მიტოვებული აფხაზეთი


მე მინდოდა დამეწერა ორიოდე სიტყვა მიტოვებული ბლოგების შესახებ, რომლებიც ბლოგების საერთო რაოდენობის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო ხშირად გვხვდება (ლაპარაკი მაქვს ჩვენებურ, სამამულო ბლოგებზე) და გადავწყვიტე სტატიის შესაბამისად გასაფორმებლად რაიმე ეფექტური სურათი მეპოვა ინტერნეტში. მაგრამ ისეთ რამეს წავაწყდი, რომ სულ გადამავიწყდა ჩემი საწყისი მიზანი.

ჩემი პირველი რეაქცია იყო ნაპოვნით აღტაცება, მერე გაოცება, მერე შეძრწუნება, ახლა კი უბრალოდ მინდა თქვენც გაჩვენოთ ეს ყველაფერი. პოვნით კი ვიპოვე ფრიად უცნაური გალერეა ვიღაცა რუსი ფოტოგრაფისა, სადაც არის ქალაქ ჩერნობილის სურათები, აფეთქების შემდეგ.

http://englishrussia.com/?p=293 

ეს თვით საიტი-გალერეა. მიდით და დატკბით თქვენც, ან არ დატკბეთ, უბრალოდ დაათვალიერეთ :-)

და ჰო, საწყის მისიაზე კი იმას ვიტყვი, რომ ნუ მიატოვებთ ბლოგს, ცოდოა…

პუ. სუ. აჰ… მაგავე საიტის თვალიერებისას მეორე, უკეთესი რაღაც ვიპოვე – მიტოვებული აფხაზეთი. იხილეთ თქვენც…

http://englishrussia.com/?p=814

ჩერნობილი

%d bloggers like this: