კრიზისული თვე, ანუ რა მიხარია?


დღეს ჩემებთან ვიყავი…

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ნელ-ნელა მიტევს ის საშინელი ჭია, რასაც დეპრესია ქვია. რაც დრო გადის, ის უფრო და უფრო ღრმავდება და თანდათან გადადის საშემოდგომო დეპრესიაში. მსგავსი რამ ადრეც მქონია და ახლაც, წინა გამოცდილებების გათვალისწინებით, იმედი მაქვს, რომ მალე გამივლის. უფრო სწორად, მქონდა ამის იმედი. მაგრამ ყველაფერი ისე მარტივად არ გამოვიდა, როგორც მე მეგონა.

ხანგრძლივი დაკვირვებით დავადგინე, რომ ჩემი განწყობა, სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე პირდაპირაა მიბმული. ფინანსური მდგომარეობა კი, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე სახარბიელო მაქვს, მოცემულ მომენტში. ხელფასის დაპირებული მომატება, რომელზეც მქონდა თითქმის ყველა ჩემი გეგმა აწყობილი, ამ თვეში არ იყო, რასაც დაემატა საბას არანაკლებ მოულოდნელი გადაწყვეტილება – ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. საბას გადასვლამ და ჩემმა გაუზრდელმა შემოსავალმა დამტოვა პირისპირ იმ ფინანსური კრიზისის წინაშე, რომელშიც ახლა ვარ. შესაბამისად მორალურმა კრიზისმაც არ დააყოვნა.

მარტივად რომ ვთქვა – გადასახადები ბევრია, ფული კი ცოტა. ბინის ფულს რომ თავი დავანებოთ, მარტო დომეინებში და ჰოსტინგებში იმდენი მაქვს გადასახდელი, რომ შემდეგ თვემდე მარტო ამ საიტების ცქერით მომიწევს გაძღომა, რაც ძალიან არ მინდა. ფეისბუქზე განცხადებაც დავდე, რომლითაც ახალ ფლეტმეიტს ვეძებდი, თუმცა ის, რაღა თქმა უნდა, უპასუხოდ დარჩა. ის კი არა, დღეს უტყუარი მეთოდიც შევიმუშავე, რომლითაც რულეტკაზე ასპროცენტიანი მოგება შემიძლია ვნახო, თუმცა გამოსაცდელად საწყისი ფული მინდა.

ასეა თუ ისე, ორიოდე დღეც გავძლებ ასე და მერე თუ არ გამოჩნდა ვინმე, ვინც თანახმა იქნება ჩემთან ერთად ბინა და მასთან დაკავშირებული ხარჯები გაიყოს, გადავალ ისევ იქ, სადაც ამდენი ხანი ვცხოვრობდი, ამ ბინას კი გავუშვებ ქირაზე, ნახუი.

პ.ს. როდესაც ამ პოსტზე ფიქრი დავიწყე, ჯერ კიდევ გზაში ვიყავი და სახლისკენ მოვექანებოდი. დღეს ჩემებთან ვიყავითქო, რომ ვთქვი, დღევანდელი ტაბულა მივუტანე და წამოსვლის წინ მატრიცა გამეძრო ტელევიზორში. მაგით გამხნევებული ამოვვარდი, ჩავრთე კომპი აღტკინებულმა, თითქოს ყველაფერი მარტივად მომეჩვენა, პირზე ღიმილით დავიწყე პოსტის წერა, მაგრამ მერე  რომ დავფიქრდი – რა მიხარია?

Advertisements

ახალი სეზონი


ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ის ყველაფერი, რაც ამ პოსტში მინდოდა დამეწერა, ძალიან ბევრია და შესაბამისად ძალიანაც მეზარება, ამიტომაც ისევ ტრადიციულ გზას მივადექი და ვიდეოპოსტი ჩავწერე. ეს, მგონი ორმაგად კარგია, მეც მეზარება წერა და თქვენც გეზარებათ კითხვა. ასე რომ დატკბით მულტიმედიური ფორმებით:

ნუ წვავთ ფულს


დღეს მე და გეგა ვიყავით ცოდნის ტაძრის მიდემოებში და აღმოვაჩინეთ, რომ გვქონდა ზედმეტი ლარიანი. მართალია ფული ზედმეტი არ არსებობს, მაგრამ ეს ისეთი იყო, ჯიბეში რომ არ ჩაიდებოდა და ხელი რომ არ მოეკიდებოდა. ბევრიც არ გვიფიქრია და გადავიღეთ იდეინი როლიკი ”ნუ წვავთ ფულს”. მართლაც, რამდენი ადამიანი არსებობს, რომელიც დილით სახლიდან გამოსვლისას მიდის მაღაზიაში, ახურდავებს ორლარიანს ერთ კოლოფ სიგარეტზე და მერე მთელი დღის განმავლობაში წვავს. ფილტვების გაფუჭებას ჯობია ისევ ესე დაწვა, როგორც მე და გეგამ ვქენით. მორალი: კურიწ ვრედნო.

და ისე კი მეც შევდივარ იმ ადამიანების რიცხვში, რომლებიც ფულის წვით არიან დაკავებულები, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ თავი ავარიდო მის ასეთ უთავბოლო გამოყენებას და განადგურებას, მითუმეტეს თუ მაქვს შანსი სხვას შევუწყო ხელი საკუთარი ფულის მოსპობაში.  მორალი: კურიწ სვაი სიგარეტი – ვრედნო.

მაშ სად წავიღოთ ის ფული, რომელიც უნდა დაგვეწვა მთელი დღის განმავლობაში? რაღა თქმა უნდა უნდა დავწვათ, დასაწვავი მუდამ უნდა დაიწვას, თუკი დავაპირებთ ამ ფინანსების სხვა საქმეში გამოყენებას, ის საქმე აუცილებლად ჩაგვეშლება, ასე რომ მორალი (??): დასაწვავი დაიწვას. ახლა კი ვიდეო:

Link: http://www.youtube.com/watch?v=yjo5LyQDahA

კარგი იდეაა ისე ეს სოციალური რეკლამის გადასაღებად მოწევის მავნებლობის შესახებ…

უფულო და საქმიანი


ტაკს… ისევ მეწვია მწველი და დესტრუქციული დეპრესია, თუმცა ახლა არა იმიტომ რომ საქმე არ მაქვს, საქმე, როგორც ხალხურად იტყვიან, დოხუია მაქვს, მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ ამ საქმეს ფული არ მოყვება.

ასე რომ ვზივარ ასე უფულოდ, ცხვირჩამოშვებული და ყურებჩამოყრილი. აბა ეს ცხოვრებაა, კაცს რომ პურის ფული არ გექნება, რათა პივა იყიდო და დალიო…

ტფუი…

კსტაწი, ჩეკ ზის აუტ: http://agoniablog.wordpress.com ( X ახალ ფანჯარაში )