ხვალ დაბადების დღე მაქვს. 27-ის ვხდები… კარგი მხარე ამ ამბავში ისაა, რომ აქამდე მოვაღწიე, ცუდი კი ისაა, რომ უფრო ნაკლები დამრჩა სამარემდე. თუმცა ფილოსოფია გადავდოთ გვერდზე და შოს და ლავმენას ვიდეომოლოცვას ვუყუროთ, რომელიც სიმღერის ფორმატშია შესრულებული. წავიდა სმა, წავიდა ღრიანცელი და საერთოდაც, წარმოდგენაც მზარავს, როგორ ვიქნები ხვალ დილით. გენადი, ფონოგრამა:
ეს კი საჩუქარი ჩემს თავს, ვიცი ასეთს მაინც არავინ მაჩუქებს…
მათ, ვისაც ნი2-ის კვირის სიუჟეტი ჯერ არ გინახავთ, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი შემოქმედება. თუკი ნი2-ზე ეს იდეურად დავდე, აქ მინდა ნამუშევრის ხარისხი შეაფასოთ. ვიდეო გადაღებულია თითქმის მხოლოდ ჩემს მიერ, საწყის კადრში დათუნა მეხმარებოდა, ბოლოში კი შო მიწევდა მორალურ მხარდაჭერას.
ჯგუფი ”დარდიმანდი” შემადგენლობით ყვავა და შო წარმოგიდგენთ სიმღერას ”ლოთიანი” და ოფიციალურ კლიპს მასზე. სიმღერა არის დარდიმანდული ხასიათის და რეკომენდებულია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ასე ენატრება ძველი დრო და რესტორნის დვიჟენია. ასევე კარგი იქნება, თუ მოუსმენენ ახალი თაობის წარმომადგენლებიც, რათა იგრძნონ ის სული, რაც ჩვენს მამებს ამოძრავებდა მაშინ…
კლიპი მოპოვებულია ქართული კინოფილმის ვიდეოარქივში, მისი ჩასმა თავის დროზე დაგეგმილი იყო ფილმში ”საბუდარელი ჭაბუკი”, მაგრამ როგორც ჩანს საბჭოთა ცენზურამ დაბლოკა და იმის შემდეგ წლების განმავლობაში იდო არქივის თაროებზე და მტვერი ედებოდა, სანამ შემთხვევით არ აღმოაჩინა ერთმა კეთილმა ქალბატონმა, რომელიც ამავე დროს არის ბიძაჩემის მეზობელი და იცის რა, რომ გატაცებული ვარ ასეთი სტილის შემოქმედებით, გამოატანა ჩემთან. რაღა თქმა უნდა, რომ კინოფირიდან ციფრულ ფორმატში გადატანა არ იყო ადვილი საქმე, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და მინდა წარმოგიდგინოთ.
სიმღერაზე და კლიპზე ყველა საავტორო უფლება დაცულია და ეკუთვნის შოს, ყვავას, Crow Records -ს და Crow Pictures -ს. ახლა კიდე ვიდეო:
ქოთნის ლობიო პიქჩერზი წარმოგიდგენთ
შოთა თორაძეს
ლუკა ნამორაძეს
ყვავას
აკაკი გვილავას
და თაკო ნამორაძეს
ფილმში
პედიატრი
…როდესაც მშობლები სტუმრად მიდიან და ავადმყოფი ბავშვი სახლში მარტო რჩება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პედიატრი იმისთვისაა, რომ ბავშვს უმკურნალოს, მაგრამ…
ფილმი გადაღებულია 15 ნოემბერს, 2007.
კამერა – შოთა და ლუკა
მონტაჟი და ხმა – ყვავა
“იცით თუ არა რომ, კონგოსთან ერთად” არის შოუ, კომედი შოუ… არა, კომედი შოუ იმდენად არ არის, რამდენადაც ეს არის Thrash შოუ! სრული ქაოსი, ანარქია და არაფრისმომცემი ნიუსები.. მაგრამ ამ ნიუსებს მიღმა რაღაც არის, კარგად დააკვირდით მას და იქნებ თქვენც ეზიაროთ ჭეშმარიტებას.
ეს არის ამ შოუს რიგით მე-6 ეპიზოდი, სახელად ”კონგო ჩამოვიდა გერმანიიდან”. დანარჩენი ეპიზოდები ნელ-ნელა, პუბლიკის მოთხოვნის მიხედვით დაემატება. დაემატება რა, თავისით კი არ დაემატება, დავამატებ :D
მონაწილეები – გეგა, ანტონა პაპა, ლავმენა, მე, ირინა და კონგო. მონტაჟი ჩემი, მუსიკა მოცარტის.
ახლა მორჩება თუ არა სამუშაო დღე, ავწევ ტრაკს ეგრევე სკამიდან, გავიტან გარეთ, ჩავაგდებ ლიფტში, ლაშაიეს ტრაკსაც გავიყოლებ, მერე მროველის და თუ დავურეკე შოს ტრაკების დაგვხვხდებიან, ”პინგვინებში”, საკაიფო მეგრული ტოჩკაა, ყველაფერი არის მწაარე მწაარე, წიითელი წიითელი, ხოდა მერე ჩვენი ტრაკები ჩაცეცხლავენ ოსტრს.
დაილოცოს ოსტრი რა…
Update (17.მაისი, 2009): გავიდა სამი წელი ამ პოსტიდან და ახლა გამახსენდა, რომ კომპში ამ დღის სურათები მიყრია. ჰოდა აგერ ისინიც: