Trance party + vLogpost


სირცხვილია მეგობრებო, სირცხვილი. ადამიანი, მით უმეტეს ცივილიზებული, ასე არ უნდა დათვრეს.

ვიდეოპოსტი ჩემი და ძიმას მონაწილეობით. ლაპარაკი, ალაგ-ალაგ ღრიალიც, მიდის ყველაფერზე და არაფერზე ერთდროულად, ნუ ამავე დროს ფართიზეც, რომელიც უნდა შედგეს მალე წესით.

ამ გახსენებაზე – ახლა მომივიდა ფეისბუკზე ინვაითი ფართისა, რომელიც შედგება ხუთშაბათს, 14 იანვარს, კლუბ ”ოთახში” (თიბისი ბანკთან, მარჯანიშვილზე) და ამავე დროს თურმე მეც ვუკრავ. ძალიან ბევრნაირი ჭურში ჯდომა გამიგია, მაგრამ მსგავსი – პირველად. შეგიძლიათ თქვენც იხილოთ ეს ივენტი ფეისბუკზე და წამოხვიდეთ კიდეც. მანამდე კი იხილეთ ვიდეო, ანუ ის, რისთვისაც ამ პოსტის წერა წამოვიწყე:

Advertisements

Facebook


გადავყევი ამ ფეისბუკს. გადავყევი რა, არც ტაძარი ამიგია მისთვის და არც ფანკლუბი შემიქმნია, მაგრამ ფაქტია, რომ გადავყევი. მან ჩაანაცვლა ჩემთვის ბლოგიც, მესენჯერებიც და ნაწილობრივ ფორუმიც. ამაზე ვიღაც წერდა უკვე, რომ მალე ასე მოხდებაო და ბლოგები ჩაიძირებაო და ა.შ., მაგრამ ახლა ჩემს თავზე ვიგრძენი ყველაფერი.

საქმე იმაშია, რომ ფეისბუკზე რამდენიმესიტყვიან სტატუსებში შენი ყოველსაათობრივი გრძნობის გამოხატვა უფრო ადვილია, ვიდრე ამ ყველაფრის დაგროვება და მერე დღის ბოლოს ერთ დიდ პოსტში დაწერა, რაც ახასიათებს ბლოგზე წერას. ხოლო ის ვარიანტი, რომ იგივე ყოფელსაათობრივი ე.წ. სტატუსები ბლოგზე პოსტო, იმდენად აფსურდულია, რომ განხილვასაც არ ექვემდებარება.

იგივე ეხება სხვადასხვა ლინკების თუ ვიდეოების დაშეარებას. მამენტ აქ მთლად მართალიც არ ვარ, თავისუფლად შეიძლება ფავორიტი ვიდეოების გადმობლოგვა, ისევე როგორც სხვა რამეებისა, მაგრამ რაღაცნაირად უსიამოვნო გრძნობა მიჩნდება ხოლმე, როდესაც რაღაც არასაკუთარ ვიდეოს ვდებ ბლოგზე, თითქოს რაღაც ვარეზნიკად ვგრძნობ ხოლმე თავს, რაღაც ხლამს რომ პოსტავს ხოლმე დღეში 900 ცალს.

ესეც შენი მორიგი დილემა – კარგად ვწეროთ და იშვიათად, თუ ხლამი და ხშირად? Решать вам.