აღდგომა და თბილისი


დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ქრისტეს იმისათვის, რომ აღსდგა და საშუალება მისცა კაცობრიობას მოეგონა ეს შესანიშნავი დღესასწაული. სწორედ ის დღესასწაული, რომელიც ყოველ წელიწადს აღინიშნება და აიძულებს ხალხს ქონდეთ დასვენების დღეები, წავიდნენ სასაფლაოებზე, მოინახულონ ფესვები…

…მოკლედ, ვინც ამ აღდგომას და მის მიმდებარე დღეებში (გუშინ, დღეს) ქუჩაში გავიდა, მიხვდება რასაც ვამბობ – თბილისი ცარიელია! ანუ თბილისში დარჩა მარტო ის, ვინც თბილისელია, ანუ თბილისი გახდა ისეთივე კარგი და საყვარელი, როგორსაც მისტირის ჩვენი მამების თაობა და რომელსაც მთელი გოგი დოლიძეები და ძმანი მისნი უმღერიან (ან უმღეროდნენ) სიმღერებს – ”ჩემო თბილისო, ჩემო სექსუალურო ქალაქოო”. ახლა რომ ვაკვირდები ცარიელ და შესაბამისად ლამაზ ქუჩებს ვხვდები, რომ  მართალი ყოფილა ეს ხალხი.

ჩემი სექსი ქალაქი  

Advertisements

ცარიელი თავი


აქ ხომ გრილააჰა მეღირსა, დავცარიელდი. დავცარიელდი არა ისე რომ ტუალეტში გავედი, არა სულიერად დავცარიელდი. მორალურად ნახმარი ვარ და შესაბამისად (მორალურადვე) ტრაკი მტკივა და ვერ ვჯდები. არაფერი არაა ისეთი, რის გაკეთებაც მინდა, გარდა ერთისა – დასვენება მინდა. სადმე ქალაქგარეთ, სუუფთა ჰაააერზე, სასურველია თუ მარტო არ ვიქნები. sea.jpg მაგრამ ამისათვის არსებობს გარემოებები, რომლებიც უნდა შესრულდეს და არ სრულდება. პირველი არის, რაღათქმაუნდა, ფული. ნუ უფულოდ რომ არავინ დაგასვენებს, ეგ ფაქტი ისედაც ცნობილია, ასევე მინდა დრო, თავისუფალი, ე.წ. შვებულება. მინდა, მინდა, მინდა, მოკლედ ბევრი რამე მინდა, კიდევ მინდა რომ ვაენნი ქალი ჩემთან იყოს.

კაი ცხოვრება მინდა, ცოტა ხნით მაინც.