თამაშები თუ ქალები?


ფორუმჯიზე აგერ უკვე რამდენიმე ხანია თემაა გახსნილი, სადაც ქალები გულამოსკვნილი მოთქვამენ, რომ კაცებს თამაშები ურჩევნიათ ქალებს და გვადანაშაულებენ კიდეც (როგორ ბედავენ!). ამიტომაც ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ჩვენი პოზიციის გასამაგრებლად მოვიფიქრე 10 მიზეზი, თუ რატომ ჯობია თამაშები ქალებს. მაშ ასე:

1. თამაშის გადმოწერა შეგიძლია ნებისმიერი საიტიდან, სრულიად უფასოდ.
2. ერთ კომპზე შეგიძლია რამდენიმე თამაში გეყენოს და არაფერი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ.
3. შეგიძლია ითამაშო როცა გინდა და რამდენიც გინდა, თამაში არ ჩაირთვება თავისით და არ მოგთხოვს რომ “ითამაშო ახლავე და რაც შეიძლება სასტიკად”.
4. თუკი რაიმე სისულელეს იზამ, ნებისმიერ მომენტში შეგიძლია გააგრძელო სეივიდან.
5. თამაში ერთნაირად ირთვება თვის ნებისმიერ მომენტში.
6. რაც არ უნდა ბევრი ითამაშო, შეუძლებელია შექმნა მეორე თამაში.
7. შენ თავისუფლად შეგიძლია ითამაშო მეგობრის სეივით ან ჩარით, თქვენს მეგობრობაზე ჩრდილის მიუყენებლად.
8. ერთხელ დახურული და მობეზრებული თამაში შეგიძლია დააყენო მეორედაც.
9. იმისთვის, რომ ითამაშო, სულაც არ არის აუცილებელი ცალკე ბინა.
10. ახალდაყენებულ თამაშს არ ჭირდება დიდი ოდენობით ალკოჰოლი ჩასართავად, ალკოჰოლი 120%-იც საკმარისია…

ჰო, მაპატიეთ ისე ქალებო, არ მინდოდა, მაგრამ რას იზამ, თამაში თამაშია :D

Advertisements

ცეცხლი და ნავთი


როგორც იცით (ან არც იცით) ნავთი თანდათან იაფდება, შესაბამისად რუსების ნავთზე დაფუძნებულ ეკონომიკასაც ედება და ედება… მეწყინა, აი ძალიან მეწყინა, მეტიც, შეშფოთებული ვარ ამ ფაქტით, საწყლები… ტო ესწ საწყლეები (მახვილი სიტყვის მეორე ნაწილზე). ასეა თუ ისე, სადღაც ფორუმზე ვიპოვე ძალიან გამოსადეგი პროგნოზი, რომელიც იმედია, რომ მალე გამართლდება.

Реакция России

Нефть $145 – надо пересмотреть мировой порядок
Нефть $130 – Москва должна быть финансовым центром мира
Нефть $120 – Мы не боимся холодной войны и санкции
Нефть $110 – Чучхе вечен
Нефть $100 – почему весь мир против нас?
Нефть $ 90 – кажется мы немножко переборщили в Грузии

Прогноз

Нефть $80 – мы готовы впустить иностранных наблюдателей в конфликтние регионы
Нефть $70 – Аристофан – я пошутил
Нефть $60 – У нас есть ядерная кнопка!
Нефть $50 – мы готовы на переговоры
Нефть $40 – мы не против вступление Грузии в НАТО
Нефть $30 – мы требуем немедленного вступления Грузии в НАТО
Нефть $20 – грузины, Вова убежал – Москва свободна!

:) რა მოხდება 10 $-ზე ეს აღარ წერია, მაგრამ მგონი აღარც აქვს მაგას დიდი მნიშვნელობა :)

მელომანიის ისტორია


იყო და არა იყო რა, უხსოვარ დროში იყო ერთი სამეფო, უკიდეგანო იყო ეს სამყარო და ათასგვარი არსებებით დასახლებული, ორთავიანი სეიტნობებით, ცალძუძუებიანი ნაშებით და სხვა ურჩხულებით. ფორუმგარდი ერქვა ამ სამყაროს. იგი დაყოფილი იყო სხვადასხვა სახელმწიფოებად, რომლის მოსახლეობა ძირითადად ერთმანეთს არ იცნობდა და თუ ხვდებოდა, ერთმანეთს არ ინდობდა.

მე მინდა მოგითხროთ ერთ-ერთ ასეთ სამეფოზე, მელომანიუმად წოდებულ. მელომანიუმშიც, ისევე როგორც მთელ ფორუმგარდზე, სხვადასხვანაირი არსებები დაძრწოდნენ, რკინისთავიანი და წვეტებიანხელიანი მეტალის გორგონები, მუდამ მხიარული და შეუვალი პაპსონები, ელექტრონულ ტვინიანი რობოტოიდები, მელანქოლიური გოთანები, არანაკლებ მელანქოლიური ალტერნისტები, რუსეთიდან გადმოხვეწილი ცოინები და შემთხვევით გადმოფრენილი სიმღერამაპოვნინეთები.

დიადი იყო მათი თანაცხოვრება, უხსოვარი დროიდანვე კასტებად იყვნენ დაყოფილები მელომანიუმელები და მათ ერთმანეთის საკასტო რიტუალების ჩატარება და ყურება ეკრძალებოდათ, ასე მაგალითად მეტალის გორგონებს სასტიკად აკრძალული ჰქონდათ მელანქოლიური სახის მიღება, იატაკზე ფეხმორთხმით დაჯდომა და დიადი გოთესადმი ლოცვის წაკითხვა და ცრემლის ღვრა, ისევე როგორც ელექტრონულტვინიან რობოტოიდებს ეკრძალებოდათ რუსულად ლაპარაკი და ცოინების დაუღალავ ბრბოში გარევა. თუმცა ისინი მაინც ერთად ცხოვრობდნენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ პაპსონების და სიმღემაპოვნინეთების განდევნაში. მოცალეობის ჟამს კი თავ-თავიანთ სამლოცველო გორაკებზე დადგებოდნენ და ერთმანეთს სალანძღავ სიტყვებს ესროდნენ…

“-დიმუ ბორგირი!
-ტოტო კუტუნიო
-სეიტანმაიმასტერი
-დენის გიტარა
-ბლეკი ყლეობაა…”
და ა.შ.
სანამ არ გამოივლიდა მოდერონი და სიმშვიდის ჩიბუხს არ მოაწევინებდა მათ, ლელა წურწუმიას ნოტებით შეკეთებულს.

(თუ ბი ქონთინიუ)

პატარა ანონსი – შემდეგ თავში ნახავთ რა ხდებოდა კასტების ცხოვრებაში, ვის რა რიტუალი ჰქონდათ, ასევე მოგიყვებით დიადი ბრძოლების შესახებ, როგორ შეიჭრნენ არაერთხელ მეტალის გორგონები კურტაბასის სამლოცველოში და კედლებზე ვამპირის სისხლით “დიმუ ბორგირი” და “კურტაბას, მომტყან” დააწერეს… ეს ყველაფერი შემდეგ თავში…

მზეთუნახავი


ე.ი. მოემზადეთ, ბუძიტ სმიშნო .

ფორუმზე იყო ეგეთი უნიკალური თემა ”მზეთუნახავი = ყლეუნახავს”, რაზეც ქართველმა ერმა ააგო კიდეც  მთელი ფოლკლორი. აგერ მისი მარგალიტები. ოღონდ უნდა დავიწყოთ საწყისი პირობით: ”აქ გავიგე რომ მზე და Yლე სინონიმები ყოფილან…!!!” დანარჩენი კი უბრალოდ უნდა წაიკითხო…

  • შენ ჩემი მზე ხარ ამომავალიიიი….
  • მზეო მზეო ცხრათვალა, ვის უცინი ვისა?
  • ხო იყო მიღებული რომ წარმართული ქართველობის ნაწილი მზის კულტს ცსემდა თაყვანს
  • კიდევ ერთ რამეზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას: მზეთუნახავი ნიშნავს მრავალი მზის უნახავს, რამეთუ ერთი მზის უნახავი ჩვენს დალოცვილ ენაზე “მზეუნახავი” იქნება… და ამ შესაძლო “მზე”-ების მრავლობითი ფორმა რაზე მიუთითებს ესეც საინტერესოა…
  • Continue reading “მზეთუნახავი”