რამდენი ბლოგია მსოფლიოში?


დაახლოებით ერთი კვირაა რაც მაწუხებს ეს საკითხი. განა იმიტომ, რომ ძალიან მაინტერესებს, ამ საკითხით ჩემი დაინტერესება არ აღემატება საშუალო სტატისტიკური ქართველის ინტერესს – რამდენი კრატერია მთვარეზე. უბრალოდ ეს კვირაა სტატიაზე ვმუშაობ, სადაც ერთ-ერთი მონაცემი უნდა იყოს ბლოგთა რაოდენობის შედარება საქართველოში და სხვა ქვეყნებში. არც ისე მნიშვნელოვანია ეს მონაცემი, მაგრამ საკმაოდ სასურველი. და ამდენი მონაცემის ტყუილად დაკარგვაც არ იქნება კარგი, რაც მოვიპოვე.

თითქოს ყველაფერი მარტივადაა – ვიკიპედია ჩვენი მეგობარია. შედიხარ მანდ, წერ სერჩში სიტყვა ”ბლოგები”-ს, ან მის ინგლისურ/ფრანგულ/კორეულ ანალოგს და შესაბამის ენაზე ეცნობი ყველა მონაცემს. შენც არ მომიკვდე. ბოლო მონაცემი არის 2007 წლის და ისიც საკმაოდ მიახლოებითი, ერთადერთი საიტის – ტექნორატის მონაცემებია, რომლის მიხედვითაც 2007 წელს 112 მილიონი ბლოგი იყო მსოფლიოში. კარგი ბატონო, მაშინ თუ იყო 112 მილიონი, საიდანღაც იგებ, რომ თვეში 100-150 ათასი ბლოგი ემატება ამ ყველაფერს და ყველაფერი კალკულატორის ამბავია. მაგრამ ასე მარტივადაც არ არის. ”the Blog Herald” -ზე ვიპოვე 2008 წლის დასაწყისის სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ამ რაოდენობას ემატება კიდევ 73 მილიონი ჩინური ბლოგი და ხუი ივო ზნაეტ რამდენი სხვა, არაინგლისურენოვანი. ასევე ისინიც, რომლებიც უბრალოდ არცერთ კატალოგში არაა დათვლილი. მოკლედ, დიდი პათოსით და მონდომებით არის მომიხილული მიმდინარე (2008 წლის ანუ) მდგომარეობა და დასკვნა გამოტანილი – არავინ იცის, რამდენი ბლოგია მსოფლიოში და დათვლასაც არ აპირებენ. ამ სტატიის წაკითხვისას ისეთი სურვილი გიჩნდება ადამიანს, რომ საერთოდ აიღო და წაშალო ბლოგი.

ეს ყველაფერი ხდება იქ, გაღმა ნაპირზე, სადაც ყველაფერი კატალოგებადაა დალაგებული და მოწესრიგებული. მაგრამ საიდან მოვიტანო სომხეთის, აზერბაიჯანის და ბალტიისპირეთის მონაცემები, რომელსაც საქართველოსთან შესადარებლად უფრო დიდი მნჳშვნელობა აქვს, ვიდრე თუნდაც ამერიკაში არსებულ 20 მილიონ ბლოგს? ეს ქვეყნები ჩვენნაირები არიან (დაახლოებით) ეკონომიკითაც, ზომითაც და ისტორიული წარსულითაც. კარგი ჩავთვალოთ, რომ  ბლოგკატალოგები, როგორიცაა მაგალითად ჩვენთან blogroll.ge, ასე თუ ისე საორიენტაციო წერტილია და ისინი, ვინც კატალოგში არაა დარეგისტრირებული, არც გადის ბლოგებში. ეს უკვე საკმაოდ უხეში დამრგვალებაა, რადგან თუნდაც საქართველოში, სადაც ამ მომენტისათვის ბლოგროლზე 468 ბლოგია დარეგისტრირებული, არსებობს კიდევ სრულიად გაურკვეველი  რაოდენობის ისეთი ბლოგი, რომელიც უბრალოდ არაა ამ კატალოგში მოხვედრილი.

მოკლედ რომ ვთქვათ, სად ვართ, ჩვენ თითონ არ ვიცით…

Advertisements

New media forum 2009


გუშინ და გუშინწინ რომ ”ნიუ მედია ფორუმი” შედგა მთაწმინდის პარკში, ალბათ უკვე გაიგებდით. მე და საბა ერთად ავედით (სხვებთან ერთადაც, მაგრამ აქ ერთად ასვლაში იგულისხმება ერთი განწყობით ასვლა) და ძალიან შესანიშნავი დრო გავატარეთ. იმის აღწერა, თუ როგორი დრო გავატარეთ, შეგიძლიათ ნახოთ საბას ამ პოსტში, ვინაიდან და რადგან მე რომ დავწერო, ფაქტიურად იგივეს დაწერა გამოვა. რაც შეეხება ჩემს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს – მეორე დღეს ქაბაბი არ დაგვიტოვეს, ჩათლახებმა, გვიან მისულებს, ცეცხლად და ნეფთად. დვორსკიმ კარგად ილაპარაკა პოდკასტინგზე, თუმცა პუბლიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არამგონია უახლოეს ათწლეულში ახალი პოდკასტერები შეგვემატოს.

თუნდაც ერთი მაგალითი კმარა იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, პოდკასტინგის ბუმი არ გვემუქრება – დვორსკი ყვება, რომ ხმის ჩაწერა შეიძლება ბევრი რამით, თუნდაც ტელეფონით, აქვე აყოლებს, რომ თანამდროვე ტელეფონებს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვთ ამ მხრივ და ამ დროს ისმის ერთი ბიჭის კომენტარი, ”ჟურნალიზმის ზეიმის” კლანიდან – ეგ რანაირად გამოვა, ახალ ტელეფონს რომ იყიდი, ერთ თვეში კიდევ უფრო ახალი გამოვა და ეს ჩემი კიდევ ხომ გაბანძდებაო. ბევრი ფიქრის და მსჯელობის მერე ჩემამდეც მოვიდა ამ წინადადების აზრი – ახალი მოდელის გამოსვლა ავტომატურად უკარგავს მის წინა მოდელებს ყველა იმ ფუნქციას, რაც გააჩნია.

ასეა თუ ისეა, კარგი იყო. განსაკუთრებით სვიტის გამოსვლები (არც მე გავლინკავ მას, საბასი არ იყოს, რადგან ის ისედაც ყველამ იცის), რადგან ბევრი მარგალიტი შევაგროვე მაქედან. სხვა მარგალიტების შეგროვება დამეზარა.

და აქვე მოწოდება ყველას, ვინც იქ იყო და ფოტოაპარატებს აჩხაკუნებდა – სურათებს ნუ ჟოჟკავთ, თორემ ჩამოგივლით სუყველას ბლოგროლზე და ჩაგძირავთ! აქვე პოსტის დატაგვა – როგორც ჩემი მოკლე ჭკუა მკარნახობს და მახსენებს, ასეთ ივენტებს მგონი რომ ერთსიტყვიან ტეგებად იმასშვებიან, წიპა newmediaforum2009 :) ნუ მე ასე ვიზამ და თქვენ ის იმასგიქნიათ იქ.