Feeds:
ჩანაწერები

Posts Tagged ‘შემოდგომა’


აი, თითქმის დადგა გაზაფხული, გამოჩნდა პირველი მზე და ჩვენც ყველა ასე ვართ:

სეზონები

დადგა გაზაფხული და ყველა ასე ვართ

Advertisements

Read Full Post »


ნუ გეშინიათ, შემოდგომის ბოლომდე  ყველა დღის  მსგავსად გადანომრვას არ ვაპირებ, ეს უბრალო დამთხვევაა, ფანტაზიაში პრობლემები არ მაქვს და საერთოდაც, თუ ატყობთ, რომ ამ სათაურს წინა პოსტტან საერთოდ რაიმე კავშირი აქვს, ეს ყველაფერი თქვენი პარანოიის ბრალია.

თუმცა! აქ იწყება მთავარი ანუ ის, რატომაც ამ პოსტს ვწერ, უფრო სწორად ის, რის გამოც გავაკეთე ის, რის გამოც ვწერ ამ პოსტს. მოკლედ რომ ვთქვათ, სიზარმაცეზე მინდა გესაუბროთ, ოღონდაც ამჯერად არა თეორიულ სიზარმაცეზე, არამედ ასე ვთქვათ, გამოყენებით სიზარმაცეზე.

ზარმაცი და უნებისყოფო რომ ვარ, ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ და შეიძლება ითქვას, რომ მეც ვიცი. თუმცა (ეს უკვე მეორე თუმცა) ამ ყველაფრის დაძლევა რომ შემიძლია დაადასტურა იმ ფაქტმა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, იმ საგმირო ფაქტმა, რომელიც ამ 66-იოდე დღის წინ ჩავიდინე – სიგარეტის მოწევას თავი დავანებე. თავისთავად სიგარეტის გადაგდებაში საგმირო არაფერია, ვიცი ხალხი, რომელსაც ერთი ორმოცდაათჯერ მაინც აქვს ეს გაკეთებული, მთავარია მოწევის არგაგრძელება, რაშიც მე მართლაც რომ გმირი ვარ.

ზედა აბზაციდან გამომდინარე, მე შემიძლია გავაკეთო ყველაფერი, რასაც მართლა მოვინდომებ (აქვე გაიხსენეთ ფრაზა, რომელიც უამრავ მწეველს ახასიათებს – ”როცა მოვინდომებ, მაშინ დავანებებ” და ამას მოყოლებული სანთებელის ნერვიულად გაჩხაკუნების ხმა და მიხვდებით, რომ მარტო თქმა არაფერს ნიშნავს). ჰოდა ვიფიქრე, რატომ არ გამოვიყენო ეს სკილი ბლოგთან მიმართებაში? არაერთხელ შევხებივარ ამ თემას, დავადგინე კიდეც, რომ აუცილებელია ყოველდღე წერა, დავიწყე კიდეც მაგრამ მოვეშვი. მაგრამ ახლა მე მაქვს ზემოთხსენებული ყოვლისშემძლეობის სკილი!

მაშ ასე, ბევრი რომ აღარ გავატრაკოთ, შემოდგომის ბოლომდე არამგონია გავქაჩო ასე, მაგრამ სექტემბრის ბოლომდე, ანუ 30 რიცხვის ჩათვლით, ჩემს თავს ვიწვევ სოცშეჯიბრებაში, ყოველდღიური წერის. ვინაიდან და რადგან სექტემბერი გვპირდება, რომ საინტერესო უნდა იყოს, წესით პრობლემა არ უნდა მქონდეს იმაზე, თუ რა დავწერო. ყოველდღე თუ რამე მოხდება, მაგას რა ჯობია? ასევე ვიწვევ დოდკას და ვთხოვ მას, რომ მსგავსი არგამოცხადებული, მაგრამ მიმდინარე აქცია არ შეწყვიტოს, თორემ ჩემი შთაგონება ერთიორად დაიკლებს და ისევ ჩავეშვები ჭაობში. მაშ ასე, ველქამ თუ სექტემბერი!

აქვე პ.ს., რომელიც პოსტის body-ში ვერ ჩავატიე. იმედია შეამჩიეთ, რომ ჰედერი შევცვალე, ჰოდა მაინტერესებს რას ფიქრობთ ამაზე:

Read Full Post »


მოვიდა შემოდგომა, როგორც იქნა, ის კი არა და მისი ერთი დღე უკვე გავიდა კიდეც. შეგახსენებთ, უფრო სწორად კი შევიხსენებ, რომ ეს ის დღეა, რომელზეც დიდი იმედები მქონდა დამყარებული და ხელების (მუშტების) აქეთ-იქეთ ქნევით და მკერდშიცემით მოვთქვამდი მათ შესახებ ბოლო ვიდეოპოსტში. ვნახოთ რა მოუვიდა ამ იმედებს.

1. ტელეიმედი, ნი2მედი და ჩვენიმედი – ეს საერთო სათაური შეიძლება დაერქვას პირველ იმედს, რომელიც დაკავშირებული იყო ჯანელიძის მიერ ცალყბად ნათქვამ ფრაზასთან – ”სექტემბრისთვისო”. ჯერჯერობით არც ერთი საპატიო თუ არასაპატიო მიზეზით არ დაგვკავშირებია ტელეიმედის არცერთი წარმომადგენელი, შესაბამისად არ ვიცით, განვაგრძოთ თუ არა ოცნების კოშკების აგება ამ მხარეს.

2. მეტრო, ტრამვაი, ტროლეიბუსი – ტრანსპორტის სამი სახე, რომელიც მოიხმარს ელექტროენერგიას. აქედან ერთ-ერთში გამაფორმეს (თავიდან) და ზემოთაღნიშნული თარიღიდან, ანუ პირველი სექტემბრიდან უნდა დამეწყო მუშაობა. თუმცა მოხდა ის, რაც სავსებით არ გამიკვირდა. ბრძანება, რომლის მიხედვითაც მე ეს უნდა მექნა, ჯერჯერობით სადღაც გრძელ დერეფნებში დაიარება და თუკი ვენდობით ჩემს მეექვსე გრძნობას, რომელმაც ჩემი ამ დერეფნებში ყოფნისას მომაკითხა, კიდევ კარგახანს მოუწევს ბოდიალი.

3. გასაუბრება, ბარები, კაბარეები – გასაუბრებაზეც ვიყავი, ქალაქ თბილისის ერთ-ერთ კვებით დაწესებულებაში (დაჟე წვერიც კი გავიპარსე ამ დღისთვის), რომელიც ძირითადად ორიენტირებულია ხალხის ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების აღმოფხვრაზე და ამავე ხალხში ბარად მოიხსენიება. გავესაუბრე მეტად უცნაურ მენეჯერს და წამოვედი. რაც მთავარია დამაიმედა, სადღაც 10 რიცხვისთვის დაგიკავშირდები, ახლა ხომ ხედავ, რემონტი გვაქვსო. რემონტი კი მართლაც შთამბეჭდავი იყო და იმდემად მასშტაბური, რომ დიდი ეჭვი მაქვს, 10-ში რომც დამიკავშირდეს, სავარაუდოდ მუშის პოზიციას უფრო შემომთავაზებს, მიეხმარე ჩემებსო, ვიდრე ბარმენისას. ასეა თუ ისეა, ვნახავთ რაც მოხდება.

4. დომეინი – ესეთი მოკლე და კონკრეტული სათაური სავსებით საკმარისია ამ მოვლენის აღსანიშნავად. რამოდენიმეპუნქტიანი ცხარე მიწერმოწერის შედეგად, როგორც იქნა დარწმუნდნენ ინტერნეტის განვ. ცენტრში, რომ bigcrow.ge-ს რეგისტრაცია მართლაც მნიშვნელოვანია ჩემთვის და ამისთვის ყველაფერზე წამსვლელი ვარ. შესაბამისად თავადაც წავიდნენ ყველაფერზე და დომეინი ვორდპრესის დიენესებზე გაწერეს. რაღა დარჩა? ფაქტიურად არაფერი, 10 ინგოდვიტრასტის ეკვივალენტი უნდა გადავაპეიპალო იქ, სადაც ჯერ არს და დომეინიც ბლოგს მიებმება. მამენტ რაღა მიებმება, მოებმება.

ასე რომ ასე, შემოდგომა ნაყოფიერად და რაც მთავარია, იმედიანად დაიწყო. Yo!

პ.ს. ფოტო განწყობისთვის, შეგიძლიათ ამობეჭდოთ, ჩარჩოში ჩასვათ და სხვა პაპსა სურათებთან ერთად ოთახში ჩამოიკიდოთ:

Autumn

Read Full Post »

%d bloggers like this: