ჩემი Rope Jumping-ი


ესეც ასე, გადმოვხტი ხიდიდან, როგორც იქნა.

ახლა სამსახურში გავრბივარ, ამიტომ უბრალოდ ვიდეოს წარმოგიდგენთ, რომლიდანაც, პრინციპში, თავისუფლად იგრძნობთ იმას, რასაც ვგრძნობდი მე. ასე რომ ვიდეო:

სრული ზომით საყურებლად გამოიყენეთ ეს ლინკი.

აქვე მეორე ვიდეო, უფრო სწორად პირველის დაჭრილი ვერსია, მხოლოდ ჩემი ხტომის მომენტია ამოჭრილი:

კვლავ ჩმორიზმის თემაზე


იმედის იმ ყბადაღებული სიუჟეტის მერე, ვგონებ კვლავ აქტუალური ხდება თემა, რომელიც პრინციპში ჩვენთან მუდამ აქტუალურია – ღირს თუ არა ომი საქართველოსთვის და იქნება თუ არა ეს აზრიანი ქმედება. საერთოდ ძალიან მეზარება ხოლმე მსგავს დისკუსიებში ჩაბმა, სადაც წინასწარ ცნობილია, რომ წყლის ნაყვის მეტი არაფერი გამოვა, მაგრამ ამ ერთხელ ავვარდი მაინც და აგერ უკვე მეორე დღეა მე და რამოდენიმე ანტიომისტი ერთმანეთს ვეტილავებით Google Buzz-ში. რაღა თქმა უნდა უშედეგოდ. ისინი თავის აზრზე არიან, რაც ძირითადად მოთქმა-გოდებაში გამოიხატება და ”მე რა მინდოდა საქართველოში, რატომ არ გავჩნდი მარსზე” პოზიციას გამოხატავს, მე კი ჭკუა არ მყოფნის და მაინც ნერვებმოშლილი ვეძიძგილები.

თუმცა ამ ყველაფრიდან მაინც გამოვიტანე ერთი სასარგებლო დასკვნა – რამე რომ მოხდეს, კვლავ და კვლავ გაივსება ჩვენთვის ასე კარგად ნაცნობი ადგილი აქედან გაქცეულებით. მე მის სახელს არ ვიტყვი, უბრალოდ სურათს დავდებ, თუ ვინმეს განსაკუთრებით შემოუტევს პარაჟენცობა, ადვილად რომ მიაგნოს.