Hit me baby one more time


სათაური ალბათ გეცნოთ, ესაა ბრიტნი სპირსის ძველი ჰიტი. არა, მე ამ ჰიტის ვიდეოს დაგდებას არ ვაპირებ, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ამ რამდენიმე დღის წინ მუზა მეწვია და გადავწყვიტე მისი გოთიკ-მეტალ ქავერის გაკეთება. ჯერჯერობით დემოს ვერ დავაგდებ, რადგან ჩაწერები მიმდინარეობს, მაგრამ ელოდეთ და ძრწოდეთ!

რაც ყველაზე სასიამოვნოა ამ პროცესში ისაა, რომ ამდენხნიანი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა, ისევ დავიწყე რაღაცის წერა. ბოლო ვესჩი, რომელიც გავაკეთე, იყო ”გელინო”-ს რეპ ქავერი. ასე რომ მალე… მალე…

და კიდევ ერთი – გიტარას და ბასს ამჯერად ცოცხლად ვწერ. ასევე ვეძებ ქალს, საოპერო ვოკალით, თუ ვერ ვნახავ და… რამეს მოვიფიქრებ. ერთი კანდიდატი კი მყავს, მაგრამ არ ვიცი ჯერ რა გამოვა აქედან, რამდენად საოპერო იქნება ეს ყველაფერი.

მანამდე კი შემოგთავაზებთ ამ სიმღერის ერთ-ერთ ვერსიას, ესეც მეტალ ქოვერია, მაგრამ ხერხვებიანი:

Advertisements

This is the life


სიმღერა, რომლის სათაურსაც ამ პოსტის თავზე ხედავთ, ეკუთვნის ვინმე ემი მაკდონალდსს და თუკი მისი ორიგინალი მოსმენილი გაქვთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ დიდი არაფერი განსაკუთრებული არაა მასში. მაგრამ აქ მინდა წარმოგიდგინოთ სულ სხვა შესრულება.

ორი და გერმანიიდან, 16 და 14 წლის (fiona & emily), რომლებმაც თავიანთი ინტერნეტმოღვაწეობა დაიწყეს იმით, რომ მსგავსი სტილის (როგორიც ქვემოთ ვიდეოშია) ვიდეოები გადაიღეს და ყოუტუბზე დაყარეს, ანუ სხვადასხვა ცნობილი სიმღერების ანფლაგდ ქავერები. საბოლოოდ, ორიოდე წელიწადში მიაღწიეს იმას, რომ გერმანიის ტოპ მუსიკოსებში შევიდნენ გამოწერების მიხედვით. მართლაც შესანიშნავად მღერიან:

თუკი მათი სხვა სიმღერების მოსმენაც გინდათ (რის რეკომენდაციასაც გაძლევთ, რომ გინდათ), იხილეთ არხი: Fiomily on youtube

Continue reading “This is the life”