TBC სმარტკლუბის ლოხოტრონი, ანუ როგორ გვატყუებენ


დღეს თიბისი სმარტკლუბისგან მივიღე (და მგონი სხვა ბლოგერებმაც მიიღეს, ან აწი მიიღებენ) ისეთი წერილი, რომლისგანაც ყბა ჩამომივარდა და თვალები შუბლზე ამივიდა. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ვისაც ეგ წერილი მოგივათ, არ გაბრიყვდეთ და არ დათანხმდეთ მასში მითითებულ პირობებს.

ახლა  კი ოდნავ დაწვრილებით წერილზე. იგი ეხებოდა თიბისი სმარტკლუბის ჩატარებულ ბლოგპოსტების კონკურსს, რომლიდანაც სულაკაურის გამოცემას და თიბისი ბანკს ერთობლივად აურჩევიათ ჩემი პოსტი, ბლოგპოსტების პირველი კრებულისთვის. წერილში მოთხოვნილი იყო უფლებების გადაცემა მათზე, პუბლიკაციების გამოქვეყნების მიზნით და თან ერთვოდა ხელშეკრულება, რომელზეც ხელისმოწერა იყო საჭირო.

მაგრამ მთავარი ისაა, რა ხდება ხელისმოწერის შემდეგ. ხელშეკრულების სრულ ტექსტს აქ არ დავდებ, თავი რომ არ შეგაწყინოთ. მისი ნახვა შეგიძლიათ ნატოშას ბლოგზე. მისი მოკლე შინაარსი კი ასეთია – მე, ესა და ეს ბლოგერი, თიბისი ბანკს უფასოდ გადავცემ უვადო მფლობელობაში ჩემს ბლოგზე გამოქვეყნებულ ყველა პუბლიკაციას და თან პირობას ვდებ, რომ არასოდეს და არავის სხვას არ მივცემ მათი გამოქვეყნების უფლებას, თუნდაც ამაში მილიონები შემომთავაზონ. თუკი დავარღვევ ამ პირობას, თიბისი ბანკი უფლებას იტოვებს ამახიოს რამდენიც მოუნდება იმდენი ფული ან/და გამიყიდოს სახლი.

ასეთ ნაგლობაზე (ყველაზე მეტად რომ შევამსუბუქოთ შეფასება) ჩემი პასუხი ასეთი იყო:

ბოდიში, მაგრამ ლოხი სხვაგან ეძებეთ. ასეთ პირობებზე მე ხელს არ მოვაწერ.
ხელისმოწერა შედგება მხოლოდ მაშინ, თუკი ხელშეკრულებაში შევა მინიმუმ შემდეგი ცვლილებები:

1. დაკონკრეტდება პუბლიკაცია (და არა პუბლიკაციები), რომელთა გამოყენების უფლებასაც გადმოგცემთ. ეს შეეხება მხოლოდ იმ კონკრეტულ პუბლიკაციას, რომელიც კონკურსისთვის გამოვაგზავნე, ანუ ”მე 2008 წლის ომში”. სხვა პუბლიკაციებზე ეს ხელშეკრულება არ გავრცელდება.
2. ამოღებული იქნება პუნქტი სხვა იდენტური ხელშეკრულებების არარსებობის შესახებ ჩემი მხრიდან. თუნდ ამ, თუნდ სხვა ნებისმიერ ჩემს პუბლიკაციაზე.
3. უფლებათა გადაცემაში ჩასწორდება პუნქტი ”პუბლიკაციის მხოლოდ ერთჯერად რეპროდუცირებაზე”. ამოღებული იქნება მესამე პირისადმი ნებისმიერი უფლების გადაცემის საკითხი.
4. ხელშეკრულებაში შევა ანაზღაურების (ჰონორარის) პუნქტი.

მე-3 და მე-4 თავებს მთლიანად არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ ეს არის ჩემთვის კაბალური პირობები.

ნუ მე-3 და მე-4 თავებში ლაპარაკი იყო ზემოთხსენებულ ჯარიმებზე და ათას უბედურებაზე. ხელშეკრულებაში ასევე გათვალისწინებულია ის შემთხვევაც, თუკი ბლოგერი შემთხვევით გონს მოეგება და გადაწყვეტს ამ ხელშეკრულებიდან ამოძვრეს. ”ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხოლოდ ორმხრივი, წერილობითი შეთანხმების შედეგად”, ანუ არასოდეს.

ასე რომ, ბლოგერებო, არ გაბრიყვდეთ და არ დათანხმდეთ ამ პირობებს. საქართველოს ბლოგერთა საზოგადოება უკვე ამზადებს საპასუხო ხელშეკრულებას, რომელშიც ჩვენი ყველა უფლება გათვალისწინებული იქნება, ასე რომ დაელოდეთ მოვლენათა განვითარებას. ნუ გადასცემთ თქვენს ბლოგს საჩუქრად თიბისის და ნუ გახდებით მათი მონა.

UPDATE აქვე ცინცხალი Fffuuu კომიქსი ამ თემაზე:

Advertisements

YouTube თავდაყირა


არ მევასება პირველი აპრილი, ვინაიდან და რადგან ამ დღეს ყველა თავის მოვალეობად თვლის, რომ რაიმე უნიჭო ყლეობა ქნას, მაგრამ YouTube-ს ხუმრობამ მართლაც დაგლიჯა. დღეს იუტუბი ამოტრიალებულია, დაახლოებით ასე:

youtube-updown.

დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად იქვე მოყვება მცირედი ინსტრუქცია, რისთვის კეთდება ეს და როგორ უნდა ვუყუროთ ვიდეოებს. მოვთარგმნი აქ, მართლაც რომ ოროგინალურია :)

youtube-april-fools-1-vfl85306პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ თანამედროვე მონიტორები უკეთესად აჩვენებენ გამოსახულებას, როდესაც თავდაყიტა ვატრიალებთ. ამიტომ ყოუტუბელები გვირჩევენ, რომ ამოვატრიალოთ მონიტორები, რათა მივიღოთ უკეთესი ხარისხის გამოსახულება.

youtube-april-fools-2-vfl85306 მაგრამ გამოსახულების ასეთნაირად აღქმა ძალიან ძნელია, თუმცა სხვა გამოსავალიც არსებობს-თავი უნდა ამოვატრიალოთ ისე, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს. ამ ყველაფრის შედეგაც მივაღწევთ იმას, რომ ვუყურებთ ვიდეოებს მათ საუკეთსო ხარისხში. თავის პოზიცია ნაჩვენებია სურათზე.

youtube-april-fools-3-vfl85306 და ყველაზე მარტივი გამოსავალი – უნდა წავიდეთ სამხრეთის ნახევარსფეროში, თუნდაც ავსტრალიაში, ან ახალ ზელანდიაში, სადაც წვალების და ამოტრიალების გარეშე გამოსახულება თავისით ამოტრიალდება. ასე რომ ყველანი მივდივართ ახალ ზელანდიაში, მით უმეტეს, რომ ფორუმზე დადგინდა – იქ კარგი ქალები ყავთო.

მართლაც ორიგინალური ხუმრობა იყო, განსაკუთრებით მასშტაბი მომეწონა :)