Divani Red pill party [videos]


RTmo8SGsY49judHa6EH5lxtui6qoc1VnnlLnxm0BQ-kმაშ ასე, მოვიდა 2013 წელიც და დადგა დრო ფართების ახალი სეზონისა. ღია ცის ქვეშ ფართაობისთვის ჯერჯერობით ძალიან ცივა, ამიტომაც კლუბს მივადექით. კერძოდ კლუბ “დივანს” (რომელიც ფესტივალიც და რესტორაციაცაა ამავდროულად). წელს პირველი ფართი 2 მარტს გავმართეთ და აქ მინდა შემოგთავაზოთ მისი ამსახველი ვიდეომასალა. სხვათა შორის, ეს მგონი პირველი ფართია, სადაც არ დაგვეზარა და ასე თუ ისე კარგი რაოდენობის და ხარისხის ვიდეოები გადავიღეთ.

წინა მსგავსი ღონისძიებების რეპორტები, როგორც ფოტო, ასევე ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ კატეგორიაში “ფართები“.

ჰო, ინფო ფართიზე და პოსტერი წინა პოსტშია.

ახლა კი ვიდეოები, ქრონოლოგიურად:

ფართი ობრიგადომ გახსნა, თავისი დაჭმუჭნული, ვაბვაბა მუსიკით, რომელიც ზოგიერთ წრეებში დაბსტეპის სახელითაცაა ცნობილი:

ლინკი: youtube.com/watch?v=dDxpzvSt8S8

[ამის შემდეგ ბევრი ფოტო-ვიდეო მოდის, ამიტომაც რიდმორია ჩასმული, დააჭირეთ და განაგრძეთ კითხვა] Continue reading “Divani Red pill party [videos]”

Dj BigCrow – Nuclear Winter [dj set]


როგორც იქნა, მოვიდა დრო, რომ ამ ბლოგის სახელობის სეტი გამეკეთებინა – Nuclear winter. ეს არის იმ სეტის ჩანასახი, რომელიც 8 ივლისს დავუკარი კლუბ დივანში. სხვა სეტებისა და “მუზიკებისათვის” გადადით ამ ლინკზე.

ახლა კი თავად სეტზე ორიოდე სიტყვით. ეს არის ერთსაათიანი ფსაიტრანს-ფულონ სეტი, საკმაოდ დუხიანი და ენერგიული. მისი მოსმენა შეგიძლიათ ქვემოთ მდებარე სურათზე დაწკაპუნებით:

ტრადიციული ტექსტური ლინკიც აქვეა – Dj BigCrow – Nuclear winter

ენჯოი ლისენინგ, როგორც იტყვიან მასონურ რადიოებში. და რაც მთავარია, არ გვავიწყდება ჩემი დაფოლოვება მიქსქლოუდზე.

Aquarial Full Moon after party [video]


მოგეხსენებათ ალბათ, რომ 2011 წლის 13 აგვისტოს ალგეთში დიდი ფსაი ფართი გავმართეთ. ფართი დაიწყო საღამოს და დილამდე გაგრძელდა, თავის დენსებით, ფსიქოდელიური ატმოსფეროთი და ყველაფრით, რაც კარგ ფართის უნდა ჰქონდეს.

სულ ახლახანს კი აღმოვაჩინე, რომ ამ ფართის რაღაც ნაწილის ამსახველი ვიდეომასალა მქონია კომპიუტერში. მართალია ვიდეოები მხოლოდ მეორე დილის ვითარებას ასახავს, როდესაც ხალხი უკვე დაღლილი და მისავათებული კარვებსა და მის მსგავს ადგილებშია მისვენებული, მაგრამ ზოგადი ატმოსფეროსთვის, ვგონებ არ იქნება ცუდი მისი ჩვენება. მით უმეტეს, რომ ღამის მონაკვეთი, როდესაც დენსფლორზე ცეცხლი ენთო, ფოტოებით ვეცადე ასე თუ ისე გადმომეცა.

ფართი ღამის განმავლობაში

მაშ ასე, გთავაზობთ Aquarial Full Moon Party (ლინკი ივენთის last.fm-ზე) -ის ამსახველ ვიდეოს, უყურეთ, უსმინეთ და  დატკბით ფსაი მუსიკით.

პ.ს. აქვე მცირედი ანონსის სახით გეტყვით, რომ ამა წლის 12 მაისისთვის იგეგმება ახალი ფსაი ფართის ჩატარება, რომლის დეტალებსაც ოდნავ მოგვიანებით შეგატყობინებთ. ახლა კი ვიდეო:

Dj BigCrow – Morning on Lisi lake


მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმები პუბლიკავ. მინდა წარმოგიდგინოთ მორიგი სეტი, რომელიც უნდა დამეკრა Lisi lake open ari-ზე. ეს ფართი ობიექტურ/სუბიექტურ/კოსმოსური მიზეზების გამო არ გამოგვივიდა, ამიტომ სეტის ჩაწერაც დამაგვიანდა.

თუმცა ის მაინც აქაა და შეგიძლიათ დატკბეთ მისი სმენით. ტრადიციულად, მიქსკლაუდის ფლეერი არ ჯდება პოსტში, ამიტომ დააჭირეთ ქოვერს ან ლინკს და გადახვალთ თავად სეტზე. იქ კი ყველაფერი მარტივია, Play (პლაუ) ღილაკს პოულობთ, აჭერთ და ტკბებით.

* დინამიკების ჩართვა არ გვავიწყდება წინასწარ.

თან საქმე. მაშ ასე, წარმოგიდგენთ Dj BigCrow – Morning on Lisi lake (set).

.

მოსასმენი ლინკი, თუკი სურათს ვერ ხედავთ – Lisi lake morning on Mixcloud.

სხვა სეტების ნახვა შეგიძლიათ ჩემს წინა პოსტში.

აფქამინგ სეტებისთვის და სხვა სიახლეებისთვის შეგიძლიად დამეფოლოვოთ მიქსკლაუდზე. რეგისტრაცია თითქმის არ არის საჭირო, ფეისბუქის ექაუნთიც საკმარისია.

Dj BigCrow – სამი Psytrance სეტი


მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სამი ძველი ძიჯეი სეტი, რომელთაგან ერთის, Sun set-ის რელიზი ერთხელ უკვე მქონდა, მაგრამ დღეისათვის მისი გადმოსაწერი ლინკები მკვდარია. ამჯერად მე აღმოვაჩინე მიქსკლაუდი, სადაც ძალიან ლამაზი ფორმით შეიძლება ამ სეტების დადება და რაც მთავარია, მათი მოსმენა გადმოწერის გარეშე.

მაშ ასე:

1. Dj BigCrow – Sun set

მიქსკლაუდს აქვს ძალიან ლამაზი და საყვარელი პლეიერი, რომლის მხარდაჭერაც ვორდპრესს ჯერჯერობით არ აქვს, ამიტომ მოსმენა შესაძლებელია საიტზე გადასვლით და იქ მოსმენით. ამისთვის დააჭირეთ ან ზემოთა სურათს, ან გვერდითა ლინკს –>> BigCrow – Sun Set. ტრეკლისტი მოყვება!

2. BigCrow – Alienz flight set

ეს არის სეტი, რომელსაც ვუკრავდი 2009 წლის იანვრის ფართიზე. ამ ფართის ვიდეო და სურათები შეგიძლიათ იხილოთ აქ. სეტის მოსმენა შეგიძლიათ მის ქოვერზე დაკლიკებით:

3. BigCrow – Red pilled chaos set

მგონი ეს ამ სეტის პრემიერაა აქ. მოსმენა – ქავერზე დაკლიკებით, დანარჩენ ინფოს ტრეკლისტთან ერთად უკვე თავად საიტზე იხილავთ.

P.S. ქავერებით ვარ უზომოდ ამაყი! ნეტავ ეს ჩემი გამოშვებული ალბომების ქავერები იყოს…

Lisi lake open air – ტრანს ფართი 18 სექტემბერს


Party location on the map – http://www.wikimapia.org/#lat=41.7496395&lon=44.740448&z=15&l=0&m=b

Psytrance.ge წარმოგიდგენთ!
მუსიკის და აუთდორ დასვენების ყველა მოყვარულს გეპატიჟებით 18 სექტემბერს, შაბათს, ლისის ტბაზე, სადაც თქვენ დაგხვდებათ ლამაზი, ფსიქოდელიური მუსიკა და მიმზიდველი გარემო. ტყე, მინდორი, ტბა და ულამაზესი ბუნება!

სურათის გასადიდებლად დააჭირეთ სადმე. სურათზე.

დიჯეები შემოგთავაზებენ სხვადასხვა სტილის მუსიკას:

Nick Cereteli – d’n’b (Live)
Obrigado – Goa / Psybient
Ze – Psychedelic
Otory – Goa / Psy
Syd – Dark Psytrance
BigCrow – Full on trance

ფართიზე იქნება ხელმისაწვდომი ბარი და კემპინგის ადგილი. დასაწყისი – საღამოს 8:00 -ზე. ფართი გაგრძელდება დილამდე.

  • ბილეთების გაყიდვა დაიწყება პარასკევს, 10 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე. ვარდების (ყოფილი რესპუბლიკის) მოედანზე, ივერიის შადრევანთან.
  • ბილეთის ფასი – 20 ლარი. საფასურში შედის მგზავრობა ავტობუსით ფართის ადგილამდე და უკან.
  • ბილეთები იქნება ბრასლეტების სახით და შემოწმდება დაცვის სამსახურის მიერ.

პ.ს. ფართის ჩატარება დაკავშირებულია გარკვეულ წინასწარ ხარჯებთან, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ ბილეთები შეიძინოთ წინასწარ. კარგ დროსტარებას გისურვებთ.

ბილეთებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 857.740.096 – დიმა

ასევე:

ივენთის ლინკი ფეისბუკზე: http://www.facebook.com/event.php?eid=155819114430792

ჩვენი სხვა ივენთები: psy.ge-ს და AlienzFlight-ის გაკეთებული ივენთები

Trance party + vLogpost


სირცხვილია მეგობრებო, სირცხვილი. ადამიანი, მით უმეტეს ცივილიზებული, ასე არ უნდა დათვრეს.

ვიდეოპოსტი ჩემი და ძიმას მონაწილეობით. ლაპარაკი, ალაგ-ალაგ ღრიალიც, მიდის ყველაფერზე და არაფერზე ერთდროულად, ნუ ამავე დროს ფართიზეც, რომელიც უნდა შედგეს მალე წესით.

ამ გახსენებაზე – ახლა მომივიდა ფეისბუკზე ინვაითი ფართისა, რომელიც შედგება ხუთშაბათს, 14 იანვარს, კლუბ ”ოთახში” (თიბისი ბანკთან, მარჯანიშვილზე) და ამავე დროს თურმე მეც ვუკრავ. ძალიან ბევრნაირი ჭურში ჯდომა გამიგია, მაგრამ მსგავსი – პირველად. შეგიძლიათ თქვენც იხილოთ ეს ივენტი ფეისბუკზე და წამოხვიდეთ კიდეც. მანამდე კი იხილეთ ვიდეო, ანუ ის, რისთვისაც ამ პოსტის წერა წამოვიწყე: