აღდგომა და თბილისი


დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ქრისტეს იმისათვის, რომ აღსდგა და საშუალება მისცა კაცობრიობას მოეგონა ეს შესანიშნავი დღესასწაული. სწორედ ის დღესასწაული, რომელიც ყოველ წელიწადს აღინიშნება და აიძულებს ხალხს ქონდეთ დასვენების დღეები, წავიდნენ სასაფლაოებზე, მოინახულონ ფესვები…

…მოკლედ, ვინც ამ აღდგომას და მის მიმდებარე დღეებში (გუშინ, დღეს) ქუჩაში გავიდა, მიხვდება რასაც ვამბობ – თბილისი ცარიელია! ანუ თბილისში დარჩა მარტო ის, ვინც თბილისელია, ანუ თბილისი გახდა ისეთივე კარგი და საყვარელი, როგორსაც მისტირის ჩვენი მამების თაობა და რომელსაც მთელი გოგი დოლიძეები და ძმანი მისნი უმღერიან (ან უმღეროდნენ) სიმღერებს – ”ჩემო თბილისო, ჩემო სექსუალურო ქალაქოო”. ახლა რომ ვაკვირდები ცარიელ და შესაბამისად ლამაზ ქუჩებს ვხვდები, რომ  მართალი ყოფილა ეს ხალხი.

ჩემი სექსი ქალაქი  

Advertisements

Dream City – epizode 2


[ პირველი ეპიზოდი ]

-ნეტა ვიცოდე რას მაშტერდება ასე – გავიფიქრე და გვერდზე მჯდომ წითელ-ლურჯ გოგონას ცერად გავხედე. გოგონამ ოდნავ ჩაიღიმა და ეკრანისკენ გაიხედა. ეკრანზე დრიმ რაღაც სამგანზომილებიანი ვიდეო გადიოდა დრიმ სითიზე.

…და მაშინ გადაწყდა დაარსებულიყო აქ ადამიანის გონების საკვლევი ცენტრი, რომელიც შემდეგ გაფართოვდა და საბოლოოდ მივიღეთ ის, რასაც დღეს ვხედავთ – მსოფლიოში სიდიდით პირველი, ქვეცნობიერის მატერიალიზაციისა და ანიჰილაციური პროცესების შემსწავლელი ცენტრი, დრიმ სითი. მასში ამჟამად 500 ათასი ადამიანი მუშაობს და მოღვაწეობს, აქედან 30 ათასი მეცნიერ-მუშაკი. თქვენ გაგიმართლათ, რომ აქ მოხვდით, რადგან დრიმ სითიში მხოლოდ განსაკუთრებული გონებრივი და ფსიქიკური შესაძლებლობის ადამიანები ხვდებიან. თქვენ ყველას ჩაგიტარდებათ მრავალმხრივი ტესტები და შემდეგ Continue reading “Dream City – epizode 2”

Dream City – epizode 1


…კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიზმრების ქალაქში – მამცნო ქალის სასიამოვნოდ წვნიანმა ხმამ – ჩვენ ვიმყოფებით მეშვიდე განივი და მეორე გრძივი, ტროპიკული ზონების გადაკვეთაში. შეგახსენებთ, რომ სიზმრების ქალაქი დაარსდა 2147 წელს და გამორჩეულია თავისი ადგილმდებარეობით. იგი მდებარეობს მესამე მაგნიტური აგრიგლების ეპიცენტრში, რითიც არის განპირობებული მისი განსაკუთრებული თვისებები. Please head to the registration posts – რატომღაც ინგლისურად ჩაახუჭუჭა ხმამ და დადუმდა. სადღაც ქვემოთ, იატაკის ქვეშ რაღაცამ წვრილად დაუსტვინა, ვაგონი ოდნავ შექანდა და გაჩერდა.

ჩემი მცირე ბარგი ჯიბეში ჩავიდე და გარეთ გამოვედი. საოცარი ხედი გადამეშალა თვალწინ, თუმცა ჩვენს საუკუნეში ამაში უცნაური არაფერი იყო, ამიტომაც მშვიდად შევაბიჯე ესკალატორზე და დაბლა დავეშვი. ესკალატორი საჰაერო გზის მთავარი საგურიდან ქვემოთ, მიწასთან ჩადიოდა, სადაც სარეგისტრაციო პუნქტი იყო განლაგებული. მე მივედი ფანჯარასთან, კამერას ინსტიქტურად გავუღიმე და კარტა შევაცურე ჭრილში. ეკრანი მწვანედ აციმციმდა და “Registered” აინთო. მაშ ასე, დღეიდან მე ”დრიმ სითის” მოქალაქე გავხდი.

მართალი რომ ვთქვა, მაინც და მაინც არ მომიწევდა აქეთ გული, მშვენივრად ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ლითიუმის მომპოვებელ პლატფორმაზე ანტარქტიდის აწ უკვე გამლღვალ Continue reading “Dream City – epizode 1”