მგზავრი


ფანტასტიური მოკლე ანიმაციაა. მგზავრი და თევზი პარკში – უყვართ თევზებს მუსიკა?

Advertisements

ბლოგერები რუსთაველში [vLog]


ვიყავი რა ფილმზე, რომლის სათაურიც ყველასთვის ცნობილია და ჟღერს როგორც ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2”, თავიდანვე გავთვალე, რომ რევიუს დაწერა დამეზარებოდა, ამიტომაც ამ ყველაფერს მივეცი ვიდეო პოსტის სახე, რომლის ხილვაც შეგიძლიათ ქვემოთ. გენადი, ფონოგრამა:

აქვე – შარშანდელი ფილმის მიმოხილვა.

პინგზ:

რა მიყვარს მე?!


კითხვა რთულია და დაფიქრებას საჭიროებს, მაგრამ ერთი ცხადია, არ მიყვარს თოვლი, თბილისში რომ იცის ხოლმე ტალახიანი თოვლი, ეგეთი. ზუსტად ეგეთი თოვლი იყო გუშინ, შესაბამისად გუშინდელი დღე სულაც არ იყო ჩემი საყვარელი დღეების სიიდან. არასაყვარელ დღეს კი ყველაზე კარგია სახლში ჯდომა, თბილად და ბედნიერად, კონიაკიანი ჩაის წრუპვა და ბოდლერის შემოქმედებაზე ფიქრი, ცხადია პეროს დახმარებით.

მიუხედავად გარემოებათა ასეთი ცხადი დამთხვევისა, რომელიც მომიწოდებდა დავრჩენილიყავი სახლში და დავკავებულიყავი ზემოთხსენებული საქმიანობით, ჩავიცვი ჩემი ყველაზე თბილი ტანსაცმელი, ღრმად ჩავისუნთქე ცივი ჰაერი და სადარბაზოდან გამოვედი. მიზეზი და მიზანი ფრიად დიადი და ამაღლებული მქონდა – კლიპის პრეზენტაციაზე მივდიოდი. ამიტომაც არ შევიმჩნიე არც ის, რომ არც თუ ისე თბილი ქარი ისედაც საზიზღარ ფიფქებს დიდი მონდომებით მაყრიდა სახეში და კისერში და მეტროში ჩავყვინთე.

კლიპის პრეზენტაცია დაგეგმილი იყო კინო ”რუსთაველში” და ჩვენც, ალბათ ქართული პუნქტუალობის გათვალისწინებით, 4-ის ნახევარზე დაგვიბარეს. შესაბამისად მეც ზუსტად 10 წუთი რომ აკლდა ოთხს, ქუდზე და მხრებზე საკმაოდ დადებული თოვლი ჩამოვიბერტყე და ფოიეში ამაყად შევაბიჯე. ფოიე სავსე იყო ცნობილი, ნაკლებადცნობილი და ჯერ კიდევ უცნობი სახეებით, რომლებიც ამაყად და საკუთარი ღირსების შეგრძნებით დააბიჯებდნენ აქეთ-იქეთ. აქვე გავიგე რაშიც იყო საქმე – სტუდია ”კრეატივს” (ხო, ხო, ”ჩვენი ოფისი” რომ გადაიღეს, მაგათ) რაღაც ფილმის გადაღება დაუწყია, ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს” სათაურით და მაგის საუნდტრეკზე გადაღებული კლიპის პრეზენტაცია უნდა ყოფილიყო, ჯერჯერობით გაურკვეველ დროს. მიუხედავად ასეთი ჩახლართული სათაურისა Continue reading “რა მიყვარს მე?!”

პედიატრი (ფილმი)


ქოთნის ლობიო პიქჩერზი წარმოგიდგენთ
შოთა თორაძეს
ლუკა ნამორაძეს
ყვავას
აკაკი გვილავას
და თაკო ნამორაძეს

ფილმში

პედიატრი

…როდესაც მშობლები სტუმრად მიდიან და ავადმყოფი ბავშვი სახლში მარტო რჩება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პედიატრი იმისთვისაა, რომ ბავშვს უმკურნალოს, მაგრამ…

ფილმი გადაღებულია 15 ნოემბერს, 2007.
კამერა – შოთა და ლუკა
მონტაჟი და ხმა – ყვავა

პირდაპირი ლინკი http://youtube.com/watch?v=f7dhvtmCn_k