ვივა ლა ლიბერტი


ადამიანი ისეთი ცხოველია, რომელსაც იდეაში აქვს ბევრი თავისუფლება, მაგრამ ვერ იფერებს მას და ცდილობს მაქსიმალურად შეიზღუდოს თავი. და რატომ? ვიდეოში ლაპარაკი მიდის პატარა გოგოებზე და მათ ძუძუებზე, უფრო სწორად კი ხალხის რეაქციაზე ამ ზემოთხსენებულ მოვლენაზე. ანუ ვიდეოზე, რომელშიც რამოდენიმე სასკოლო ასაკის (ან მასთან მიახლოვებული) გოგო, საკმაოდ არაფხიზელ მდგომარეობაში საკუთარი ძუძუების სადღეგრძელოს ამბობს. ნწ ნწ ნწ, ეს რა უქნიათ…

ვიდეო:

ლინკი: http://vimeo.com/3528311

პ.ს. აღწერაში განსაკუთრებით კრეატიული ვიყავი, ვიცი…

ქალთა დღე და სხვანი


ახლოვდება 8 მარტი, რომელიც ისტორიაში სხვადასხვა ღირსშესანიშნავ მოვლენებთან ერთად ქალთა დღის გამოც არის შესული. მაგრამ საიდან მოდის ეს საერთოდ? ვინ და როდის მოიფიქრა (და რაც მთავარია რატომ) ამ დღის დაწესება და საერთოდ, რა გვეძგერა? ამ ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ მე და პიკოს ახალ ვიდეოში ”ქალთა დღე და სხვანი”.

ვიდეო:

link: http://vimeo.com/3500436

არმიის დღე და ბლოგები


გილოცავთ საბჭოთა (და არამარტო) არმიის და არმიელების დიად და განუმეორებელ დღეს, რომელსაც მსოფლიოში ბადალი არ ყავს და მისი განმეორება და გასიგრძეგანება შეუძლებელია.

პოსტში მოყვანილია ვიდეო (ფაქტიურად ვიდეოპოსტია), რომელშიც მიდის ქართული ბლოგების და მათი ავტორების განხილვა, არც თუ ისე დადებით ასპექტში. არგუმენტი – ”თუ არ მოგწონს, ნუ ნახულობ”, არ განიხილება.

ამ ყველაფრის ბეჭდური (არავერბალური) ვერსია შეგიძლიათ ცოტა ხანში იხილოთ პიკოლინას ბლოგზე. ხოლო ვიდეოვერსია – ამავე პოსტში, ოდნავ ქვემოთ, მას შემდეგ, რაც მოგახსენებთ ვიდეოს კრედიტებს. მას აშე:

  • ჩე გევარა – ყვავა
  • ემილია პლატერი – პიკოლინა
  • ოპერატორი – ლედიქრაუ

ვიდეო:

link: http://vimeo.com/3334457

ზარმაცებისთვის: ემილია პლატერი, ჩე გევარა

მეორე სიცოცხლე – არტიდეასთვის


[ ორიგინალი პოსტი არტ-იდეაზე ]

თვალი რომ გავახილე, აგურისფერ ბალახზე ვიყავი წამოწოლილი. ჩემს ზემოთ უცნაურად ლურჯი ფერის ცა იყო, ასევე უცნაურად თეთრი ღრუბლებით. თითქოს არაფერია ლურჯ ცასა და თეთრ ღრუბლებში უცნაური, მაგრამ ასეთი იდეალური არ უნდა იყოს… თითქოს. სრული სიმშვიდის და კმაყოფილების გრძნობა დადიოდა ჩემს ასევე იდეალურ ვენებში და ალბათ ასე ვიწვებოდი უსასრულოდ დიდხანს, ერთ მოვლენას რომ არ მიექცია ჩემი ყურადღება – ღრუბლები მოძრაობდა და ფორმას იცვლიდა. აი ერთ-ერღზე ნელ-ნელა გამოისახა ციფრები, მერე მეორეზე, მესამეზე… გაოცებული წამოვდექი და მიმოვიხედე.

გარშემო, სადამდეც თვალი მიმიწვდებოდა, გადაშლილი იყო ერთფეროვანი, აგურისფერი ბალახით დაფარული მინდორი, მხოლოდ ჩემს ზურგს უკან მოჩანდა შორს, ჰორიზონტის ხაზთან, ასევე აგურისფერი კლდე, რომელიც ამ ერთფეროვნებას გუმბათივით ადგა ზემოდან. მოულოდნელობისგან რამდენიმე ნაბიჯით დავიხიე უკან. ბალახმა აგურების ერთმანეთზე ხახუნის ხმა გამოსცა და გაჩუმდა. შიშმა შემოპყრო, სივრცე იმხელა იყო გარშემო, რომ თითქოს მიწოვდა და მეც გავიქეცი, იმ ერთადერთი ხილული ნიშნისკენ, რომელშიც შემეძლო ჩავკეტილიყავი და არ გამოვსულიყვი არასოდეს.

რაც ძალა და ღონე მქონდა გავრბოდი, მაგრამ კლდე არ ახლოვდებოდა, ისევ იმხელა იყო, რამხელაც თავიდან. ღრუბლებიც, თითქოს მიხატული ყოფილიყო ცაზე, ისე რჩებოდნენ უკან, იმ ერთის გარდა, რომელიც ჯიუტად აგრძელებდა ჩემს დევნას და თან ფორმასაც იცვლიდა. წამით გავჩერდი და კარგად დავაკვირდი. უცებ მომეჩვენა, თითქოს ცხადად დავინახე რიცხვი “254”, რომელიც მაშინვე გაქრა და ღრუბლის ქულებში დაიკარგა. “რა სისულელეა” – გავიფიქრე დაბნეულმა და ისევ გავიქეცი. Continue reading “მეორე სიცოცხლე – არტიდეასთვის”

თამაშები თუ ქალები?


ფორუმჯიზე აგერ უკვე რამდენიმე ხანია თემაა გახსნილი, სადაც ქალები გულამოსკვნილი მოთქვამენ, რომ კაცებს თამაშები ურჩევნიათ ქალებს და გვადანაშაულებენ კიდეც (როგორ ბედავენ!). ამიტომაც ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ჩვენი პოზიციის გასამაგრებლად მოვიფიქრე 10 მიზეზი, თუ რატომ ჯობია თამაშები ქალებს. მაშ ასე:

1. თამაშის გადმოწერა შეგიძლია ნებისმიერი საიტიდან, სრულიად უფასოდ.
2. ერთ კომპზე შეგიძლია რამდენიმე თამაში გეყენოს და არაფერი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ.
3. შეგიძლია ითამაშო როცა გინდა და რამდენიც გინდა, თამაში არ ჩაირთვება თავისით და არ მოგთხოვს რომ “ითამაშო ახლავე და რაც შეიძლება სასტიკად”.
4. თუკი რაიმე სისულელეს იზამ, ნებისმიერ მომენტში შეგიძლია გააგრძელო სეივიდან.
5. თამაში ერთნაირად ირთვება თვის ნებისმიერ მომენტში.
6. რაც არ უნდა ბევრი ითამაშო, შეუძლებელია შექმნა მეორე თამაში.
7. შენ თავისუფლად შეგიძლია ითამაშო მეგობრის სეივით ან ჩარით, თქვენს მეგობრობაზე ჩრდილის მიუყენებლად.
8. ერთხელ დახურული და მობეზრებული თამაში შეგიძლია დააყენო მეორედაც.
9. იმისთვის, რომ ითამაშო, სულაც არ არის აუცილებელი ცალკე ბინა.
10. ახალდაყენებულ თამაშს არ ჭირდება დიდი ოდენობით ალკოჰოლი ჩასართავად, ალკოჰოლი 120%-იც საკმარისია…

ჰო, მაპატიეთ ისე ქალებო, არ მინდოდა, მაგრამ რას იზამ, თამაში თამაშია :D

ქალის ჭკუა


Я плакал… ზუსტადაა გარტყმული…

link: http://www.youtube.com/watch?v=l38blGqVeHc

დაბადება


გუშინ, დოდკასი არ იყოს, სამშობიაროში ვიყავი. არა, არც ჩემი ბავშვი გაჩენილა და მე, როგორც ნამდვილ ახალბედა მამას შეეფერება გარეთ არ მინერვიულია, არც ძმაკაცის ან დაქალის ბავშვი გაჩენილა და მე როგორც ნამდვილი ახალბედა მამის ნამდვილ ძმაკაცს შეეფერება კაპოტზე სუფრა არ გამიშლია და საერთოდ, ბავშვების სანახავად არ ვყოფილვარ.

საქმე იმაშია, რომ გუშინ მძიმე დღე მქონდა, ძალიან მძიმე დღე. და დღე რომ მძიმე იქნებოდა, ამას გუშინ დილითვე მივხვდი, როდესაც ლუდის ცარიელმა ბოთლებმა საწოლის გვერდზე გამახსენეს, რომ წესით თავი უნდა მქონოდა გახეთქვაზე. ასე იყო თუ ისე, საღამოსკენ შოსთან და კამპანიასთან ერთად შარაგულში მოვხვდი, გაუგებარი მექანიზმებით ფხიზელმა გამოვაღწიე იქედან, თუმცა დიდხანს არ გაგრძელდა ეს მდგომარეობა და საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ღამის 12 საათისკენ ჩაჩავას სამშობიაროს ეზოში ვიდექი და ვიღაც სიამაყით აღსავსე ტიპს რაღაცეებს ვულოცავდი. ვინ იყო ის ტიპი, ბუნდოვნად მახსოვს.

სამშობიაროს ეზო გატენილი იყო ხალხით, მანქანების კაპოტებზე შამპანურები ჩამოწურწკულებდა და შოკოლადების ნატეხები ეყარა, ვიღაც ვიღაცას ეხვეოდა, ვიღაცა ფანჯრებს შებღაოდა რაღაც უცნაურ სახელს, მაგრამ ამაზე არ ვწერ ახლა. ამ მთელს აურზაურში ადვილი შესამჩნევი იყო გარკვეული სეპარატისტული დაჯგუფებები, რომლებიც სმაშიც, ღრიანცელშიც და საერთო აურზაურშიც თითქოს იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მაინც იყო მათში რაღაც უცნაური. ეს დაჯგუფებები გარეგნულად წარმოადგენდა ერთად მდგომ ორ-სამ გოგოს, რომლებიც უცნაურად დადუმებული სახეებით წრუპავდნენ შამპანურს და ასევე უცნაური სახეებით ამოიოხრებდნენ ხოლმე. როგორც შეუიარაღებელი თვალით დაკვირვებამ ცხადყო, ეს გოგოები იყვნენ ძირითადად იმ დღის გმირების დაქალები.

საოცარია პირდაპირ, მართლაც რამდენად განსხვავდება ქალის და კაცის აზროვნება, ამ ერთ პატარა მაგალითზე დაფუძნებითაც კი. იქ შეკრებილი საზოგადოების მთელი მამრი ნაწილი გაქაფული დარბოდა იქეთ-აქეთ,  მოარბენინებდა აღნიშვნის საშუალებებს, დაძვრებოდა ექიმებთან და ცდილობდა ვინმე მოექრთამა, რათა მისი ნაყიდი ორცხობილების პაკეტი, ერთადერთი და განუმეორებელი პაკეტი სხვა დანარჩენებს შორის, მოხვედრილიყო იქ, სადაც საჭიროა. მდედრები, უფრო კონკრეტულად კი  სეპარატისტული დაჯგუფებები, ამ დროს თავიანთ წარმოსახვაში უკვე ვინ იცის მერამდენედ მშობიარობდნენ, ბედნიერი სახეებით იყურებოდნენ ფანჯრებიდან, მიირთმევდნენ იმ ერთადერთ და განუმეორებელ ორცხობილის პაკეტს, რომელმაც მათ პალატამდე მისაღწევად გრძელი და რთული გზა გაიარა და ამ დროს თვალებით ამ თავიანთი წარმოსახვის პოტენციურ გმირებს არჩევდნენ ფარულად, ეზოში შეკრებილ ხალხში.

ასეა თუ ისე, ბავშვის დაბადება მართლაც ყველას უხარია, თავად ამ ბავშვის გარდა. რა ეგოიზმია ჩვენი მხრიდან…