ლუდი


ლუდი – ქერის ყველაზე ჭკვიანური გამოყენება.

დამღლელი დღის შემდეგ, როდესაც სისხლის მაგივრად ტყვია გისხია უკვე ძარღვებში, როცა ხელები გიკანკალებს და თვალებში გიბნელდება დაღლილობისა და უაზრობისგან, თავში ერთი უაზრო გუგუნი გესმის მარტო, რომელიც ტვინის ყველა უჯრედში აღწევს და დამბლამდე მიყავხარ. ამ დროს გრძნობ, რომ უნდა გაიქცე, თავს უშველო, გამორთო გარე სამყარო და გაითიშო. გამოსავალი კი თითქოს არ ჩანს, რასაც სიგიჟემდე მიყავხარ. სამუშაოს დამთავრებამდე დარჩენილი წუთები საათებად იქცევა, სამუშაო მასალა კი თანდათან ბევრდება და თავზე გეყრება.

ამ დროს გრჩება მხოლოდ ერთი გამოსავალი – მარტომ ან მეგობართან ერთად უნდა შეიარო მაღაზიაში, აიღო რამოდენიმე ერთეული ბოთლი ლუდი, ახვიდე სახლში (საკუთარში ან მეგობრის), ჩართო ტელევიზორი, იპოვო კარგი სპორტული არხი, რომელიც რაგბის თუ არა ფეხბურთს მაინც აჩვენებს, ჩაჯდე დივანში და ლუდში გაიხსნა.

სიამოვნებით მივმართავდი ახლა ამ მკურნალობას, იმიტომ რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი სინდრომი მჭირს.

ექსკურსია არმაზში


26 ივნისი 2005

ქრონიკა 1. “თბილისი”

…დამაგვიანდა…
დილით უნდა შევკრებილიყავით 8 საათზე. მე როგორც ყოველთვის, ის ღამეც ვერ დავიძინე და სადღაც დილის 6–ისთვის ჩაძინებული 7–ზე დაპანიკებული წამოვხტი ლოგინიდან და დიდუბისკენ გავექანე…მაინც დამაგვიანდა… მე და თეკლა ერთად მივედით და იქ უკვე კააააი ბლომად ხალხი დაგვხვდა…მისალმებები, მპაჩები, მპუჩები და ა.შ. მოკლედ როგორც იქნა მოვიფიქრეთ და ავტობუსში ჩავეყარეთ, ვინც ვერ მოიფიქრა და ის ბაზარში წავიდა. მსმელმე სასტავმა ეგრევე ვიზრუნეთ (რა თქმა უნდა) სასმელზე, მე, ლუქსა, მირაბელა და არაფორუმელი, ორშაფათიდან რომ დავრეგისტრირდებიო რომ თქვა . კონტრაბანდული ტვირთი შევიტანეთ ავტობუსში და მის გასვლამდე ხმა არ ამოგვიღია…

ქრონიკა 2. “გზაში–ავტობუსი”

დავაბინავეთ რა ეს ტვირთი (და სხვაც, ანუ ზაკუსკა) აფტობუსში და დავიძარით, ანუ დავიგულეთ რომ არავინ მას აღარ შეეხებოდა, გახარებულები შევუდექით ნასკებში დამალული პივის მოხმარებას, რომელსაც იქვე მივახმარეთ მისტერ ლავერმანის ლიტრანახევრიანი პივა და ასე თქვათ პად გრადუსომ და შესაბამისად კაააი ხასითზე მივენდეთ შაფიორს…

ქრონიკა 3. “გზაში–ფეხით”

აჰაა! როგორც იქნა ჩავაღწიეთ მცხეთის გადასახვევამდე და გადმოვბარგრით ავტობუსიდან, რომელშიც, მამენტ, მარტო ჩვენ ვისხედით… გადმოვბარგდით და ახლა გამოჩნდა ჩვენი ავლა–დიდება, რომელშიც შედიოდა კონტრაბანდა (მაგას აღარ ჩავთვლი), საჭმელი–გაურკვეველი შემადგენლობის და რაოდენობის, ბურთი და ბამბიგტონი– არ ვიცი საიდან და რატომ, იქვე ნაყიდი პური, რეჯინა (მინი ვლადი) და…ნუ მგონი ეს იყო სულ…რავი, ეგაა რა… Continue reading “ექსკურსია არმაზში”