Help !


madnessამ ბოლო დროს ვატყობ, რომ ძალიან დამენძრა, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურ ასპექტში. ძალიან აგრესიული გავხდი, დაჟე სიზმრებსაც კი აგრესიულს ვხედავ, ხან ვიღაცას ვკლავ, ხან ვიღაცას ვცემ და ეს გრძელდება მთელი ღამის განმავლობაში. არ ვიცი მართლა ასეა თუ არა, მაგრამ მგონი ეს ჩემი ფარული სურვილის გამოხატვაა, რომ მართლაც ვცემო ან მოვკლა ვინმე.

კარგია მერე ეს? რაღა თქმა უნდა არაა კარგი, ერთი-ორი ვიზიტი ალბათ არ მაწყენდა ფსიქოლოგთან, სანამ გვიანი არ არის და ფსიქიატრი არ გახდა საჭირო. და რაც ყველაზე მთავარია, ვიცი ამ ყველაფრის მიზეზი, მაგრამ რადგან ვერაფერს ვშველი ამ მიზეზს, ამიტომაც გადამდის ზოგად აგრესიაში. ცხადია ეს შემოქმედებაზეც აისახება – აღარაფრის არც წერა მინდა, არც შექმნა და არც არაფერი, მხოლოდ დესტრუქცია!

მიშველეთ, სანამ ცოდვა ჩამიდენია.

Related post: დედას შევეცი

Advertisements

მაღვიძარა


არ მიყვარს მაღვიძარა, საშინელებაა მაღვიძარა დილით, როცა იცი, რომ ცოტა ხანში უნდა დარეკოს, მოგწყვიტოს ძილს, საყვარელ ბალიშს და გაგისროლოს გარეთ, სიცივეში და უსიამოვნო გარემოში იმ საქმეზე, რომელსაც ერთი კვირა გეგმავდი და ვერ გადაგეწყვიტა წასვლა, იმდენად საზიზღარი და მოსაბეზრებელია… ამიტომაც ცდილობ მაქსიმალურად ღრმად დაიძინო, რომ მეტი გამოსტყუო ამ საზიზღარ, ეშმაკის მანქანას, რომელიც შენს ტელეფონში ბუდობს და მოსვენებას არ გაძლევს დილაობით. მაგრამ რაც უფრო გამწარებული ებღაუჭები ძილს, უფრო ტკბილად გეძინება და უფრო მტკივნეულად გერჭობა ნერვებში ის საზიზღარი მუსიკა, რომელიც ვიღაც იდიოტმა დააყენა შენ საკუთარ მაღვიძარაზე და რაც უფრო მატულობს ეს ხმა, მით უფრო უხეშად და ძლიერად გეწიწკნება ნერვები და უფრო შორს ცვივა მათი ნაფლეთები…

და აჰა, როგორც იქნა გაგეღვიძა, სატანამ გაიმარჯვა, Его план удался… თვალებდახუჭული, ხელის ცეცებით ეძებ ხმის წყაროს და თან გულში ფიქრობ, ნეტა ხელის გაწვდენის მანძილზე იდოსო, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ თიშავ, ბრუნდები მეორე გვერდზე და აგრძელებ ძილს, უფრო ტკბილს, ვიდრე იყო მანამდე, რადგან იცი, რომ მეტი აღარავინ შეგაწუხებს.

მაგრამ ჰოი რომ სატანას არ ძინავს, ზუსტად 5 ასტრონომიული წუთის შემდეგ ისევ გესმის იგივე ხმა, ამჯერად ორჯერ უფრო ნერვებმომშლელი გეჩვენება, რადგანაც უკვე აღარ ელოდი. სამაგიეროდ იცი სადაც დევს ეს წყეული აპარატი, ხელის ცეცების გარეშე იწვდი ხელს და… აპარატი იქ აღარ არის. შენს გაოცებას საზღვარი არ აქვს, ცხვირში რაღაც ძველ შუმერულ გინებას ბურტყუნებ და ცალ თვალს ახელ. იატაკიდან შენი კეთილისმყოფელი მაღვიძარა გიღიმის და ენერგიულად მოგიწოდებს წამოხტე, ივარჯიშო, ხელ-პირი დაიბანო… მოკლედ ათას სისულელეს. შენ სირცხვილისგან თვალს იხევ ხუჭავ და შეუბრალებლად აჭერ ღილაკზე თითს. მუსიკა ჩუმდება და შენ კვლავ ძილქუშს ეცემი… რაღა თქმა უნდა ისევ ხუთი წუთით. ვინ მოიგონა ნეტავი ესეთი სისტემა, ყოველ ხუთ წუთში რომ რეკავს ეს საზიზღრობა? აპარატი თვალებთან მიგაქვს, ეკრანის შუქი თვალს გჭრის, მაგრამ არ ეპუები, პოულობ სამუდამოდ გათიშვის ღილაკს და ხელიდან გაუშვებლად ითიშები…

მოკლედ, კარგი რამეა მაღვიძარა, როცა არსად გეჩქარება, დააყენებ დილის 7 საათზე და ამ პატარა პროცედურის შემდეგ მკვდარივით ძილი გარანტირებული გაქვს.