Immortal Drunkards – Hit me Baby


ძველი ანონსი გემახსოვრებათ ალბათ: ძველი ანონსი.

მინდა წარმოგიდგინოთ ვესჩი, დიადი იმორტალ დრანკარდსის, რომელიც თითქმის ასეთივე სიდიადის ბრიტნი სპირსის მეტალ ქავერს წარმოადგენს. ბევრი რომ არ გავატრაკო, ტიტრები და წავიდა ტრეკი.

გიტარა, კლავიში, ბასი, დრამი, არანჟირება და კაცის ვოკალი – მე.
ქალის ვოკალი – სვიტი.

გენადი, ფონოგრამა:

Advertisements

BigCrow – Sun Set


წარმოგიდგენთ ჩემს ახალ მიქსს, სახელად ”Sun Set”. ეს მიქსი გავაკეთე ფსაი.ჯი-ს დიჯეების კონკურსში მონაწილეობისთვის და მინდა რომ თქვენც წარმოგიდგინოთ. სხვა მიქსებისგან განსხვავებით ამას კავერიც გავუკეთე :)

bigcrow-sunset-cover 

 

 

ხანგრძლივობა – 35:21
ბიტრეიტი – 160
ზომა – 40 მბ 

ტრეკლისტი: 

1. talamasca – sinai
2. vibe tribe – zimba
3. disorder – Disorder abstract
4. Basic nova – Fenix
5. Astrix – Dali colors band
6. mushroom – heaviweight
7. sirius isness – radar detection

ეს კი გადმოსაწერი ლინკი 

ჩემი თხოვნა იქნება, რომ დაწეროთ თქვენი შთაბეჭდილებები და ასე თუ ისე შეაფასოთ კიდეც, ვინაიდან და რადგან ეს ძალიან დამეხმარება განვითრებაში და სწორი მიმართულებით წასვლაში. Yo.

BigCrow-Xerox mix Vol.2


რას ნიშნავს ეს ფრიად იდუმალი და ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი სათაური? ძალიან მარტივი გასაგებია არადა ყველაფერი.

BigCrow-ეს მე ვარ. ქსეროქს მიქსი ქვია ჩემს პატარა მიქსს, რომელიც რომ მოცალეობის ჟამს გავაკეთე და ვიფიქრე, აქ დადებაც არ უნდა იყოს ცუდი იდეა-თქო. ნუ vol.2 ალბათ გასაგებია, მეორე ნაწილი, ან უფრო სწორი იქნება-მეორე მცდელობა :)

მაშასადამე ასე:
BigCrow-xerox mix vol.2

bpm – 142-148
bps – 192 kbs
Time – 34:00
Style – ტრანსი (ფაქტიურად ასეა…)
Downloadhttp://www.link.ge/file/142006/Xerox-mix-by-BigCrow–v2-0.mp3.html
ტრეკლისტში შედის ქსეროქსები, ტალამასკა, მაშრუმები, დისტორშენ ორკესტრა და ასტრალები კიდო. მიქსი არის ახალი, ფრეშ ნივრის არომატით.

მეტი რა ვთქვა… ისიამოვნეთ.

Box.net დავაყენე


რა დაყენება კი ამას უნდოდა, მაგრამ უბრალოდ იუზინგი დავიწყე, როგორც მასონი ამერიკელები იტყოდნენ. ჰოდა რა არის ახლა ბოქს.ნეტი, შერინგის სისტემაა რა, ფაილების და ჩახუტების და რაც მთავარია, ფაილები არ იშლება (როგორც ჯერჯერობით მივხვდი) და ინახება. ეს კი კაია, სადღაც ერთი გიგაბაიტი სპეისი მაქვს და შემიძლია რაღაცეები გაჩვენოთ ხოლმე.

დასაწყისისთვის იმორტალ დრანკარდსის რამდენიმე სიმღერა ავქაჩე, ვისაც აინტერესებს, შეუძლია ჩასკროლოს მთავარი გვერდი (ბლოგის) ქვემოთ და ვიდჯეტების ბოლოში არის ბოქს.ნეტის ვიდჯეტი, სამადელკა ოღონდაც, რაც მოყვა ფლეშ ვერსია, არ დამევასა, საშინელი დიზაინი და ჯანდაბა იყო… ჰოდა მანდ შეგიძლიათ ნახოთ გადმოსაქაჩად განკუთვნილი ფაილები, მოქაჩოთ და დატკბეთ :)

აბა თქვენ იცით…

We Remember II


მოსასმენი:

ახალი პოსტი ამ თემაზე <== ეს ლინკი.

გვახსოვს ბლიად…

მალე მოდის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე, დღე როცა მოგვიტყნეს სიფათები, ფეხით გაგვთელეს და დაგვაჩმორეს.

მაგრამ! გავიდა დრო და ჩვენ დავბრუნდით! ჩვენ დავბრუნდით ჰიმნით, We Remember და We Remember II. სხვათაშორის ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება, პირველი ნაწილი გვახსენებს წარსულ დაჩმორებას, მეორე კი, რომელიც ახლა იწერება, მოგვიწოდებს ბრძოლისკენ.

ზუსტად მაგ მეორე ნაწილზე მუშაობა დამთავრდა დღეს, წიპა წერა და ხვალიდან გადავდივართ სტუდიაში, ჩაწერებზე. აქვე მომყავს ტექსტი და მონაწილეების სია: Continue reading “We Remember II”