სამხედრო ფიცი


 მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში,

ვფიცავ, პირნათლად მოვიხადო მხედრული ვალი საქართველოს წინაშე;

ვფიცავ, კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად გავაგრძელო წინაპართა მხედრული ტრადიციები;

ვფიცავ, მტკიცედ დავიცვა მხედრული დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი;

ვფიცავ, შევინახო ჩემთვის  მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო წესდებათა ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება;

ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისთვის;

თუ გავტეხ ამ ფიცს, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე.