მოგეხსენებათ ალბათ, რომ 2011 წლის 13 აგვისტოს ალგეთში დიდი ფსაი ფართი გავმართეთ. ფართი დაიწყო საღამოს და დილამდე გაგრძელდა, თავის დენსებით, ფსიქოდელიური ატმოსფეროთი და ყველაფრით, რაც კარგ ფართის უნდა ჰქონდეს.
სულ ახლახანს კი აღმოვაჩინე, რომ ამ ფართის რაღაც ნაწილის ამსახველი ვიდეომასალა მქონია კომპიუტერში. მართალია ვიდეოები მხოლოდ მეორე დილის ვითარებას ასახავს, როდესაც ხალხი უკვე დაღლილი და მისავათებული კარვებსა და მის მსგავს ადგილებშია მისვენებული, მაგრამ ზოგადი ატმოსფეროსთვის, ვგონებ არ იქნება ცუდი მისი ჩვენება. მით უმეტეს, რომ ღამის მონაკვეთი, როდესაც დენსფლორზე ცეცხლი ენთო, ფოტოებით ვეცადე ასე თუ ისე გადმომეცა.
პ.ს. აქვე მცირედი ანონსის სახით გეტყვით, რომ ამა წლის 12 მაისისთვის იგეგმება ახალი ფსაი ფართის ჩატარება, რომლის დეტალებსაც ოდნავ მოგვიანებით შეგატყობინებთ. ახლა კი ვიდეო:
როგორც იქნა დადგა ის ნანატრი მომენტი, როდესაც მორიგი ფართი უნდა წარმოგიდგინოთ. რადგან ფართების სიმრავლით მაინცდამაინც ვერ დავიკვეხნით, ამიტომ თითოეული ახალი ივენთი ახალი სიხარულის და აღტკინების მიზეზია.
ამჯერად ივენტს ქვია ”Aquarial Full Moon Psychedelic Trance Party (ლინკი FB Event-ზე)” და ტარდება ალგეთის ტყეებში. ფართის წარმოგიდგენთ Georgian Psychedelic Commumity, რომელიც ამჟამად განხორციელებულია საიტ/ფორუმში Goa.ge (ყოფილი Psytrance.ge). რაღა თქმა უნდა თქვენი მონა მორჩილიც უკრავს, როგორც იტყვიან, დაღლამდე. ფართი შედგება 13 აგვისტოს, შაბათს და ტრადიციულად მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
რატომ 13 აგვისტო? თუნდაც იმიტომ, რომ შაბათია, სავსე მთვარე და ასევე მოსალოდნელია მეტეორული წვიმა, რომელიც ალგეთის ტყეების სუფთა ჰაერზე შესანიშნავად გამოჩნდება და ისედაც ფსიქოდელიურ ატმოსფეროს კიდევ უფრო გაამისტიურებს. ახლა კი გავყვები პროტოკოლს და ყველაფერს რიგრიგობით შემოგთავაზებთ – პოსტერს, ინფორმაციას დასწრების მსურველთათვის და ასე ვთქვათ, აგიტაციურ ვიდეოებს.
მანამდე კი ფართის ლაინაპი.
Main Stage:
2kija – Progressive Psy / Goa
BigCrow – Hard Fullon / Power
Obrigado – Psy / Goa / Night / Forest
Zen – Psytrance / Goa / Dark
Syd – Forest / Dark
BigCrow – Morning Fullon
Justbeika – Trance
Chillout Stage:
2kija
Obrigado
Random dj sets
პოსტერის ავტორი გიო ბერიშვილი
როგორც უკვე მოგახსენეთ, ფართი შედგება 13 აგვისტოს. ვინაიდან და რადგან ჩატარების ადგილად ავიღეთ ალგეთის ტყეები, რომელიც ცოტა არ იყოს და შორია თბილისიდან (50 კილომეტრამდე), ამიტომაც დამსწრე საზოგადოებისთვის გავითვალისწინეთ ტრასპორტირებაც, რომელიც შედის ბილეთის საფასურში. საიდან გავა ტრანსპორტი და ზუსტად როდის, ამას მოგვიანებით შეგატყობინებთ. ინფორმაციისთვის ასევე თვალი ადევნეთ ივენტის გვერდს ფეისბუქზე.
ბილეთის საფასური სულ რაღაც 10 ლარია, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ სპონსორი ვერ ვიშოვეთ. თუმცა მიღებული სიამოვნება გაცილებით აღემატება ამ თანხას, შესაბამისად ყველანი ნასიამოვნები დარჩებით. თუმცა, გამომდინარე რამდენიმე საკითხიდან, ძალიან გვესიამოვნება თუკი სიაში წინასწარ ჩაეწერებით და თანხასაც წინასწარ მოგვაწვდით. საკონტაქტო ტელეფონები:
ყვავსკი – 577.112.717
გიორგი – 597.303.261
თუკი თქვენ ერთხელ მაინც ხართ ჩვენს მიერ გაკეთებულ ფართებზე ნამყოფი, რომლებსაც აგერ უკვე მე-4 წელია ვაკეთებთ, გეცოდინებათ ის ფსიქოდელიური და ამაღლებული ატმოსფერო, რომელიც ამ ფართებზე სუფევს. ხოლო თუკი ჯერ არ იცით რა ხდება და როგორ, არც ეგაა პრობლემა, ვიდეომასალას მოგაყრით და განგანათლებთ.
ქვემოთ მოდის ფართის პრომო ვიდეო, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ბოლო პრივატ ივენტის კადრები. ჩემი დიდი თხოვნა იქნება, თუკი ამ ვიდეოს თითო შეარს თქვენც მისცემთ თქვენს ბლოგებსა თუ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. რაც მეტი ხალხი დაესწრება ფართის, მით უფრო სასიამოვნო და მრავალფეროვანი იქნება შოუ.
ახლა კი შეპირებისამებრ ზოგიერთი წინა ფართის ამსახველი ვიდეო-ფოტო და სხვა სახის მასალა, რათა 13 აგვისტომდე არ მოიწყინოთ.
დანარჩენი ფართებისთვის (ყველას აქ დალინკვა შეუძლებელია) შეგიძლიათ თქვენ თითონ გაამუშავოთ მაუსი და დაათვალიეროთ ბლოგის კატეგორია ”ფართები”, მრავალ საინტერესო რამეს იპოვით.
პ.ს. ბლოგერებო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. თუკი ვინმე ამ თემაზე თუნდაც მოკლე, ინფორმაციულ პოსტს დაწერთ, უმადლობელესი დაგრჩებით. ცხადია პინგბექები/ტრეკბექები პოსტებიდან მიიღება.