Friday Blues


Classics never die

image
Classics
Advertisements

New Tattoos


ტატუს ახალი აპარატი რომ ვიყიდე, ეს უკვე ნათქვამი მაქვს, ახლა მინდა ორიოდე ახალი ნაშრომი შემოგთავაზოთ, რომლებიც ამ რამდენიმე დღის წინ დავხატე და ერთიც ოდნავ ძველი:

Dj BigCrow – Nuclear Winter [dj set]


როგორც იქნა, მოვიდა დრო, რომ ამ ბლოგის სახელობის სეტი გამეკეთებინა – Nuclear winter. ეს არის იმ სეტის ჩანასახი, რომელიც 8 ივლისს დავუკარი კლუბ დივანში. სხვა სეტებისა და “მუზიკებისათვის” გადადით ამ ლინკზე.

ახლა კი თავად სეტზე ორიოდე სიტყვით. ეს არის ერთსაათიანი ფსაიტრანს-ფულონ სეტი, საკმაოდ დუხიანი და ენერგიული. მისი მოსმენა შეგიძლიათ ქვემოთ მდებარე სურათზე დაწკაპუნებით:

ტრადიციული ტექსტური ლინკიც აქვეა – Dj BigCrow – Nuclear winter

ენჯოი ლისენინგ, როგორც იტყვიან მასონურ რადიოებში. და რაც მთავარია, არ გვავიწყდება ჩემი დაფოლოვება მიქსქლოუდზე.

Aquarial Full Moon Psy Party – 13 აგვისტოს


როგორც იქნა დადგა ის ნანატრი მომენტი, როდესაც მორიგი ფართი უნდა წარმოგიდგინოთ. რადგან ფართების სიმრავლით მაინცდამაინც ვერ დავიკვეხნით, ამიტომ თითოეული ახალი ივენთი ახალი სიხარულის და აღტკინების მიზეზია.

ამჯერად ივენტს ქვია ”Aquarial Full Moon Psychedelic Trance Party (ლინკი FB Event-ზე)” და ტარდება ალგეთის ტყეებში.  ფართის წარმოგიდგენთ Georgian Psychedelic Commumity, რომელიც ამჟამად განხორციელებულია საიტ/ფორუმში Goa.ge (ყოფილი Psytrance.ge). რაღა თქმა უნდა თქვენი მონა მორჩილიც უკრავს, როგორც იტყვიან, დაღლამდე. ფართი შედგება 13 აგვისტოს, შაბათს და ტრადიციულად მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

რატომ 13 აგვისტო? თუნდაც იმიტომ, რომ შაბათია, სავსე მთვარე და ასევე მოსალოდნელია მეტეორული წვიმა, რომელიც ალგეთის ტყეების სუფთა ჰაერზე შესანიშნავად გამოჩნდება და ისედაც ფსიქოდელიურ ატმოსფეროს კიდევ უფრო გაამისტიურებს. ახლა კი გავყვები პროტოკოლს და ყველაფერს რიგრიგობით შემოგთავაზებთ – პოსტერს, ინფორმაციას დასწრების მსურველთათვის და ასე ვთქვათ, აგიტაციურ ვიდეოებს.

მანამდე კი ფართის ლაინაპი.

Main Stage:

  • 2kija – Progressive Psy / Goa
  • BigCrow – Hard Fullon / Power
  • Obrigado – Psy / Goa / Night / Forest
  • Zen – Psytrance / Goa / Dark
  • Syd – Forest / Dark
  • BigCrow – Morning Fullon
  • Justbeika – Trance

Chillout Stage:

  •  2kija
  • Obrigado
  • Random dj sets
პოსტერის ავტორი გიო ბერიშვილი

როგორც უკვე მოგახსენეთ, ფართი შედგება 13 აგვისტოს. ვინაიდან და რადგან ჩატარების ადგილად ავიღეთ ალგეთის ტყეები, რომელიც ცოტა არ იყოს და შორია თბილისიდან (50 კილომეტრამდე), ამიტომაც დამსწრე საზოგადოებისთვის გავითვალისწინეთ ტრასპორტირებაც, რომელიც შედის ბილეთის საფასურში. საიდან გავა ტრანსპორტი და ზუსტად როდის, ამას მოგვიანებით შეგატყობინებთ. ინფორმაციისთვის ასევე თვალი ადევნეთ ივენტის გვერდს ფეისბუქზე.

ბილეთის საფასური სულ რაღაც 10 ლარია, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ სპონსორი ვერ ვიშოვეთ. თუმცა მიღებული სიამოვნება გაცილებით აღემატება ამ თანხას, შესაბამისად ყველანი ნასიამოვნები დარჩებით. თუმცა, გამომდინარე რამდენიმე საკითხიდან, ძალიან გვესიამოვნება თუკი სიაში წინასწარ ჩაეწერებით და თანხასაც წინასწარ მოგვაწვდით. საკონტაქტო ტელეფონები:

  • ყვავსკი – 577.112.717
  • გიორგი – 597.303.261

თუკი თქვენ ერთხელ მაინც ხართ ჩვენს მიერ გაკეთებულ ფართებზე ნამყოფი, რომლებსაც აგერ უკვე მე-4 წელია ვაკეთებთ, გეცოდინებათ ის ფსიქოდელიური და ამაღლებული ატმოსფერო, რომელიც ამ ფართებზე სუფევს. ხოლო თუკი ჯერ არ იცით რა ხდება და როგორ, არც ეგაა პრობლემა, ვიდეომასალას მოგაყრით და განგანათლებთ.

ქვემოთ მოდის ფართის პრომო ვიდეო, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ბოლო პრივატ ივენტის კადრები. ჩემი დიდი თხოვნა იქნება, თუკი ამ ვიდეოს თითო შეარს თქვენც მისცემთ თქვენს ბლოგებსა თუ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. რაც მეტი ხალხი დაესწრება ფართის, მით უფრო სასიამოვნო და მრავალფეროვანი იქნება შოუ.

ახლა კი შეპირებისამებრ ზოგიერთი წინა ფართის ამსახველი ვიდეო-ფოტო და სხვა სახის მასალა, რათა 13 აგვისტომდე არ მოიწყინოთ.

ბირთვისი, 2010 წელი – ვაჭერთ და ჯადო იწყება.

განმუხური 2009 წელი – აქაც ანალოგიურად.

ფორესტ ბუგი – ვიდეოებითურთ!

Lost City – ჩემი საყვარელი ფართი, ესეც ვიდეოებითურთ!

დანარჩენი ფართებისთვის (ყველას აქ დალინკვა შეუძლებელია) შეგიძლიათ თქვენ თითონ გაამუშავოთ მაუსი და დაათვალიეროთ ბლოგის კატეგორია ”ფართები”, მრავალ საინტერესო რამეს იპოვით.

პ.ს. ბლოგერებო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. თუკი ვინმე ამ თემაზე თუნდაც მოკლე, ინფორმაციულ პოსტს დაწერთ, უმადლობელესი დაგრჩებით. ცხადია პინგბექები/ტრეკბექები პოსტებიდან მიიღება. 

უნივერსალური პოზის წუთი


ამა წლის 1 ივლისს, რუსთაველის მეტროსთან უნივერსალური პოზის ფლეშმობი გაიმართა. ბევრი ლაპარაკისა და შესავლის გარეშე გთავაზობთ ამ ფლეშმობის ამსახველ ვიდეოს. გადაღება და მონტაჟი – ცხადია მე.

ქართული ბლოგინგი და ბლოგინგი ქართულად


წარმოგიდგენთ Rage Comic-ს თემაზე ”ქართული ბლოგინგი”.

კომიქსის ქვემოთ მიწერილი მემებეიზის ლინკი იმის მანიშნებელია, რომ მაგ საიტზე გავაკეთე ეს კომიქსი. შესაბამისად აქვე ლინკს ჩავარჭობ, სურვილის შემთხვევაში იქაც რომ დაალაიკოთ და და-LOL-ოთ.

ლინკი სტუდიაში:   http://cheezburger.com/View/4745978368

კომიქსი დამყარებულია რეალურ მოვლენებზე.

წვიმის მუსიკა


ყველანაირი წვიმის მუსიკოსების გარეშე, უბრალოდ წვიმის მუსიკა. გააფულსკრინეთ ვიდეო, მოდუნდით და უსმინეთ. ვიდეო გადაღებულია დილით, 7 საათზე. ცუდია, რომ კამერა წვიმის არომატსაც ვერ გადმოსცემს.

მეტი ეფექტისთვის ჩართეთ HD.