ფლეშმობი ”კინოთეატრი” [მომზადება]


დიდი ხანია ვაპირებდი ფლეშმობის გაკეთებას, ან ველოდებოდი, როდის გააკეთებდა ვინმე სხვა და აი, როგორც იქნა, გადავწყვიტე ავიღო ფლეშმობის ორგანიზება თავზე.

მოკლედ ინტრო – ფლეშმობი არის წინასწარ დაგეგმილი არტი, რომლის დროსაც გარკვეული რაოდენობის ადამიანები იკრიბებიან საზოგადო ადგილზე, აკეთებენ სრულიად შეუსაბამო რაღაცეებს რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ იშლებიან. ამ ყველაფრის მარილი იმაშია, რომ ფლეშმობს უნდა ჰქონდეს დაუგეგმავი სახე.

სანამ მსოფლიო ფლეშმობების მარგალიტებს შემოგთავაზებდეთ, მინდა გაგაცნოთ იდეა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მოგვივიდა მე და საბუნიას თავში. ანუ ni2.ge-ს. ვაციტირებ ფორუმიდან:

ტელევიზიასთან რომ არის პატრულის ვიტრინებიანი შენობა, იმის წინ არის გადასარევი პარკი, სადაც შეიძლება მოეწყოს ასეთი ფლეშმობი:

დათქმულ დროს მიდის 30-50 კაცი მანდ თავისი სკამებით, დგამენ ისე, როგორც კინოთეატრში დგას, სხდებიან და უყურებენ.

შეიძლება რამდენიმე ექსტრა ვეში:

  • პოპკორნები
  • დაგვიანებით მოსული როჟა რომ სკამებს შორის ჯდება გვერდული სიარულით
  • უკანა რიგებში მოზასავე წყვილი
  • რაღაც “საშიშ” მომენტებში ერთდროული კივილი
  • “რამაწიჩნი” მომენტებზე ტირილი
  • მობილური არ უნდა გამორთოს ერთმა და შუა ,,ფილმის” დროს დაურეკოს
  • “კულმინაციურ მომენტებში” ქართული ხასიათის გათვალისწინებით ყველა ერთდროულად უკრავს ტაშს.
  • “ლენტის გაწყვეტისთვის” სტვენა და პოპკორნის წვიმა გავუშვათ ვიტრინისკენ.
  • სხვა…
    მსურველები და იდეის მომხრეები ჩაეწერეთ, სავარაუდო დრო – აღდგომის შემდეგი კვირადღე.
    პ.ს. ვიდეოს გადაღება აუცილებელია Continue reading “ფლეშმობი ”კინოთეატრი” [მომზადება]”
Advertisements