პენისების დატოლება ქართულად, ანუ ”დამილაიქე, რა”


თიბისი ბანკის სმარტ კლუბი გეცოდინებათ თუ არა, გაგონილი მაინც გექნებათ. ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი წარმონაქმნი, რომელსაც საკუთარი პეიჯი აქვს ფეისბუქზე და ათასგვარ უცნაურ კონკურსს აწყობს. გამოიცანი მუსიკა, გამოიცანი ლექსი, გამოიცანი სურათი, გამოიცანი ის, გამოიცანი ეს… თუმცა მე მინდა მათ ერთ, ბოლო მიგნებაზე მოგიყვეთ, რომლითაც მთელი ქართული ბლოგოსფეროს ნაღები აჟიტირდა.

ორიოდე კვირის წინ ამ კლუბმა, უფრო სწორად მისმა ფანპეიჯმა ფეისბუქზე, დაიწყო ”ბლოგერების კონკურსი” , სადაც მართალი რომ ვთქვათ, შესანიშნავი პრიზია – iPad. დივაისი, რომელიც ყველა თავმოყვარე ტრაკშიპეროს უნდა ედოს მხარიღლივ გადაკიდებულ ჩანთაში. მისი მოგება, ერთი შეხედვით მარტივია – შენი ბლოგიდან, რომელიც იგულისხმება რომ გაქვს, აგზავნი ერთ, შენი აზრით საუკეთესო პოსტს, რომელიც ასევე იგულისხმება, რომ უკვე დაწერილი გაქვს. თუ არ გაქვს, წერ და აქვეყნებ ძველი თარიღით. პოსტები იყრება ქუდში, იზილება და იდება ზემოთხსენებულ ფანპეიჯზე.

და აქ იწყება პენისების, უფრო სწორად კი აქტიური ფრენდების დატოლება. გამარჯვებული არის ის პოსტი და შესაბამისად ავტორი, რომელიც ყველაზე მეტ Like-ს მოიპოვებს. ლაიკების მოპოვება კი, მართლაც ფრენდების ზომების დატოლებაა. ”აუ დამილაიქე, რა” – მსგავს პოსტებს უფრო და უფრო ხშირად შეხვდებით ფეისბუქზე. ფსევდოსამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, კონკურსი ისე მოაწყვეს, რომ ცალკე პოსტის დალინკვა შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, დამილაიქერა-ებისგან დასაცავად. თუმცა, თუკი თიბისის ფანპეიჯს კომპიუტერული გენიოსები აკეთებენ, ბლოგებს უფრო დიდი გენიოსები წერენ. ასე რომ ალბათ აღარავისთვის არაა საიდუმლო ის მეთოდი, რომლითაც ცალკეული პოსტის დალინკვა შეიძლება. ლინკი ასე გამოიყურება:

http://zynga.ge/konkursi/article.php?id=%5Bაქ პოსტის ID]

და წავიდა. ვსვამთ ლინკის ბოლოში ჩვენი პოსტის ID-ს, რომელიც მოგვანიჭა სმარტმა (მაგალითად ჩემი პოსტის ID = 36) და წავიდა ესემესები (თუ როგორც იყო რომელიღაც პაპსა გადაცემაში). ლინკი შეგვიძლია გადავაფრიალოთ ყველგან, სადაც კი ხელი მიგვიწვდება და იმისგან დამოუკიდებლად, რა გვიწერია ამ ლინკზე, არცერთი მეგობარი არ დაგვზარდება ერთი ”ლაიქის”  დაჭერას.

ასე რომ არც გამიკვირდება, თუ ამ კონკურსში ისეთივე ”მაგარი პოსტი” გაიმარჯვებს, როგორი მომღერლებიც და არამარტო მომღერლები იმარჯვებენ ქართულ შოუებში, სადაც სანაცნობო წრის დატოლება მიდის. მარტო ერთი რამ მაინტერესებს – როდემდე უნდა ვატოლოთ ერთმანეთს?

რა გვინდა ბლოგ შეხვედრებისგან


უახლეს ისტორიას რომ გადავხედოთ, ბლოგერთა სხოდკები საშუალო სიხშირით იმართება ხოლმე, მაგრამ გუშინდელი სხოდკა იყო პირველი, რომელზეც მე ვიყავი. ჩემი არმისვლის მიზეზები სხვადასხვა იყო ხოლმე, მათ შორის ერთ-ერთი ის, რომ სხოდკები მაკდონალდსში იმართებოდა, მე კი მაკდონალდსში მხოლოდ ტუალეტისთვის დავდოვარ ხოლმე, ისიც როცა ახლოს ვარ.

გუშინდელი სხოდკა იმით გამოირჩეოდა დანარჩენებისგან, რომ ფორმატი იყო არჩეული ”ხინკალი და ბლოგერები”-ს სახის, შესაბამისად კუჭ-თვალს უხაროდა. და მოუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად სამსახურის გადაგდება მომიწია, მაინც მივედი. პირველი, რამაც გამახარა იყო ორი სტუდენტი გოგო – სასიამოვნო სურპრიზი. თუ არ ჩავთვლით ბევრკილოდაკლებულ როკოს, მეტი სურპრიზები არ ყოფილა. სხოდკაზე, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, ღრეობაზე სამიოდე ფოტოაპარატი შევამჩნიე, თუმცა სურათებს ყველა ჟოჟკავს.

თუმცა ეს პოსტი არ ეძღვნება იმას, ვინ რამდენი ხინკალი ჭამა და ვინ რამდენი დალია, ეს არის დამაფიქრებელი პოსტი – ასეთი ფორმის სხოდკები არის თუ არა მარაზმი, როდესაც გრძელ მაგიდას 15-20 კაცი უზის და 3-4 სხვადასხვა თემაზე ლაპარაკობენ, კუტოკ-კუტოკ. საერთოდ, რა გვინდა ბლოგერთა სხოდკებისგან, ისაა ჯერ გასარკვევი. ანუ თუკი მას უნდა ქონდეს უბრალოდ ურთიერთგაცნობის ფორმა და მეტი არაფერი, მაშინ სახინკლეც კარგი ადგილია ამისთვის და იპოდრომიც, სადაც რამდენიმე ლუდდაკლებული ახალგაზრდა წავედით კიდეც სახინკლის მერე და პრინციპში გავტყვერით, მე მაინც ყოველ შემთხვევაში. მაგრამ დოდკას აქვს მეორე იდეა – სხოდკას უნდა მიეცეს რაღაც მინიკემპის ფორმა, ან ვორკშოპი. პრინციპში ეგეც კარგია და ესეც და საერთოდაც, სახინკლეში რომ ამაღლებულ თემებზე არ წავიდოდა ლაპარაკი, ეს ხომ ცხადი იყო?

ასე რომ ველოდოთ მომავალს, დრო გვიჩვენებს რა ფორმა მიეცემა ბლოგერთა ურთიერთობებს. ვორკშოპის იდეა კი მართლაც რომ კარგია.

ქართული ბლოგები [vpost]


როგორც იცით (ან არც იცით) დოდკას აქვს ქართული ბლოგოსფეროს მიმოხილვა დაწყებული. მე და პიკოლინა განვავრცობთ თემას და გთავაზობთ ამავე თემაზე ვიდეოპოსტს. როგორც ამ ვიდეოს ორიგინალ აღწერაშია ნახსენები:

თუკი ამ პოსტში შემთხვევით თქვენ თავსაც აღმოაჩენთ, ნუ გაბრაზდებით, ან გაითვალისწინეთ ყველაფერი, ან უბრალოდ გაიღიმეთ…

ასე რომ დატკბით ”გადაცემით”, რომელმაც უკვე ასე თუ ისე ჩამოყალიბებული ფორმა მიიღო. ვიდეო თითონ 11 წუთიანია, ამიტომაც რამდენჯერმე ჩავატარეთ ტესტი თუ რამდენად ყურებადია – ფაქტიურად თვალს ვერ მოწყვეტ. მაშ ასე, გენადი, ფონოგრამა:

Permalink: http://vimeo.com/4393022

პ.ს. ეს ვიდეო წესით გუშინვე უნდა დამეგდო, მაგრამ საღამოს გასაქცევი ვიყავი და ვეღარ მოვახერხე. თუმცა რა განსხვავებაა…

ფრიკ შოუ


ნათქვამია – ერთი ბლოგერი კაია და ბევრი ბარდაგიო. ვიდეო ამის ცხადი მაგალითია. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა 4-ის მაგივრად რვანი რომ ვიყოთ, ან მეტი კიდევ.

Link: http://vimeo.com/3689628

პროფესია


პროფესია – ეს არის აზიმოვის მოთხრობის სათაური, რომელმაც ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ დღემდე დაყლევებული დავდივარ (წუხელის წავიკითხე). ასევე მაყლევებს უმუშევრობა, უფრო სწორად კი ფიქტიური სამუშაო. ამ ყველაფერზე და არამარტო ამათზე არის ჩემი შემდეგი ვიდეოპოსტი, რომელშიც ამავე დროს ვეხები ახალ ვიდეო ბლოგერებს.

დანარჩენი ვიდეოში:

link: http://vimeo.com/3284796

აქვე ”მაყურებელთა თხოვნით” ვაგდებ იმ ზემოთხსენებული ბლოგების მისამართებს: თიკო და შო (როტენი). მართალია შოს ძალიან დაჭყანული მისამართი აქვს და არ არის გამორიცხული გამოცვალოს მალე, მაინც ვდებ, თავისი სადარდებელია ეგ :)

პლუს ზარმაცი და უწიგნური მკითხველებისთვის (წიგნი რომ არ აქვთ და ნეტში მოძებნაც ეზარებათ ანუ) ვდებ ამ მოთხრობის ლინკს, მართალია რუსულადაა, მაგრამ რას იზამ, ინგლისური ბიბლიოთეკა მე არ ვიცი და ქართულად მგონი საერთოდ არ არის ნათარგმნი. ასე რომ წაიკითხეთ და დატკბით – აიზეკ აზიმოვი – ”პროფესია”. შედეგები და შთაბეჭდილებები შეგიძლიათ მოპოსტოთ აქვე :)