Advertisements
Feeds:
ჩანაწერები

Posts Tagged ‘blog’


მინდა შემოგთავაზოთ ფოტოგალერეა ჩემი პატარა მოდელის აწყობისა. ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ წინა პოსტში.

Advertisements

Read Full Post »


კვლავ და კვლავ და კვლავ და კიდევ 100500-ჯერ მოგესალმებით ჩემო მკითხველებო, რომლებიც ამ პოსტით ერთხელაც იქცევით მაყურებლებად. მინდა წარმოგიდგინოთ ვიდეოპოსტი, თემაზე ”ქართული კრეატივის მამები”, ანუ როგორ მოქმედებს ქართული კრეატივის მანქანა. დანარჩენს ვიდეოში იხილავთ:

ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=l3Xk26uIJeI

Read Full Post »


მინდა წარმოგიდგინოთ ნამდვილი (არაფეიკი) რეალითი (ინტერნეტ) შოუ, ”აკვარიუმი”, რომლიც მონაწილეც (ერთერთი) გახლავართ მე. მეორე მონაწილე (ან პირველი) არის საბა (აქ კიდევ რამე ტექსტი ფრჩხილებში). ჩვენი (შოუს) საიტი არის (იქნება) Aquarium.ge (ვიცინი), რომელიც ჯერჯერობით გაგვითიშეს (ბოზები). მანამდე კი ტიზერ ვიდეო, რომელიც ამავე დროს არის ჩვენი გულისტკივილის (ერთად) გამოხატვა.

რაც შეეხება თავად აკვარიუმს (საბა მეუბნება, რომ აქ უნდა მძიმე, მაგრამ მე მაინც წერტილს ვწერ, რადგან ყლეზე მკიდია) (ესეც საბამ მიკარნახა). ეს იქნება ინტერნეტ რეალითი შოუ, გავკადნიერდები და ვიტყვი რომ ეს არის პირველად საქართველოში (სვიტის ”რეალითი ბლოგი, სექსი და როკენროლი” არ ითვლება). ფორმატი იქნება ისეთი, როგორიც რეალითი შოუებს შეეფერება (დიახ, ლომკა მაქვს!). და ა.შ. და ა.შ.

ახლა კი გენადი, ფონოგრამა:

Hi-def

Link: Vimeo.com/14651958

ან ალტერნატიული წყარო:

Read Full Post »


ორი წლის წინ ომი იყო. არც პირველი და არც ბოლო საქართველოს ისტორიაში, მაგრამ პირველი და იმედია ბოლო, რომელშიც მე მივიღე მონაწილეობა. მას შემდეგ 2 წელი გავიდა, მაგრამ დიდად არაფერი შეცვლილა. თუმცა საინტერესო იქნება ალბათ იმის გახსენება, რაც მაშინ ხდებოდა. გთავაზობთ ჩემს ძველ ჩანაწერებს, რომლებიც ამ ომის დროს ჩავიჯღაბნე და მის შემდეგ დღეებში, სანამ ცხელი იყო, აღვადგინე და დავწერე. მაშ ასე:

და აქვე ამ ყველაფრის ფონზე დაწერილი გაბრაზებული პოსტი:

ასე იყო ეს ამბები. დღეს კიდევ გოშკას დაბადების დღეა, რომელსაც უკვე მეორე წელია მის გარეშე ვხვდებით. ეჰ…

პ.ს. ბონუსად – შარშანდელი 7 აგვისტო.

Read Full Post »


დღეს სამსახურში მარშუტკით მოვედი. არაფერი გასაოცარი ამაში არაა, რადგან ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა ვჯდები ერთსა და იმავე მარშუტკაში და სამსახურისკენ მოვემართები. ის, რაც იქ ხდება, არც ეგაა უჩვეულო. პირველ 10 წუთი მძღოლი ჩამქვრალი ძრავით მოგორავს და ელოდება, როდის აიკრიფება მაქსიმალურად ბევრი ხალხი. როდესაც სალონი სანახევროდ სავსეა, ხოლო ჩემი მოთმინების ფიალა – მთლიანად, მძღოლი ძრავს ქოქავს და სისწრაფეს უმატებს.

აი ახლაც, შეუხვია ნუცუბიძის ქუჩაზე, აკრიფა სისწრაფე და მკვეთრად დაამუხრუჭა. დედა და შვილი ამოვიდა. კარი დახურული არ იყო, რომ პირველი ბრძანებაც გაისმა – ”მანდ არ დაჯდე!”. დედამ ნახევრადცარიელი მარშუტკის წინა სკამზე მოიკალათა და ბავშვი კალთაში ჩაისვა. მანქანა მზის გულზე მისეირნობდა და იმ ერთადერთი ფანჯრიანი ადგილის გარდა, სადაც მე ვიჯექი, სკამებს ბოლი ასდიოდა. ”საწყალი ბავშვი” გავიფიქრე და ძრავის მონოტონური ღუღუნი შეკივლებამ გაფატრა – ”ნუ იდებ პირში თითს!”. მოულოდნელობისგან შევხტი. შეხტა მძღოლიც, მაგრამ საბედნიეროდ ამ დროს გზის მოპირდაპირე მხრიდან არავინ მოდიოდა, ასე რომ გადავრჩით. ბავშვმა პროტესტის გამოხატვა სცადა, მცხელაო, მაგრამ მისი ხმა დარჩა ხმად მღაღადებლისა… მოკლედ, როგორცაა რა.

ცოტა ხანში მეორე წყვილი გამოჩნდა, ბებია და პატარა გოგო. მართალია ბებიას თავის საყვარელი და ფუმფულა შვილიშვილი კალთაში არ ჩაუსვამს, მაგრამ მთელი გზა მკლავზეხელშემოჭერილი ეჯდა გვერდზე, ემანდ ზედმეტი მოძრაობა არ გააკეთოს, არ გაიოფლოს და არ გაცივდესო.

მეგობრებო, რა არის ეს? რას გავს აღზრდის ეს მეთოდი? ვინ გაიზრდება ასე? მართალია, სწორედაც რომ ადამიანები, რომლებსაც არც დამოუკიდებლობა გააჩნიათ და არც გარემოს ადეკვატური აღქმა. მშობლებზე და ბებიებზე მიბმული ადამიანები, რომლებიც მას შემდეგ, რაც მიაღწევენ ”დამოუკიდებელ ასაკს”, ანუ ასაკს, როდესაც კანონის თანახმად მათ შეიძლება დამოუკიდებელი ადამიანები ეწოდოთ, არც მზად არიან და საერთოდ ვერც ხვდებიან, რატომ უნდა გააკეთონ ის, რასაც ყველა ცხოველი თუ ფრინველი აკეთებს – აფრინდნენ ბუდიდან. მეტიც, ვინც ხვდება ამას, ანუ ვიზეც ამხელა გავლენა არ მოუხდენია მუდამ ბებიის, დედის, მამის, ბიძის და 86454 სხვა ნათესავის კალთაზე გამობმულად გაზრდას, მასაც არ გამოსდის აფრენა. ან გამბედაობა არ ყოფნის, ან ”დედა ეცოდება” – უჩემოდ როგორ გაძლებს, საწყალი. მათგან იზრდებიან გოგოები, რომლებიც სახლში 9-ზე გვიან არ უნდა მივიდნენ, ბიჭები, რომლებსაც მამის ფულით ნაყიდი ჯიპი ბუნებრივი მოვლენა ჰგონიათ და ხალხი, რომელიც სულიერად არის იმპოტენტი.

იმის იმედი კი, რომ შემდეგი თაობა სხვანაირ პირობებში გაიზრდება და იმის შემდეგ თაობას კიდევ უფრო დამოუკიდებელს გაზრდის, დიდად არც მაქვს. როგორ შეიძლება, რომ მონად გაზრდილმა თავისუფალი ადამიანი გაზარდოს? ერთადერთი გაუცნობიერებელი გამოვლენა იმისა, რომ შვილს მიაჩვიო დამოუკიდებლობა, არის ”მიდი, მამიკო, ლუდი ამომირბენინე და ხურდა შენთვის დაიტოვე”  – იმუშავე და ფული გექნებას საწყისი, ჩანასახოვანი სტადია. თუმცა ესეც გაუაზრებელი, არაფრისმქმნელი და სხვა, მონური მეთოდებით დათრგუნული. საწყალი ჩვენი და ჩვენს შემდეგი თაობა.

პ.ს. ეს ბოლო ხანებია ვამუშავებ ერთ პატარა თეორიას, რომელიც განხორციელების შემთხვევაში ყველაფერს შეცვლის. საჭიროა ერთი 200,000 ჩვილის მოპარვა ან სხვა მეთოდით შოვნა, მათი წაყვანა უკაცრიელ კუნძულზე და სწორად, დამოუკიდებელ ადამიანებად აღზრდა. შემდეგ ეს ჩვილები როდესაც გახდებიან 15 წლის, უნდა ჩამოასახლო უკან, საქართველოში და დაე მათ მაინც შეცვალონ რამე. სხვანაირად ჩვენი საშველი არაა.

Read Full Post »


გუშინ ჩემთან დაიწერა კომენტარი, რომლიც არით რიგით მე-5000. კომენტარის ავტორია სიყვარულოვნა (ping) და პოსტი, რომელზეც ის დაიწერა – ”ტვიტ.ჯი – ფლუდერების ახალი გასართობი”. დიდი მადლობა, რომ აქტიურობთ და არ გეზარებათ კომენტარების წერა, Keep Going!

ეს კი ამ კომენტარის Proudly სკრინშოტი. სამგზის ვაშა, მეგობრებო!

აქვე მცირე სტატისტიკა – პირველი კომენტარი, რომელიც დაფიქსირებულია, ყვავის ბუდეზე დაიწერა 2006 წლის 14 აპრილს, პოსტზე ”მკვდარი”. მას შემდეგ გავიდა 1,550 დღე, რაც ნიშნავს რომ საშუალოდ დღეში იწერება 3.23 კომენტარი. ამჟამად ყვავის ბუდეში არის 405 პოსტი, რაც ნიშნავს, რომ საშუალოდ თითო პოსტზე მოდის 12.35 კომენტარი. ამ ყველაფერს, ვორდპრესზე რეგისტრაციის დღიდან მიღებული აქვს 245,448 ჰიტი, რაც საშუალოდ 158 ჰიტს უდრის დღეში. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამ საშუალო მონაცემებზე გავლენას ახდენს ასევე ე.წ. ”მკვდარი პერიოდები”, ეს არ უნდა იყოს ცუდი მონაცემი.

აქვე მოვახდენ საბოლოო ქამინგ აუთს და დავდებ ჩემი ბლოგის სრულ სტატისტიკას. პირველად.

და აქვე დღეში მიღებული საშუალო ჰიტების რაოდენობა.

დაე ეს ყველაფერი იყოს თვენთვის სტიმული, როგორც კომენტარების, ასევე თავად ბლოგის წერის.

პ.ს. როგორც ხედავთ, ქართულ დომეინზე გადასვლის შემდეგ ჰიტებმა მკვეთრად მოიმატა.

Read Full Post »


აგერ უკვე რამდენი ხანია ვტკბები ყვავის ბუდის სტატისტიკით და დღემდე ვერ ამიხსნია ამ ზემოთ-ქვემოთ ფართხალის მიზეზი. სადაც კი მინახავს სხვისი ბლოგების სტატები, ყველა თანაბრად მიდის, ჩემი კი ნავთობის ფასივით ცვალებადია.

ორიოდე წლის წინ მეგონა, რომ ამაში კანონზომიერება დავიჭირე და ამაზე დიდი სამეცნიერო ნაშრომის ხელა პოსტიც მქონდა გამზადებული, თუმცა ის დღემდე დრაფტებში ინახება. არც პოსტის წერის ინტენსივობა და არც სხვა რამ არ ახდენს გავლენას არაფერზე. ერთადერთი მოსაზრება ის მაქვს, რომ ვიზიტორების რაოდენობა იცვლება იმის მიხედვით, როდის რას ეძებენ მომხმარებლები ინტერნეტში და შესაბამისად რა ტეგს უგდებს ჩემთან. თუმცა ესეც მხოლოდ გამოუცნობი პარალელური სამყაროდან მოტანილი აზრია.

ცოტა უფრო სერიოზულად და დალაგებულად რომ ვთქვათ, ცხადია რომ ახალი პოსტი მოქმედებს ვიზიტორების რაოდენობის ზრდაზე, მაგრამ როდესაც პოსტები მატულობს, მერე უკვე დაგროვილი კონტენტიც ერთვება ალ’ბათ საქმეში. ამაზე მეტყველებს სხვა, ნაკლებკონტენტიანი ბლოგების სტატისტიკის გადახედვა – ქრაუ პიქჩერზი იქნება თუ ღმერთების დღიურები. იქ ყველაფერი მარტივადაა – დაწერ, ავარდება, ცოტა ხანში ისევ მოიკლებს.

მოკლედ, პროფესორებო, სპეციალისტებო, მენეჯერებო, გურუებო, ინტერნეტ ელჩებო და მათთან გათანაბრებულო პირებო – გისმენთ, გადმოალაგეთ თქვენი ზეკომპეტენტური აზრები. Наглядной маретиал-ი იხილეთ ქვემოთ.

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: