Immortal Drunkards-ცანგალა და გოგონა (კლიპი)


პატივცემულო საზოგადოებავ!

მოგეხსენებათ ალბათ, რომ აგერ უკვე ორიოდე კვირაა, რაც ჩემი აპარტამენტებიდან არ მაქვს ინტერნეტ რესურსებზე წვდომა, რასაც მართალი რომ ვთქვა ძალიან განვიცდიდი საწყის პერიოდში, მაგრამ ახლა ნელ–ნელა ვიკიდებ. აქვე აღმოვაჩინე, რომ ამ მოვლენას თავისი პლიუსებიც გააჩნია, რომელთანან ერთ–ერთიც მინდა წარმოგიდგინოთ.

აგერ უკვე სამიოდე წელია, რაც ჯგუფი “იმორტალ დრანკარდსი” ეწევა შემოქმედებას. თავიდან ეს ვიყავით მე და გეგა, შემდეგ კი ყველაფერს მიეცა ერთი მსახიობის თეატრის სახე – მე და სხვები, ანუ თითო სიმღერაში თითო მოწვეული ადამიანი. ერთი საერთო იდეური ხაზი, რაც შეიძლება ასე თუ ისე ჩანდეს არის ის, რომ გეგა და მროველი მაინც შეიძლება ჯგუფის ბირთვის ნაწილად ჩაითვალოს.

ჩვენი შემოქმედების ადრეულ პერიოდში, შორეულ 2007 წელს ჩვენ შევქმენით ჩვენი ერთ–ერთი პირველი ნაწარმოები – “ცანგალა და გოგონა”, რომელიც მართალი რომ ვთქვა, დიდად არაა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ასევე არ გეცოდინებათ თქვენ ისიც, რომ ამ ორიოდე წლის წინ ამ სიმღერის კლიპის გადაღებაც დავიწყეთ, მაგრამ უთავობისა და გამო ვეღარ მოვაბით თავი მის დამთავრებას.

და აი ახლა, როდესაც ინტერნეტის გარეშე დავრჩი ხანგრძლივი დროით, მოვაბი როგორც იქნა თავი ამ ყველაფერს, სიმღერის ე.წ. რემასტერიც გავაკეთე, ანუ ახალი ჟღერადობა შევძინე და კლიპიც დავამთავრე. ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ ზუსტად ამ კლიპის წარმოდგენა მინდა ახლა თქვენთვის. იგი გადაღებულია სამოყვარულო კამერით, მასში მონაწილე მსახიობები არ არიან პროფესიონალები, თუმცა ყველაფერი გულით არის გაკეთებული, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დამეხმარა ამაში: მროველს და აპოკალიფსს იმისთვის, რომ კამერები მათხოვეს, მსახიობებს, რომელთა გარეშეც არაფერი გამოვიდოდა და ბოლოს საკუთარ თავს, რომელმაც ჩაწერა, გადაიღო და დაამონტაჟა კლიპი.

ახლა კი ვიდეო:

Advertisements