We Remember II – გვახსოვს [Re-release]


პირველი ინფო ამ სიმღერაზე იხილეთ ამ პოსტში (2006)

სოხუმის დაცემის დღიდან 18 წელი გავიდა. მინდა წარმოგიდგინოთ სიმღერა, რომელიც დაიწერა ხუთი წლის წინ და დღემდე არ ეღირსა ნორმალური რელიზი, შესაბამისი ტექნოლოგიების ნაკლებობის გამო. ინფორმაცია სიმღერაზე, კრედიტები და ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ამ პოსტის პირველ ხაზში მოყვანილ ლინკზე. აქ კი მხოლოდ სიმღერის მოსასმენ პლეიერს გთავაზობთ.

და აქვე ყდა:

Advertisements

არტ გენი მირზაანში [videos]


მინდა შემოგთავაზოთ ძალიან კარგი გოგოების ჯგუფი “გორდელა”-ს რამდენიმე სიმღერა, რომელიც მათ არტ-გენზე იმღერეს, მირზაანში. აქვე პაპსა განმარტება მათთვის, ვისაც არ ეცნობა ეს ჯგუფი – ესენი ისინი არიან, “ჩვენ შოუში” რომ მღერიან ხოლმე რაღაც უცნაურ და არაორდინალურ სიმღერებს.

რაც შეეხება თავად ვიდეოებს. ესენი გადავიღე 18 ივნისს, როცა მირზაანში არტ-გენი 2011 გაიხსნა. ეს კონცერტი ნიკო ფიროსმანის მუზეუმში ჩაატარეს და ზღვა ხალხი დაესწრო. სხვა ვიდეოებიც გადავიღე, ტაბულასთვის და მათ გადაბმულ-გალამაზებულ ვერსიასაც მივაბამ აქვე. არ დაგავიწყდეთ, რომ არტ გენი გრძელდება და 15 ივლისიდან თბილისის ეთნოგრაფიულშიც დაიწყება.

აქვე – ვიდეოები კიდევ ბევრი მაქვს, იმათაც ავქაჩავ და ნელ-ნელა მივამატებ, ასე რომ Stay in touch.

პირველი:

მეორე:

Update: ამის არაოფიციალური, ასე ვთქვათ, ბუტლეგი ვერსია:

და დამონტაჟებული, სადაც არამარტო გორდელაა, მთლიანად არის არტ-გენის ამბები ჩაკვეხებული:

2011 Fucking year…


NOT inspired by 2008 fucking years…

-რას შვები ახალ წელს?
-ალბათ არაფერს. შენ?
-არც მე.

Random სურათი, თვალს რომ გაეხარდეს :))

ახალი წელი, როგორც ასეთი, ძალიან მწვავე დღესასწაულია. ის ყველაში მწვავე გრძნობას იწვევს – ის ან ძალიან უყვართ, ან ძალიან ეზიზღებათ და ”მკიდია”-ს საფარქვეშ ნიღბავენ. მე მივეკუთვნები მათ რიგებს, ვისაც უყვარს ახალი წელი (ახლა გავაცნობიერე ეს) და მინდა, რომ რაც შეიძლება დასამახსოვრებელი ყლეობა გავაკეთო, ანუ როგორც ეს სახალხოდაა მიღებული – ”კარგად შევხვდე ახალ წელს”.

თუმცა ყოველ წელს ერთი და იმავე პრობლემის წინაშე მიხდება დადგომა – სად და ვისთან ერთად? ინტროში მოყვანილი დიალოგი უკვე შაბლონად იქცა წინასაახალწლო მოლაპარაკებებისა. შედეგად წინასაახალწლო გაურკვევლობაში აღმოვჩნდი და არ ვიცი ხვალ და იმის იქეთ ”დასამახსოვრებელ” დღეებში რა მოხდება.

მანამ კი მოდი გადავხედოთ ამ წელს. რაღა თქმა უნდა ჩემი გადასახედიდან, თქვენ 2010 წლებს თავად გადაავლეთ თვალი, უჩემოდ.

მაშასადამე, იანვარი დადგა და მეც დეკემბერში დაწყებული საქმე გავაგრძელე და ჯერ კიდევ არ ამუშავებულ ჟურნალ ”ტაბულა”-ს მოვერგე. ამავე დროს დავიწყე პარალელურად კაზინო ”აჭარაში” ჩემი საოცნებო სამუშაო – კვირაში ორჯერ მისვლა და ლამაზი ხელფასი. ეს ორმაგი ფინანსური ბედნიერება იანვრიდან მაისამდე გაგრძელდა. მაისში აჭარიდან წამოვედი და ცალკე საცხოვრებლადაც გადავედი. ცალკე ამ სიტყვის სრული და ყველაზე მტკივნეული გაგებით, ანუ no woman, no cry. თუმცა ამასაც ჰქონდა თავისი პლიუსი, მრავალფეროვანი ურთიერთობების და ღრიანცელების გამო.

ნოემბრამდე გასტანა ამ ამბავმა, შუალედში საბაც შემოვიკედლე, დაახლოებით თვენახევრით და ამით გადავჭერი უკვე საკმაოდ მომწიფებული ფინანსური კრიზისი, რაც ცალკე ცხოვრებას უკავშირდებოდა. თუმცა ის მალევე წავიდა და მეც მომიწია დროებით (როგორც თავს ვიმშვიდებ) უარის თქმა ცალკე ცხოვრებაზე. ამ ბოლო ხანებისკენ ნელ-ნელა ისევ მწიფდება თავში აზრი ცალკე ბუდის აშენებაზე, თუმცა მზე არ ყოფნის და ცოტა წაუმჟავებს.

ამ წელში გარდა ამ ბიტავოი საკითხებისა, იყო შემოქმედებითი მხარეც. ჩემი მუსიკალური შემოქმედების ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ საუნდკლაუდზე, ამ ლინკით. ტექსტუალური შემოქმედება ამასთან შედარებით უფრო გაფანტულად მაქვს. ზოგი ამავე ბლოგზეა, ზოგი ნი2-ზე, დანარჩენი კი, რაშიც ფულსაც მიხდიან – ”ტაბულა”-ს ყოველ ორშაბათის ნომერში, საზოგადოების განყოფილებაში. ვიდეოშემოქმედება შეგიძლიათ იხილოთ ქრაუ პიქჩერზის ბლოგზე.

ეს არის 2010 წლის არასრული და უმოკლესი მიმოხილვა, თუმცა აქედანაც ჩანს, რომ ის საშუალოზე ოდნავ უკეთესი წელი გამოდგა. რა მოხდება 2011-ში, არავინ უწყის, მოვა და ვნახავთ. მანამდე მძიმე პერიოდი გველის ყველას, რამდენიმე დღიანი, ახალი წლის შეხვედრა რასაც ქვია.

თქვენ კი მანამდე შეგიძლიათ გადახედოთ 2010 წლის სრულ პოსტოგრაფიას, ქვემოთ მოცემული არქივის დახმარებით: