Feeds:
ჩანაწერები

Posts Tagged ‘georgian’


კაი ხნის წინ, 2016 წლის დასაწყისში დარელიზებული ტრეკი – Mars Colony.

სტილი – ფსაიტრანსი (დაახლოებით). დანარჩენზე ტრეკი თავად იტყვის სათქმელს:

Advertisements

Read Full Post »


ამ ტრეკის რელიზი საუნდკლაუდზე შედგა ამ პოსტის გამოქვეყნებამდე დაახლოებით 1 წლით ადრე, ასე რომ დროა, ის ყვავის ბუდეშიც აღმოჩნდეს.

მინდა შემოგთავაზოთ ჩემი მორიგი ტრეკი, ტრანს/ფსაიტრანს სტილში. მართალი რომ ვთქვა, ჩემი ტრეკების სტილი დიდად არ მაქვს განსაზღვრული, დიდად არც ვცდილობ რაიმე სტილში გავაკეთო. უბრალოდ, ვწერ რაც თავში მომდის და რაც გამოვა, ეგ გამოვა. თუმცა, ჩემი მორიდებული აზრით, ეს ტრეკი ყველაზე მეტად მოტრანსო ჟღერადობაში ჯდება. დანარჩენი თქვენ შეაფასეთ.

ამ ტრეკის ლინკზე გადასვლით თქვენ მოხვდებით ჩემს საუნდკლაუდზე, სადაც ჩემივე უფრო ძველი და უფრო ახალი, სხვა მუსიკალური შემოქმედების ნაყოფები დაგხვდებათ. იქვე შეიძლება ჩემი პროფილის დაფოლოვებაც. თქვენი არაფერი მიდის, მე კი გულს მიხარებს.

Read Full Post »


:)

Read Full Post »


ძალიან მომეწონა ეს სიმღერა – ”მოხევის ქალო, თინაო”, ვინმე ქაზიმ ქოიონჯუს ნამღერი (ლაზია ალბათ). იმდენად მომეწონა, რომ დღეს მთელი დღეა ვუსმენ და ამაზე ქავერის გაკეთებასაც ვაპირებ (იხილე ქავერი ”გელინო” -ზე, by Immortal Drunkards).

ახლა კი გთავაზობთ ამ სიმღერას და მის ტექსტს, რომელსაც ალბათ ქავერში უცვლელად დავტოვებ. კარგი ტექსტია, ღია:

მოხევის ქალო თინაო

მოხევის ქალო თინაო
დედას რად უზი შინაო
შენი ტოლები გათხოვდნენ
შენ რაღამ დაგარჩინაო

ჰეი, გიდი, მოხევის ქალო
რა ლამაზი რამა ხარო
ნეტავი შენი ალერსით
ვინ გინდა რომ გაახარო

მოხევის ქალო თინაო
ნეტავ რას ზიხარ შინაო
მოხევე ბიჭი გეძახის
ჩემთან წამოდი შინაო

ჩემთან წამოდი შინაო
ჩემთან წამოდი შინაო

პ.ს. რაღა თქმა უნდა გადმოწერაც შეგიძლიათ, პლეიერის მარჯვენა მხარეს რომ პატარა ისარი ხატია, ე მაგაზე დაჭერით. 320 kbps აქვს ბიტრეიტი. მართალია, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მისი რეალური ხარისხია, მაგრამ ნაჩუქარია და კბილს ნუ უსინჯავთ :)

Read Full Post »


დაახლოებით ერთი კვირაა რაც მაწუხებს ეს საკითხი. განა იმიტომ, რომ ძალიან მაინტერესებს, ამ საკითხით ჩემი დაინტერესება არ აღემატება საშუალო სტატისტიკური ქართველის ინტერესს – რამდენი კრატერია მთვარეზე. უბრალოდ ეს კვირაა სტატიაზე ვმუშაობ, სადაც ერთ-ერთი მონაცემი უნდა იყოს ბლოგთა რაოდენობის შედარება საქართველოში და სხვა ქვეყნებში. არც ისე მნიშვნელოვანია ეს მონაცემი, მაგრამ საკმაოდ სასურველი. და ამდენი მონაცემის ტყუილად დაკარგვაც არ იქნება კარგი, რაც მოვიპოვე.

თითქოს ყველაფერი მარტივადაა – ვიკიპედია ჩვენი მეგობარია. შედიხარ მანდ, წერ სერჩში სიტყვა ”ბლოგები”-ს, ან მის ინგლისურ/ფრანგულ/კორეულ ანალოგს და შესაბამის ენაზე ეცნობი ყველა მონაცემს. შენც არ მომიკვდე. ბოლო მონაცემი არის 2007 წლის და ისიც საკმაოდ მიახლოებითი, ერთადერთი საიტის – ტექნორატის მონაცემებია, რომლის მიხედვითაც 2007 წელს 112 მილიონი ბლოგი იყო მსოფლიოში. კარგი ბატონო, მაშინ თუ იყო 112 მილიონი, საიდანღაც იგებ, რომ თვეში 100-150 ათასი ბლოგი ემატება ამ ყველაფერს და ყველაფერი კალკულატორის ამბავია. მაგრამ ასე მარტივადაც არ არის. ”the Blog Herald” -ზე ვიპოვე 2008 წლის დასაწყისის სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ამ რაოდენობას ემატება კიდევ 73 მილიონი ჩინური ბლოგი და ხუი ივო ზნაეტ რამდენი სხვა, არაინგლისურენოვანი. ასევე ისინიც, რომლებიც უბრალოდ არცერთ კატალოგში არაა დათვლილი. მოკლედ, დიდი პათოსით და მონდომებით არის მომიხილული მიმდინარე (2008 წლის ანუ) მდგომარეობა და დასკვნა გამოტანილი – არავინ იცის, რამდენი ბლოგია მსოფლიოში და დათვლასაც არ აპირებენ. ამ სტატიის წაკითხვისას ისეთი სურვილი გიჩნდება ადამიანს, რომ საერთოდ აიღო და წაშალო ბლოგი.

ეს ყველაფერი ხდება იქ, გაღმა ნაპირზე, სადაც ყველაფერი კატალოგებადაა დალაგებული და მოწესრიგებული. მაგრამ საიდან მოვიტანო სომხეთის, აზერბაიჯანის და ბალტიისპირეთის მონაცემები, რომელსაც საქართველოსთან შესადარებლად უფრო დიდი მნჳშვნელობა აქვს, ვიდრე თუნდაც ამერიკაში არსებულ 20 მილიონ ბლოგს? ეს ქვეყნები ჩვენნაირები არიან (დაახლოებით) ეკონომიკითაც, ზომითაც და ისტორიული წარსულითაც. კარგი ჩავთვალოთ, რომ  ბლოგკატალოგები, როგორიცაა მაგალითად ჩვენთან blogroll.ge, ასე თუ ისე საორიენტაციო წერტილია და ისინი, ვინც კატალოგში არაა დარეგისტრირებული, არც გადის ბლოგებში. ეს უკვე საკმაოდ უხეში დამრგვალებაა, რადგან თუნდაც საქართველოში, სადაც ამ მომენტისათვის ბლოგროლზე 468 ბლოგია დარეგისტრირებული, არსებობს კიდევ სრულიად გაურკვეველი  რაოდენობის ისეთი ბლოგი, რომელიც უბრალოდ არაა ამ კატალოგში მოხვედრილი.

მოკლედ რომ ვთქვათ, სად ვართ, ჩვენ თითონ არ ვიცით…

Read Full Post »


ვორდპრესის თარგმნა რომ მიდიოდა და დასამთავრებელი იყო, ეგ ვიცოდი, მაგრამ დღეს დაშბორდში თუ ”ქართული” თარგმანის ნაგლეჯები დამხვდებოდა და ისიც სულ შედევრები, ამას ნაღდად არ მოველოდი.

რას გავს ეს, რა მარაზმია… იხილეთ სკრინი და დატკბით:

geo wp

Read Full Post »

პროფესია


პროფესია – ეს არის აზიმოვის მოთხრობის სათაური, რომელმაც ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ დღემდე დაყლევებული დავდივარ (წუხელის წავიკითხე). ასევე მაყლევებს უმუშევრობა, უფრო სწორად კი ფიქტიური სამუშაო. ამ ყველაფერზე და არამარტო ამათზე არის ჩემი შემდეგი ვიდეოპოსტი, რომელშიც ამავე დროს ვეხები ახალ ვიდეო ბლოგერებს.

დანარჩენი ვიდეოში:

link: http://vimeo.com/3284796

აქვე ”მაყურებელთა თხოვნით” ვაგდებ იმ ზემოთხსენებული ბლოგების მისამართებს: თიკო და შო (როტენი). მართალია შოს ძალიან დაჭყანული მისამართი აქვს და არ არის გამორიცხული გამოცვალოს მალე, მაინც ვდებ, თავისი სადარდებელია ეგ :)

პლუს ზარმაცი და უწიგნური მკითხველებისთვის (წიგნი რომ არ აქვთ და ნეტში მოძებნაც ეზარებათ ანუ) ვდებ ამ მოთხრობის ლინკს, მართალია რუსულადაა, მაგრამ რას იზამ, ინგლისური ბიბლიოთეკა მე არ ვიცი და ქართულად მგონი საერთოდ არ არის ნათარგმნი. ასე რომ წაიკითხეთ და დატკბით – აიზეკ აზიმოვი – ”პროფესია”. შედეგები და შთაბეჭდილებები შეგიძლიათ მოპოსტოთ აქვე :)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: