Tattoo


როგორც იქნა! გვეშველა! (ნუ თქვენ რა, მე მეშველა) მოვაბი როგორც იქნა თავი და ფეხზე დაწყებული ტატუ დავიმთავრე, ცხადია ჩემი ტატუს აპარატით. დატკბით:

Tatto-leg

სტატისტიკური ანომალია


ამ ბოლო დროს რომ ჩემი ბლოგის სტატები ქვემოთ-ქვემოთ წამოვიდა, ამას უკვე მივეჩვიე და დაჟე ახსნაც კი მოვუძებნე – ის მკითხველი, რომელიც ადრე მარტო ჩემს ბლოგს კითხულობდა, რადგან სხვა არ იყო, ახლა გადანაწილდა ახალ-ახალ სხვა ბლოგებზე. მაგრამ ამ წუთას კიდევ ერთი ძალიან უცნაური ფაქტი აღმოვაჩინე, სტატისტიკასთან დაკავშირებით.

დაკვირვებული ვარ, რომ ბლოგის სტატისტიკის გულისცემა დაკავშირებულია ჩემს მიერ ბლოგზე ჩატარებულ აქტივობასთან, ვწერ პოსტს – მატულობს მნახველები და შემდეგი პოსტის დაწერამდე შემთხვევითი წესით თამაშობს მაქსიმუმსა და მინიმუმს შორის. მაგრამ თუკი მნახველების რაოდენობა ჩემს კომპიუტერთან ჯდომაზე იქნებოდა დამოკიდებული, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი :o არადა თქვენ შეგიძლიათ თქვენი თვალით დააკვირდეთ ქვემოთ მოცემულ გრაფიკს, რომელზეც ისრით მითითებულია ის დღე, როდესაც მე ბათუმში წავედი და იხილოთ სტატისტიკის უწყვეტი ვარდნა.

ისრით აღნიშნულია ”ის” დღე

ეტყობა ჩემი აქ ყოფნა ენერგეტიკულად მოქმედებს ამ ყველაფერზე. რაც შეეხება ბათუმში ჩემს ვიზიტს, შთაბეჭდილებებს და საგზაო ჩანაწერებს შემდეგ პოსტში შემოგთავაზებთ.

ბოლო დღეს


ძალიან ცუდად ვარ, ასე რომ ლაპარაკის თავი არ მაქვს, უბრალოდ ვიდეოს უყურეთ, სადაც როცა ვლაპარაკობდი, ჯერ კიდევ მქონდა ლაპარაკის თავი.

ფორესტ ბუგიმდე დარჩ ერთი დღე!

yo.

ვანიმირებ


ამ რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე, რომ ანიმირებას (მენტალური ანანიზმის ერთ-ერთი სახეობა -ავტ.შენ.) მივყო ხელი. ამ სურვილს თან დაერთო კაქტუსას მიერ დაყენებული სოფტი ”ანიმე სტუდიო” და ზედ მოყოლილი ტუტორიალები. ვოოდა მინდა წარმოგიდგინოთ სულ-სულ პირველი ვიდეო, რომელიც დავარენდერე. გავა დრო და ეს ვიდეო რარიტეტი გახდება და თქვენ სიამაყით იტყვით – მე ნანახი მაქვს ყვავ დისნეის პირველი საცდელი ანიმაცია, ტუტორიალის მიხედვით 5 წუთში გაკეთებული და სიამაყით შეავლებთ თვალს ჩემი ანიმაციური ფილმების სოლიდურ კოლექციას, კედლის თაროზე.

ვბოდავ მგონი :) არმენ, ფონოგრამა:

link: http://vimeo.com/5239050 [ლინკი ნახეთ, თუ გინდათ იხილოთ ამ ბოდვის ინგლისური ვერსია]

ქართული ბლოგები [vpost]


როგორც იცით (ან არც იცით) დოდკას აქვს ქართული ბლოგოსფეროს მიმოხილვა დაწყებული. მე და პიკოლინა განვავრცობთ თემას და გთავაზობთ ამავე თემაზე ვიდეოპოსტს. როგორც ამ ვიდეოს ორიგინალ აღწერაშია ნახსენები:

თუკი ამ პოსტში შემთხვევით თქვენ თავსაც აღმოაჩენთ, ნუ გაბრაზდებით, ან გაითვალისწინეთ ყველაფერი, ან უბრალოდ გაიღიმეთ…

ასე რომ დატკბით ”გადაცემით”, რომელმაც უკვე ასე თუ ისე ჩამოყალიბებული ფორმა მიიღო. ვიდეო თითონ 11 წუთიანია, ამიტომაც რამდენჯერმე ჩავატარეთ ტესტი თუ რამდენად ყურებადია – ფაქტიურად თვალს ვერ მოწყვეტ. მაშ ასე, გენადი, ფონოგრამა:

Permalink: http://vimeo.com/4393022

პ.ს. ეს ვიდეო წესით გუშინვე უნდა დამეგდო, მაგრამ საღამოს გასაქცევი ვიყავი და ვეღარ მოვახერხე. თუმცა რა განსხვავებაა…

ვივა ლა ლიბერტი


ადამიანი ისეთი ცხოველია, რომელსაც იდეაში აქვს ბევრი თავისუფლება, მაგრამ ვერ იფერებს მას და ცდილობს მაქსიმალურად შეიზღუდოს თავი. და რატომ? ვიდეოში ლაპარაკი მიდის პატარა გოგოებზე და მათ ძუძუებზე, უფრო სწორად კი ხალხის რეაქციაზე ამ ზემოთხსენებულ მოვლენაზე. ანუ ვიდეოზე, რომელშიც რამოდენიმე სასკოლო ასაკის (ან მასთან მიახლოვებული) გოგო, საკმაოდ არაფხიზელ მდგომარეობაში საკუთარი ძუძუების სადღეგრძელოს ამბობს. ნწ ნწ ნწ, ეს რა უქნიათ…

ვიდეო:

ლინკი: http://vimeo.com/3528311

პ.ს. აღწერაში განსაკუთრებით კრეატიული ვიყავი, ვიცი…

თამაშები თუ ქალები?


ფორუმჯიზე აგერ უკვე რამდენიმე ხანია თემაა გახსნილი, სადაც ქალები გულამოსკვნილი მოთქვამენ, რომ კაცებს თამაშები ურჩევნიათ ქალებს და გვადანაშაულებენ კიდეც (როგორ ბედავენ!). ამიტომაც ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ჩვენი პოზიციის გასამაგრებლად მოვიფიქრე 10 მიზეზი, თუ რატომ ჯობია თამაშები ქალებს. მაშ ასე:

1. თამაშის გადმოწერა შეგიძლია ნებისმიერი საიტიდან, სრულიად უფასოდ.
2. ერთ კომპზე შეგიძლია რამდენიმე თამაში გეყენოს და არაფერი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ.
3. შეგიძლია ითამაშო როცა გინდა და რამდენიც გინდა, თამაში არ ჩაირთვება თავისით და არ მოგთხოვს რომ “ითამაშო ახლავე და რაც შეიძლება სასტიკად”.
4. თუკი რაიმე სისულელეს იზამ, ნებისმიერ მომენტში შეგიძლია გააგრძელო სეივიდან.
5. თამაში ერთნაირად ირთვება თვის ნებისმიერ მომენტში.
6. რაც არ უნდა ბევრი ითამაშო, შეუძლებელია შექმნა მეორე თამაში.
7. შენ თავისუფლად შეგიძლია ითამაშო მეგობრის სეივით ან ჩარით, თქვენს მეგობრობაზე ჩრდილის მიუყენებლად.
8. ერთხელ დახურული და მობეზრებული თამაში შეგიძლია დააყენო მეორედაც.
9. იმისთვის, რომ ითამაშო, სულაც არ არის აუცილებელი ცალკე ბინა.
10. ახალდაყენებულ თამაშს არ ჭირდება დიდი ოდენობით ალკოჰოლი ჩასართავად, ალკოჰოლი 120%-იც საკმარისია…

ჰო, მაპატიეთ ისე ქალებო, არ მინდოდა, მაგრამ რას იზამ, თამაში თამაშია :D

2008 წელი


საკმაოდ პაპსა პოსტია, მაგრამ მაინც მინდა შევაჯამო 2008 წელი, ბოლო-ბოლო ბოლო დღეა ამ წლის. საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვიდა და მოვლენებიანი. ამ წელს დავკარგე 3 თუ ოთხი სამსახური, ამდენივე ახალი ვიშოვე, მქონდა უმუშევრობის მომენტიც და სამ საქმეს შორის გახლეჩილობაც. ამ წელს ვიყავი მეორედ რეზერვში და ომის ნახვაც მომიწია, ამ წელსვე გავიცანი ახალი ხალხი, ახალი გოგო, ჯგუფი აგონია (ჯერჯერობით წარმატებული იდეაა), მე თვითონაც გავიჩითე ახალ ჯგუფში, პირველი ტატუ გავიკეთე, მერე მეორეც მივაყოლე და საერთოდ, აპარატი ვიშოვე, ჩემი ნაწერები ჟურნალში დაიბეჭდა და ჩემს ღვიძლს კიდევ მეტი ზარალი მივაყენე. კიდევ ბევრი წვრილი თუ მსხვილი მოვლენა მოხდა, მაგრამ ეტყობა არც ისე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ არ მახსოვს.

აქვე პატარა სტატისტიკა:

stats2008

ქალის ჭკუა


Я плакал… ზუსტადაა გარტყმული…

link: http://www.youtube.com/watch?v=l38blGqVeHc

Agonia Live – rock club


15 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე (ზუსტად 7 საათზე) შედგება აგონიას კონცერტი განახლებულ როკ კლუბში, რუსთაველის 28 (ოპერის პირდაპირ). ჯგუფი გამოვა განახლებული რეპერტუარით, იქნება დრაივი და სლემი. არ გამოტოვოთ ეს კონცერტი. გახურებაზე (ე.წ. რაზაგრევზე) გამოვა გოგოების ბენდი ”მირორ ილუჟენი”.

აგონია-აფიშა

Original Post: ჯგუფი აგონიას ბლოგი

ცეცხლი და ნავთი


როგორც იცით (ან არც იცით) ნავთი თანდათან იაფდება, შესაბამისად რუსების ნავთზე დაფუძნებულ ეკონომიკასაც ედება და ედება… მეწყინა, აი ძალიან მეწყინა, მეტიც, შეშფოთებული ვარ ამ ფაქტით, საწყლები… ტო ესწ საწყლეები (მახვილი სიტყვის მეორე ნაწილზე). ასეა თუ ისე, სადღაც ფორუმზე ვიპოვე ძალიან გამოსადეგი პროგნოზი, რომელიც იმედია, რომ მალე გამართლდება.

Реакция России

Нефть $145 – надо пересмотреть мировой порядок
Нефть $130 – Москва должна быть финансовым центром мира
Нефть $120 – Мы не боимся холодной войны и санкции
Нефть $110 – Чучхе вечен
Нефть $100 – почему весь мир против нас?
Нефть $ 90 – кажется мы немножко переборщили в Грузии

Прогноз

Нефть $80 – мы готовы впустить иностранных наблюдателей в конфликтние регионы
Нефть $70 – Аристофан – я пошутил
Нефть $60 – У нас есть ядерная кнопка!
Нефть $50 – мы готовы на переговоры
Нефть $40 – мы не против вступление Грузии в НАТО
Нефть $30 – мы требуем немедленного вступления Грузии в НАТО
Нефть $20 – грузины, Вова убежал – Москва свободна!

:) რა მოხდება 10 $-ზე ეს აღარ წერია, მაგრამ მგონი აღარც აქვს მაგას დიდი მნიშვნელობა :)

”რეალითი” ბლოგები


კაცობრიობა რომ შოუთი და შოუსთვის ცხოვრობს, ეს ჯერ კიდევ რომაელებმა იცოდნენ, ”პური და სანახაობაო” რომ თქვეს, მაგ რომაელებმა ზუსტად. მაგრამ დღეს სულ უფრო და უფრო მეტი რაღაც იღებს შოუს სახეს. შოუს ერთ-ერთი სახეა ე.წ. ”რეალითი”, სადაც ერთი ან რამდენიმე ადამიანის ცხოვრების რაღაც ეპიზოდია აღწერილი. როგორც აღმოჩნდა, რეალითები ყველაზე მეტად ყურებადია შოუებში, ქალების ტალახში ჩხუბის შემდეგ, ხოლო რეალითი ქალების ჩხუბით – ეს არის იდეალური შოუ.

ეს რაც შეეხება ყურებას, ტელევიზორს და ასე თუ ისე ნაკლებად ინტერაქტიულ მედიაფორმებს. დღესდღეობით რეალითის ფორმა ინტერნეტშიც კარგად არის გამჯდარი და სხვადასხვა ”რეალითი ბლოგებში” იჩენს თავს. იყო ეგეთი შემთხვევა, როდესაც ათასობით მკითხველი ყოველდღე ელოდებოდა გოგონას წერილს, რომელიც სუიციდამდე დღეებს ითვლიდა. და აი ისიც, რეალითი ბლოგები საქართველოშიც გამოჩნდნენ და  მკითხველების სიმცირით ვერც დაიჩივლებენ.

ჯინეტის თვალიერებისას ხშირად მხვდება ხოლმე ბლოგები, საკმაოდ პირადული სათაურებით, სადაც პირველ პლანზე ფიგურირებს სიტყვები ”დღიური”, ”საიდუმლო” და ა.შ.. ერთი მხრიდან რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, გაგიკვირდება კაცს, რატომ უნდა დამაინტერესოს სიტყვაზე მე ვიღაცის დღიურმა, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი როგორ გაატარა ავტორმა მთელი დღე, დილით კბილების გახეხვიდან, საღამოს ტამპონის გამოცვლამდე. მაგრამ რატომაც არა? გასაღების ჭუჭრუტანა ხომ კაცობრიობის ერთ-ერთი მოწინავე გამოგონებაა, ის რომ არ ყოფილიყო ხომ არ გვექნებოდა საშუალება სხვისი ცხოვრებით ტკბობისა და საერთოდაც, თუკი ტელევიზიაში ასეთი პოპულარულია საცვლების დემონსტრირება, რატომაც არა ბლოგებში?

მოკლედ, ეს ყველაფერი მაინც ბოლომდე აუხსნელი მოვლენაა, მაგრამ ამავე დროს გამოსაყენებელი, ახლა ვფიქრობ ხომ არ გამეკეთებინა რამე მსგავსი ბლოგი, რომელსაც იმენნო რეალითი შოუს სახე ექნებოდა, რამდენიმე არსებული თუ არარსებული პერსონაჟით, ინტერნეტისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არც უნდა ქონდეს, პრინციპში და გამეშვა, დაე იფრინოს… ვნახოთ, ვნახოთ…

ბლოგი და სიზარმაცე


მე და ჩემი ბლოგი, ჩემი ბლოგი და მე… უკვე რამდენი წელია ერთად ვართ და ჩემს კლავიატურას უძლებს… 2005-დან რომ გადმოვთვალო, როდესაც პირველი ბლოგური ტიპის ჩანაწერი გავაკეთე, მესამე წელი გამოდის. თავიდან საერთოდ სხვაგან მქონდა ბუდე, მერე გადმოვცხოვრდი ვორდპრესზე, ასე თუ ისე დამევასა და წავიდა მერე ჯღაბნა. სულაც არ მქონდა ჩაფიქრებული ბლოგი დღიურად, უბრალოდ მინდოდა ადგილი, სადაც ჩემს ლიტერატურული წვალების შედეგებს გამოვფენდი, მეტი არაფერი. ცოტა მოგვიანებით დავიწყე ცოტა პირადი ჩანაწერების კეთებაც, ვინაიდან და რადგანაც ნაჯღაბნები (ასე ვეძახი ჩემს ლიტ. მცდელობებს) ისედაც და ასედაც შეიცავდა თავის თავში პირად შტრიხებს. ასე იყო თუ ისე, საბოლოოდ ბლოგმა მაინც მიიღო ბლოგის, ასე ვთქვათ დღიურის სახე, სტილობრივად არც თუ ისე გამართულის, მაგრამ მაინც…

მაგრამ ასეთი დღიური, მე რომ მაქვს, არის იმის ცხადი მაგალითი, როგორი ბლოგი არ უნდა ქონდეს ადამიანს. ამდენი ხნის განმავლობაში ორ ასეულამდე პოსტი და აქედან ნახევარი საკმაოზე მეტად უაზრო. არა, უაზრო რაღაცეების წერა შეიძლება, მაგრამ არც ამდენად. მეზარება… ძალიან მეზარება ხოლმე წერა, ყოფილა შემთხვევა, გადამიწყვეტია რამის დაწერა, გამიხსნია ”write”-ს ფანჯარა, მიყურებია, მიყურებია და გადავსულვარ სხვა გვერდზე, ერთი კვირა არის ჩემი რეკორდი, როდესაც გახსნილი მქონდა საწერი ფანჯარა და შიგნით ერთი სიტყვაც არ მქონდა ჩაწერილი, თან არც ვხურავდი, რადგანაც დახურვა რაღაც იარაღის დაყრასავით გამოდის, ანუ აღარ აპირებ დაწერას. არა, გახსნილი მქონდა, გამზადევული და ისიც ოპერას ყოველ ჩართვაზე სინდისის ხმასავით დამყურებდა ზედ და მახსენებდა რამდენად ზარმაცი, უსაქმური და სირი ვარ.

ასე არ შეიძლება, ასე ნამდვილად არ შეიძლება. თუმდაც ჩემი ბოლო პოსტი ავიღოთ, ”ექსპერიმენტული ეროტიკა”. მაგის აქ, ამ ფანჯარაში დამწერი ნამდვილად არ ვიყავი, რომ არა სკაიპი და მისი იუზერ ფრენდლი ფანჯარა, აქაურობისთვის ემოციური გაქანება არ მეყოფოდა. მოკლედ, რამე უნდა მოვიფიქრო, თორემ ჩემი სიზარმაცე საბოლოოდ დამახრჩობს და ჩამძირავს. დოდკას უნდა ვკითხო ერთი, როგორ მოახერხა სიზარმაცის დაძლევა… ან იქნებ არც არის ზარმაცი…

Vintage


Vintage

დღეს ძველი ჩანაწერების სმენას მივყავი ხელი. ეს არის სადღაც სამიოდე წლის წინ ჩაწერილი სიმღერები, ზოგი ჩემი, ზოგი ჩემი მონაწილეობით და ზოგიც უბრალოდ, ჩემი ჩაწერილი. არ არის ცუდი რაღაცეები, ზოგი კარგიც კია, მაგრამ უმეტესობაში ისეთი ზვუკი დგას, თავის მოკვლას მოგანდომებს თავმოყვარე კაცს.

ეს ხომ იმ პერიოდის ნახლაფორთალებია, როცა არც ჩაწერა ვიცოდი, არც სოფტი მქონდა შესაბამისი და საერთოდაც, რაღაც პატარა სპიკერები იყო ჩემი ერთადერთი დამაკავშირებელი იმ ყველაფერთან, რაც მონიტორს მიღმა ხდებოდა. სპიკერით კი, მოგეხსენებათ, ყლეობა ზვუკი მოდის.

…ჰოდა ახლა ვზივარ ჩემთვის გრილად, მზისგულზე, რომელსაც რატომღაც გონია, რომ ზაგარის მიღებაზე ვოცნებობ და მაჭერს და მაჭერს უმოწყალოდ, ვუსმენ ამ სიმღერებს და თავში ნელ-ნელა მიტივტივდება აზრი, რომ ამ ვეშებს (დიახაც რომ, ვეშებს)  აუცილებლად სჭირდებათ ახალი სული, ანუ ხალხურად რომ ვთქვათ რემასტერი.

ხვალიდან გადმოვალაგებ ჩემს არქივებს, სადაც სიმღერის პროექტები მიწყვია და შევუდგები მათში ახალი სულის ჩაბერვას. ვნახოთ რა გამოვა :)

ტელესკოპი


ტელესკოპი საოცარი ნივთია, საჭირო და პოლიფუნქციური, მისი გამოყენება ძირითადად ხდება სამეცნიერო მიზნებისთვის, ასე ვთქვათ კოსმოსის უძირო სიღრმეების გამოსაკვლევად.

მაგრამ! არის ერთი სფერო, რომელშიც ტელესკოპის გამოყენება არც ისე ახალი, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ძალიან საჭირო რამეა. ეს არის ოჯახი. დიახ, ზუსტად რომ ოჯახი, უფრო კონკრეტულად კი ახალშექმნილი ოჯახი.

როგორც მოგეხსენებათ ”ქალი რომ იმის გემოს გაიგებს, მერე იმას ვერ გააჩერებო” (მურთაზის სახარება, თ.5 ს.11), ხოლო ასეთი ქალი კი ”ოჯახში შესაშვები არ არისო” (იგივე, თ.4 ს.13). ასე რომ აი ახალგაზრდა წყვილმა გადაწყვიტა შექმნას ოჯახი, ყველა ქართული ტრადიციის დაცვით. მაგრამ გვინდა ჩვენ რომ ძმაკაცმა წამოგვაძახოს ”მე შენს ცოლს იმასვუშვებოდიო” ? (იმისქნაში იგულისხმება არამარტო იმისქნა, არამედ კიდევ სხვა უზრდელობებიც) არ გვინდა. ამიტომაც უნდა შევარჩიოთ ისეთი საცოლე, რომელსაც ერთხელაც არ იმასუქნია, ამის დადგენა კი შეიძლება ე.წ. საქალწულე აპკის (შემდგომში უბრალოდ ”აპკი”) სიმთელით და ნალიჩიით. Continue reading “ტელესკოპი”

42 გრადუსიანი სექსი


ტაკზ. საბოლოოდ ამიდუღდა ტვინი, გარეთ 42 გრადუსიანი სიცხეა, ნუ ახლა აქ ჩვენთან (რადიოსა შინა) კი გრილასავით, მარა წეღან თავი გავყავი გარეთ და მოვასწარი ტვინის ადუღება.

მაგრამ იმ მოკლე პერიოდში, რაც თავი მქონდა გარეთ გაყოფილი, რამდენიმე რამის დანახვაც მოვასწარი. ნუ ერთი არის ადუღებული ასფალტი მეტროს წინ. მეორე კიდევ გოგო, რომელიც ზაგარს იღებს.

Fireeeeee!!!ჰმ, ეგ გოგო ისე ზაგარს რაც მწვანე ტალღა არსებობს, იმის მერე იღებს ზაფხულობით თავის ფანაჯრაზე შემოსკუპული რაც, ჩვენს შორის არსებული სართულთა სხვაობისდა გამო, გადასარევად დაიმზირება ჩვენი ფანჯრებიდან. ;) და ჩვენც ვუმზერთ. ვუმზერთ და ათასგვარი იდეები მოგვდის, ვინ არის, რა უნდა, სახეც კი არ ჩანს აქედან მისი, ერთი ჩანს, რომ მდედრია. იყო იდეები სურათების გადაღება და პროექცირება, ვიდეო და ა.შ. და ა.შ.

მაგრამ არავის უფიქრია უკეთესზე ნეტა? ამ მოკლე პერიოდში კი მოვასწარი შემემჩნია, რა სიამონებით ისვამდა ხელებს ფეხებზე… ალბათ კრუტუნებდა კიდევაც კატასავით, რას გაიგებ.

ხოდა, უცებ რომ ადგე და აადგე სახლში, ბაბანერკით ( :D ) და უთხრა, წლებია (თუნდაც თვეები) გაკვირდები-თქო, რა რეაქცია ექნება? გაეხარდება? გაბრაზდება? თუ ბეზ რეაქციი? ა ხ.ე.ზ. … უნდა სცადოს ისე კაცმა რა… :D

ეგეც შენი სექსი 42 გრადუსში… აბა მართლა სექსები იქნებოდა გეგონა? :P

გალერეა – მეორე მსოფლიო ომი


Hitlerმაშ ასე, ვიწყებ ახალ განყოფილებას ”გალერეები” (ანუ გალერეა იგივე რა). აქ ვიზამ ხოლმე ისეთ სურათებს, რომლებიც უბრალოდ უნდა ნახოთ, არც გასართობი მიზნით და არც არანაირი, უბრალოდ უნდა ნახოთ ი ვსიო. სეზონს გავხსნი მეორე მსოფლიო ომით.

მოკლედ, გავსკდი, გავირღვიე ნაკერავზე და ნორმალური სურათები ვერ ვიპოვე ინტერნეტში მეორე მსოფლიო ომის, არადა რაღაც ისეთ ხასითზე ვიყავი, რომ… ეჰ, რას იზამ, ეგრეა რა, რაც გინდა, იმას ვერ პოულობ. აი სკანერი რომ მქონდეს, დავასკანერებდი გადასარევ სურათებს, მარა ახლა ინტერნეტში ნაპოვნი “რაღაცობებით” უნდა გავიდე იოლას.

არადა თითქოს რა შუაშია ბლოგი და მეორე მსოფლიო ომი. არც არაფერი, უბრალოდ მინდა გავიხსენო :) ახლახანს იყო 22 ივნისი, სავეტსკი საიუზს რომ დაესხნენ თავს და პირველი სექტემბერიც აქვეა, ომის დაწყების დრო. და საერთოდაც, საინტერესო სანახავია. ასე რომ რაც ვიპოვე, იმათ დავყრი :)