნებისას სამართლიანად ბრაზდები. შენ თავს გრძნობ მოტყუებულად ყველაფრის გამო, განახლებული და პროგრესგანცდილი გუნდის ნაცვლად თეთრ ფორმაში ჩაცმული ზანტად მორბენალი თერთმეტი კაცის ყურება გაბრაზებს, გაბრაზებს სტადიონზე მყოფი ხალხის კანტიკუნტი შეძახილები, გაბრაზებს კომენტატორის გაწელილი და დუდღუნა ხმა, სადაც ის საკუთარი უპირატესობის გრძნობით აღვსილი გვახსენებს ოცდაათი წლის წინ როგორ გაიტანა ვინმე გურმუსიუნ ფეხენბიჩმა დინამოს კარში გოლი, როგორი არასამართლიანი იყო იმ თამაშში კონგოელი მსაჯი და როგორ ცეკვავდა არგენტინის ნაკრები ჰაკას თურმე (ეს რომელ ტელევიზორში ნახა, ნამდვილად არ ვიცი)… აქვე თვალწინ გადაგირბენს კადრები არაქართული ტელევიზიის ნაჩვენები არაქართველი ფეხბურთელების ნებისმიერი თამაშიდან, ლუდის ცარიელ ქილას გაბრაზებული ჭმუჭნი, ტელევიზორს თიშავ, პულტს მაქსიმალურად შორს ისვრი, რომ თამაშის დამთავრებამდე არავინ ჩართოს და მიდიხარ მეგობრებთან ერთად სადმე ”გულის გადასაყოლებლად”.

ისმის კითხვა – კი მაგრამ რატომ? რა დავაშავეთ ჩვენ, უბრალო ქართველმა მოკვდავებმა და რა ტიპის ტელევიზორი უნდა გვქონდეს, რომ ფეხბურთის დროს ნაგავი არ აჩვენოს? ან რა არის ამისთვის საჭირო? ჩამოვყვეთ ”პა პუნქტამ”:

პირველ რიგში, რაღა თქმა უნდა, საჭიროა ფეხბურთელებმა ითამაშონ ისე, როგორც უნდა თამაშობდეს ფეხბურთელი და არა როგორც თეთრ ფორმაში ჩაცმული ვინმე გამვლელი. მაგრამ რა ფეხბურთზეა საერთოდ ლაპარაკი, როდესაც გაგორებულ ბურთს მიწიდან აუხტომლად ვერ იჩერებს ვერცერთი, როდესაც ტაქტიკური მონახაზი არ გაუგია არავის და ყველა იქეთ დარბის, საითაც ბურთი გაგორდება. მოკლედ, ფეხბურთელები რომ კარგები გვყავს, ამაზე დიდხანს არ გავჩერდები. Continue reading “რატომ ვუყურებთ ნაგავ ფეხბურთს ტელევიზორში”