ანიმირებული ადოლფი


არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე როდესაც ინტერნეტი მაქვს ჩართული და ოპერას ფანჯარაც შემომციცინებს თვალებში, არ შემიძლია რომ მეც არ შევციცინო და მთელი ჩემი გეგმები და სამუშაოები გვერდზე არ გადავდო. სშინელებაა, მაგრამ ფაქტია.

თუმცა იმ პერიოდებში, როდესაც ნეტი გათიშულია ან რამე მსგავსი სჭირს, ვახერხებ იმ საქმის გაკეთებას, რასაც წესით და კანონით გაცილებით მეტ დროს უნდა ვუთმობდე. საქმე იმაშია, რომ გადავწყვიტე ანიმაციის შესწავლა დამეწყო (იხ. ძველი მცდელობა) და პრინციპში დავიწყე კიდეც. ასეა თუ ისე, კარგად თუ ცუდად ავედი იმ ეტაპზე, როდესაც ჩემმა ნახატებმა ლაპარაკი დაიწყეს. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ავდექი და ”ჰიტლერი და კავკასუსის” ვიდეოდან ამოვაძვრინე ლაპარაკი, რომელზეც მივასინქრონე ადოლფის ტუჩები. დიახ, ზუსტად ასე დავარქვი ჩემს პირველ ჩარაქტერს – ადოლფი, ვინაიდან და რადგან რაღაცით ფიურერს მიაგავს. აქედან სრული და აზრიანი ანიმაციის გაკეთებამდე კი მხოლოდ ერთი ნაბიჯია დარჩენილი. ვაშა, მეგობრებო, ვაშა. გენადი, ჩართე ფირი:

link: http://vimeo.com/7870424