დარდიმანდი-კლიპის პრეზენტაცია


ჯგუფი ”დარდიმანდი” შემადგენლობით ყვავა და შო წარმოგიდგენთ სიმღერას ”ლოთიანი” და ოფიციალურ კლიპს მასზე. სიმღერა არის დარდიმანდული ხასიათის და რეკომენდებულია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ასე ენატრება ძველი დრო და რესტორნის დვიჟენია. ასევე კარგი იქნება, თუ მოუსმენენ ახალი თაობის წარმომადგენლებიც, რათა იგრძნონ ის სული, რაც ჩვენს მამებს ამოძრავებდა მაშინ…

კლიპი მოპოვებულია ქართული კინოფილმის ვიდეოარქივში, მისი ჩასმა თავის დროზე დაგეგმილი იყო ფილმში ”საბუდარელი ჭაბუკი”, მაგრამ როგორც ჩანს საბჭოთა ცენზურამ დაბლოკა და იმის შემდეგ წლების განმავლობაში იდო არქივის თაროებზე და მტვერი ედებოდა, სანამ შემთხვევით არ აღმოაჩინა ერთმა კეთილმა ქალბატონმა, რომელიც ამავე დროს არის ბიძაჩემის მეზობელი და იცის რა, რომ გატაცებული ვარ ასეთი სტილის შემოქმედებით, გამოატანა ჩემთან. რაღა თქმა უნდა, რომ კინოფირიდან ციფრულ ფორმატში გადატანა არ იყო ადვილი საქმე, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და მინდა წარმოგიდგინოთ.

სიმღერაზე და კლიპზე ყველა საავტორო უფლება დაცულია და ეკუთვნის შოს, ყვავას, Crow Records -ს და Crow Pictures -ს. ახლა კიდე ვიდეო:

link: http://vimeo.com/3253483

Update: ვიდეო უკვე YouTube-ზე:

link: http://www.youtube.com/watch?v=u6JLVpL3A24

Lookaround


გამარჯობა ჩემო მიტოვებულო მკითხველო. გაინტერესებს ალბათ სად დავიკარგე. მეც არ ვიცი, სიზარმაცემ შთანთქა ჩემი ზრახვები, დამეწერა რამე და შეგხმიანებოდი. პრინციპში მარტო სიზარმაცემ არა, ჯერ ერთი არც არაფერი მქონდა სათქმელი, მნიშვნელოვანი და ისეთი განსაკუთრებული, რომ აღნიშვნის ღირსი ყოფილიყო არაფერი მომხდარა და თან რამოდენიმე დღის განმავლობაში სიკვდილს ვებრძოდი. ნუ მთლად მასეც არა, მაგრამ საწოლში ვეგდე სიცხიანი…

ასეა თუ ისე, მაინც ხდება რაღაც, ერთ ადგილზე ტკეპნა რომ არ გამოვიდეს მთელი ცხოვრება (რაც ყველაზე მეტად მეზიზღება), ვცდილობ მუშაობის ილუზია მაინც შევქმნა. ნუ ცხადია, რომ სტაბილური და გალსტუკიანი სამუშაო არ მაქვს (რატომაა მამენტ ცხადი, მაგრამ ფაქტი მაინც ხომ არის :mrgreen: ), მაგრამ, როგორც ლავმენა იტყოდა ”ვჩალიჩობ”. ამ ჩალიჩში შედის იმის მცდელობაც, რომ ქრაუ პიქჩერზი რამეს დავამგვანო და შემოქმედებითად მაინც ვქნა რამე. ჯერჯერობით ის პლიუსია, რომ ვიდეო ბლოგი გავაკეთე და ნიადაგი მოვამზადე იმისთვის, რომ შედევრები გადავიღო. ერთი კამერაც რომ მქონდეს Под руки საერთოდ კანფეტივით ამეწყობოდა ყველაფერი. ვიდეო ბლოგის პრეზენტაციით შეგიძლიათ დატკბეთ როგორც ზემოთმოცემულ ლინკებზე, ასევე აქვეც:

ჩემი ტატუს აპარატი ჯერჯერობით მუშაობს, თუმცა კარგი საღებავი არ მაქვს და ლეღვური რაღაცეები გამომდის ჯერჯერობით. კარგ საღებავში ვგულისხმობ ისეთს, რომლის ფაქტურაც იძლევა საშუალებას ნახატის უპრობლემოდ გაკეთებისა. სადმე უნდა ვიშოვო რა… გარდა ამისა კიდევ მაქვს გეგმები, დაკავშირებული მომავალთან, ვნახოთ რა გამოვა, ჩემზეც არის დამოკიდებული და ცხადია, ზოგად გარემოებებზეც. ასეა თუ ისე, მაინც ფაქტია, რომ Завтра будет лучше…

Tutor Show – როგორ ვიყიდოთ პრეზერვატივი


მინდა წარმოგიდგინოთ “Crow Pictures”-ის ახალი ნაწარმოები, ახალი შოუ, სახელად ”ტუტორ შოუ”.

”ტუტორ შოუ”- პატარა, ცხოვრებისეული დეტალები, ნაჩვენები ვიდეოტუტორიალის სახით. ამ სადებიუტო სერიაში ნაჩვენებია როგორ უნდა ვიყიდოთ პრეზერვატივი. უყურეთ, დაფიქრდით, შეიძლება გაიცინოთ, შეიძლება არც, მაგრამ თუკი ეს პატარა შოუ ოდნავ მაინც იმოქმედებს თქვენზე (დადებითად ან უარყოფითად), ნუ დაგეზარებათ და დაწერეთ თქვენი აზრი ამ ყველაფრის შესახებ, რა არის კარგი, რა არა და ა.შ. მოკლედ, იხილეთ ”ტუტორ შოუ”-ს პირველი სერია ”როგორ ვიყიდოთ პრეზერვატივი”.

იხილეთ ვიდეო:

link: http://www.youtube.com/watch?v=bhjQ9Z-SQos

ორიგინალი პოსტი და რელიზი შეგიძლიათ იხილოთ ”ქრაუ პიქჩერზის” ბლოგზე: [ Original Post ]

დოგმაფილია-ახალი შოუ


პატარა ანონსი მინდა შემოგთავაზოთ ახალი შოუსი, რომელიც კეთდება ”ქრაუ პიქჩერზის” კალთის ქვეშ, ესაა ”დოგმაფილია”. რა არის ეს? ციტატა:

როგორც მოგეხსენებათ, ქართული ენა ძალიან მდიდარია სხვადასხვა ფრთიანი გამოთქმებითა თუ ანდაზებით, რომელთა ჭეშმარიტებაში ეჭვიც არავის შეაქვს, მაგალითად ”ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო”. მაგრამ ასეა თუ არა, მართლა შესაძლებელია თუ არა ერთი თხილის გულის ცხრა ძმაზე გაყოფა, ეს არავინ იცის, ან თუნდაც ერთნაირად ”მოეფინების” თუ არა მზე ვარდსა და ნეხვს. ამ ყველაფრის შემოწმება, დამეთანხმებით რომ აუცილებელია…

Crow Pictures” წარმოგიდგენთ შოუს ”დოგმაფილები”, რომელშიც ორი დოგმაფილი, ყვავა და მროველა, მოახდენენ სასწაულებს, გადატრიალებას ერის აზროვნებაში და მეცნიერულად შეამოწმებენ ყველა იმ მითის რაობას და სიმართლეს, რომელიც ტრიალებს ხალხში, თუნდაც ერთი მარგალიტი რომ ავიღოთ – ”გრუზინსკი ხუი ბეტონ ლამაეტ”… რას და როგორ გატეხავს ”ქართული ხუი”, მაგას თქვენი თვალით იხილავთ.

ამ ყველაფერს ექნება შოუს სახე, რომლის პირველი სერიის გამოსვლაც დაგეგმილია ”სექტემბერსა პირველსა, 2008” და ამის შემდეგ ყოველ ორშაბათს თქვენი თვალით შეგეძლებათ იხილოთ მორიგი დოგმის მსხვრევა ან თუნდაც დამტკიცება. მანამდე კი იხილეთ საპილოტო-საანონსო სერია, სადაც უბრალოდ ხდება ამ ყველაფრის წარდგენა.

შოუს შესახებ დაწვრილებით თუ გინდათ გაიგოთ ყველაფერი,  ცხადია ”ქრაუ პიქჩერზის” ბლოგი უნდა მოინახულოთ, ასევე ცხადია მისამართზე – http://crowpictures.wordpress.com ხოლო ახალი სერიების და განახლებიბის გამოსაწერად კი დაგჭირდებათ ეს ლინკი: http://crowpictures.wordpress.com/feed გამოიწერეთ, დაგჭირდებათ :)

ლინკბექი პოსტზე:http://crowpictures.wordpress.com/2008/08/26/dogmafilia-pilot/

Crow Pictures – Blog


როდესაც კოლუმბია პიქჩერზი დაარსდა, მაშინ არ არსებობდა ინტერნეტი და შესაბამისად არ იყო საშუალება ბლოგის წარმოებისა. გავიდა დრო და ახლა ჩვენ გვაქვს მრავალი ლამაზი და მოსახერხებელი ინსტრუმენტი, რათა შევქმნათ ონლაინ ბლოგები, თანაც არაერთი, არამედ… არამედ ბევრი, იმდენი რამდენიც გულს გაეხარდება.

ასეა თუ ისეა, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი ბლოგი, რიგით მეათე ჩემს მიერ წარმოებული ბლოგების სიაში (მაინც წამომცდა  ). ეს არის სამოყვარულო სტუდიის ”Crow Pictures” -ის ონლაინ დღიური. არაფერი ისეთი, განსაკუთრებული, ჯასთ ენაზერ ვორდპრეს ბლოგ, როგორც იტყოდა თავად ვორდპრესი, ქართულად კი უბრალოდ ნიუსები იქნება, ახალი ფილმები, ან უბრალოდ გაერთობა კაცი რა. და რაოდენ გასაოცარია, რომ მისი მისამართი ასე ემთხვევა მისსავე სახელს, პირდაპირ გაოცებას ვარ მიცემული. და ეს მისამართია CrowPictures.Wordpress.com .

ძალიან კარგი, გადასარევი, პრეზენტაცია შედგა, ველქამ თუ აურ ბლოგ, ასე ვთქვათ, შემოიარეთ ხოლმე და დატკბით, ან თუ შემოვლა დაგეზარებათ, უბრალოდ გამოიწერეთ ბლოგი და ნიუსები ავტომატურად მოგივათ RSS  რიდერზე. გამოსაწერი ლინკი აგერაა: http://crowpictures.wordpress.com/feed უბრალოდ დააჭირეთ და ეგაა.

მოკლედ, გელით რა )