Crow Pictures – Blog


როდესაც კოლუმბია პიქჩერზი დაარსდა, მაშინ არ არსებობდა ინტერნეტი და შესაბამისად არ იყო საშუალება ბლოგის წარმოებისა. გავიდა დრო და ახლა ჩვენ გვაქვს მრავალი ლამაზი და მოსახერხებელი ინსტრუმენტი, რათა შევქმნათ ონლაინ ბლოგები, თანაც არაერთი, არამედ… არამედ ბევრი, იმდენი რამდენიც გულს გაეხარდება.

ასეა თუ ისეა, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი ბლოგი, რიგით მეათე ჩემს მიერ წარმოებული ბლოგების სიაში (მაინც წამომცდა  ). ეს არის სამოყვარულო სტუდიის ”Crow Pictures” -ის ონლაინ დღიური. არაფერი ისეთი, განსაკუთრებული, ჯასთ ენაზერ ვორდპრეს ბლოგ, როგორც იტყოდა თავად ვორდპრესი, ქართულად კი უბრალოდ ნიუსები იქნება, ახალი ფილმები, ან უბრალოდ გაერთობა კაცი რა. და რაოდენ გასაოცარია, რომ მისი მისამართი ასე ემთხვევა მისსავე სახელს, პირდაპირ გაოცებას ვარ მიცემული. და ეს მისამართია CrowPictures.Wordpress.com .

ძალიან კარგი, გადასარევი, პრეზენტაცია შედგა, ველქამ თუ აურ ბლოგ, ასე ვთქვათ, შემოიარეთ ხოლმე და დატკბით, ან თუ შემოვლა დაგეზარებათ, უბრალოდ გამოიწერეთ ბლოგი და ნიუსები ავტომატურად მოგივათ RSS  რიდერზე. გამოსაწერი ლინკი აგერაა: http://crowpictures.wordpress.com/feed უბრალოდ დააჭირეთ და ეგაა.

მოკლედ, გელით რა )

Lonely Crow


”…გაუმარჯოს, ხვალ შაბათია და ჩემთან ერთად ჭიქას ხომ არ აწევდი?” – დავწერე ტექსტი და გავჩერდი. ხვალ შაბათია, საკეთებელი არაფერია. მიუხედავად დღევანდელი დღის არაფრით გამორჩეული პარასკევობისა, შაბათი მაინც შაბათია, რომ არ აღინიშნოს, არ შეიძლება. ამიტომ ვიღებ ტელეფონს და ზემოთხსენებულ საკვანძო ფრაზას ვწერ, მითუმეტეს სიგნალი უკვე მიღებული მაქვს, სადაც სიტყვებს ”სპირტი” და ”დალევა” საპატიო ადგილი უჭირავთ. მესიჯი დავწერე, მაგრამ ვის გავუგზავნო? ვის უნდა ჩემთან ერთად ღრიალ-ფართიზე წამოსვლა? გადის წუთი, ორი, ხუთი… მესიჯი ისევ ჩემთაა, ამომცქერის ტელეფონიდან და მელოდება, როდის ვუპოვი ადრესატს. თავში ვარიანტები ტრიალებს… არა, ეს არ წამოვა… ეს აღარ წამოვა… ეს ჩემს გარდა ყველგან წავა… ეს… ბოლოს ტელეფონს უიმედოდ ვაგდებ და მჟავე სახით ვჯდები. რა გამოდის ახლა? აქეთ მივაწყდი, იქეთ მოვაწყდი და საბოლოოდ ისევ ისე მარტო დავრჩი, როგორც ვიყავი…

დედას შევეცი…

I’m home…


ჩემთვის ბარი დამთავრდა, მე უკვე სახლში ვარ, რომ ვთქვა არ მეწყინა-თქო, არ ვიქნები მართალი, ძალიანაც მეწყინა, მაგრამ რას იზამ, ნი ვიზიოტ ვ ბარე, პავიზიოტ ვ ლუბვი.

თავისუფლების პირველივე დღეს დამიჭირეს და ალკოთერაპია ჩამიტარეს, ე.წ. ”დაბრუნების რიტუალი”, რის შედეგადაც მივიღეთ ის, რაც არის ამ ვიდეოზე, ქვემოთ. დააჭირეთ და ისიამოვნეთ.

ღრიალი


დღეს ჩემთან ვიღრიალეთ… უბრალოდ ფოტოები, გადაღების დროის მიხედვით დალაგებული:

თავიდან ვიყავით ჩვენ ორნი…

ისევ…

დააჭირე ”მორე”-ს და სხვა სურათებიც არის… თან ბეევრი, ბეევრი…

Continue reading “ღრიალი”