რაგბი იპოდრომზე, შაბათს


მოგესალმებით ჩემო ინტერნეტ მეგობრებო.

აგერ უკვე რახანია ვუყურებ ჩემს ღიპს და იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც მისი მოყვანილობითა და სისრულით არ ვტკბები, ერთი აზრი მიტრიალებს თავში – რა იქნებოდა, ამ ღიპის ადგილზე რომ კუბიკები მქონდეს? არ მინდა ვთქვა, რომ თქვენც ასე ხართ, მაგრამ  ზედმეტი სპორტული აქტივობა არავის აწყენს.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ თუ სავარჯიშო  დარბაზებში არ ვირბენთ არაფერი დაშავდება, მაგრამ ისეთი მშვენიერი და ლამაზი სპორტი, როგორიცაა რაგბი, ზუსტად შესაფერისი იქნება ლუდითა და არყით გაჟღენთილი ორგანიზმებისთვის. ასე რომ ამ შაბათს (ანუ პოსტის დაწერიდან ზეგ) გეპატიჟებით თბილისი ძველ იპოდრომზე, არა იმაზე, რომელიც ლისის ტბაზეა, არამედ იმაზე, რომელიც საბურთალოზეა და გთავაზობთ მინი-რაგბის თამაშით ტკბობას.

თამაში იქნება აბსოლუტურად არაპროფესიონალური და მისი ძირითადი მიზანი იქნება გართობა, ცოტაოდენი ცხიმების დაწვა და სურვილის შემთხვევაში, თამაშის მერე ამ ცხიმების უკანვე მიღება, ლუდისა და მასთან მომყოლი ნივთიერებების სახით. შეკრება იგეგმება შაბათს, 3 დეკემბერს, დღის სამ საათზე, იპოდრომის შესასვლელთან.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ამ მოვლენის ივენთი ფეისბუქზე. გელოდებით შაბათს, 3 საათზე, იპოდრომის შესასვლელთან თამარაშვილის ქუჩის მხრიდან, ან თუ დაგაგვიანდებათ – იპოდრომის უკიდეგანო მინდვრებზე.

ეს კი თავად იპოდრომი და მასზე გამართული მსგავსი ღონისძიება 2007 წელს. სურათზე მარჯვნიდან მესამე მე ვარ…

Advertisements

ამერიკა vs კოლუმბია – დიდი თამაში


(სხვა თამაშები – 20.12.2006 , და კიდევ ერთი )

იყო და არა იყო რა, სტრაიკბოლის უკეთესი რა იქნებოდა. იყო კოლუმბია და იყო ამერიკა. რაღა თქმა უნდა რომ კოლუმბიელებს ამერიკელები არ უყვარდათ და ამერიკელები კოლუმბიელებს ვერ იტანდნენ. და აი ერთ დღესაც მათი გზები გადაიკვეთა…

კოლუმბიელების ბანაკის შუაში ერთი დიდი ხე დგას, ხეზე კი ვიღაცაა, თავი ჩაქინდრული აქვს და თვალებში უიმედობა ახატია. ეს გენერალ მაკნეილის მეუღლეა, მისის მაკნეილი, მისი ცოცხლად გამოყვანა საზიზღარი კოლუმბიელების ბანაკიდან ამერიკელების ქვედანაყოფის ერთ-ერთი ამოცანაა… მაგრამ არა ერთადერთი. მათ ასევე ევალებათ გამოიტანონ ან/და გაანადგურონ ყალბი ფულის დიდი პარტია და კოლუმბიელი არაფორმალებისთვის განკუთვნილი იარაღი.


ორიგინალი: http://www.flickr.com/photos/minicrow/1401284783/

მისია გამთენიისას იწყება, რათა ნისლის აკრეფამდე მოხერხდეს მტრის ბანაკამდე შეუმჩნევლად მიპარვა. მამაცი რეინჯერები მტკიცე ნაბიჯით მიიწევენ წინ კოლუმბიის გაუვალ ტყეში, თუმცა ყოველ ფეხის ნაბიჯზე ფრთხილობენ – ტყე სავსეა დანაღმული ხეებით და მოთვალთვალე ძროხებით, მტერიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში გამოჩნდეს. მათ ხომ ზუსტად არც იციან რა მანძილია კოლუმბიელების ბანაკამდე… Continue reading “ამერიკა vs კოლუმბია – დიდი თამაში”