რეპერ Heil, ანუ როდის შეიქმნა რეპი


თუკი ვიკიპედიას დავუჯერებთ, რეპის შექმნის დროდ მე-20 საუკუნის შუა პერიოდი სახელდება. თუმცა ამ ინფორმაციის წყაროს ალბათ არ აქვს ნანახი ეს 1934 წლის ვიდეო, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

ვიცი, პესიმისტები და ზადროტები დაიწყებენ მტკიცებას, რომ ეს ყველაფერი არის მონტაჟი და შეიძლება არგუმენტად ისიც მოიყვანონ, რომ ჰიტლერმა ინგლისური არ იცოდა, მაგრამ, როგორც იტყვიან – ნურას უკაცრავად! იხილეთ ვიდეო და დატკბით ტუჩების სინქრონული მოძრაობით, ანუ LipSync-ით.

ანიმირებული ადოლფი


არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე როდესაც ინტერნეტი მაქვს ჩართული და ოპერას ფანჯარაც შემომციცინებს თვალებში, არ შემიძლია რომ მეც არ შევციცინო და მთელი ჩემი გეგმები და სამუშაოები გვერდზე არ გადავდო. სშინელებაა, მაგრამ ფაქტია.

თუმცა იმ პერიოდებში, როდესაც ნეტი გათიშულია ან რამე მსგავსი სჭირს, ვახერხებ იმ საქმის გაკეთებას, რასაც წესით და კანონით გაცილებით მეტ დროს უნდა ვუთმობდე. საქმე იმაშია, რომ გადავწყვიტე ანიმაციის შესწავლა დამეწყო (იხ. ძველი მცდელობა) და პრინციპში დავიწყე კიდეც. ასეა თუ ისე, კარგად თუ ცუდად ავედი იმ ეტაპზე, როდესაც ჩემმა ნახატებმა ლაპარაკი დაიწყეს. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ავდექი და ”ჰიტლერი და კავკასუსის” ვიდეოდან ამოვაძვრინე ლაპარაკი, რომელზეც მივასინქრონე ადოლფის ტუჩები. დიახ, ზუსტად ასე დავარქვი ჩემს პირველ ჩარაქტერს – ადოლფი, ვინაიდან და რადგან რაღაცით ფიურერს მიაგავს. აქედან სრული და აზრიანი ანიმაციის გაკეთებამდე კი მხოლოდ ერთი ნაბიჯია დარჩენილი. ვაშა, მეგობრებო, ვაშა. გენადი, ჩართე ფირი:

link: http://vimeo.com/7870424

გალერეა – მეორე მსოფლიო ომი


Hitlerმაშ ასე, ვიწყებ ახალ განყოფილებას ”გალერეები” (ანუ გალერეა იგივე რა). აქ ვიზამ ხოლმე ისეთ სურათებს, რომლებიც უბრალოდ უნდა ნახოთ, არც გასართობი მიზნით და არც არანაირი, უბრალოდ უნდა ნახოთ ი ვსიო. სეზონს გავხსნი მეორე მსოფლიო ომით.

მოკლედ, გავსკდი, გავირღვიე ნაკერავზე და ნორმალური სურათები ვერ ვიპოვე ინტერნეტში მეორე მსოფლიო ომის, არადა რაღაც ისეთ ხასითზე ვიყავი, რომ… ეჰ, რას იზამ, ეგრეა რა, რაც გინდა, იმას ვერ პოულობ. აი სკანერი რომ მქონდეს, დავასკანერებდი გადასარევ სურათებს, მარა ახლა ინტერნეტში ნაპოვნი “რაღაცობებით” უნდა გავიდე იოლას.

არადა თითქოს რა შუაშია ბლოგი და მეორე მსოფლიო ომი. არც არაფერი, უბრალოდ მინდა გავიხსენო :) ახლახანს იყო 22 ივნისი, სავეტსკი საიუზს რომ დაესხნენ თავს და პირველი სექტემბერიც აქვეა, ომის დაწყების დრო. და საერთოდაც, საინტერესო სანახავია. ასე რომ რაც ვიპოვე, იმათ დავყრი :)