არ მევასება პირველი აპრილი, ვინაიდან და რადგან ამ დღეს ყველა თავის მოვალეობად თვლის, რომ რაიმე უნიჭო ყლეობა ქნას, მაგრამ YouTube-ს ხუმრობამ მართლაც დაგლიჯა. დღეს იუტუბი ამოტრიალებულია, დაახლოებით ასე:
.
დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად იქვე მოყვება მცირედი ინსტრუქცია, რისთვის კეთდება ეს და როგორ უნდა ვუყუროთ ვიდეოებს. მოვთარგმნი აქ, მართლაც რომ ოროგინალურია :)
პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ თანამედროვე მონიტორები უკეთესად აჩვენებენ გამოსახულებას, როდესაც თავდაყიტა ვატრიალებთ. ამიტომ ყოუტუბელები გვირჩევენ, რომ ამოვატრიალოთ მონიტორები, რათა მივიღოთ უკეთესი ხარისხის გამოსახულება.
მაგრამ გამოსახულების ასეთნაირად აღქმა ძალიან ძნელია, თუმცა სხვა გამოსავალიც არსებობს-თავი უნდა ამოვატრიალოთ ისე, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს. ამ ყველაფრის შედეგაც მივაღწევთ იმას, რომ ვუყურებთ ვიდეოებს მათ საუკეთსო ხარისხში. თავის პოზიცია ნაჩვენებია სურათზე.
და ყველაზე მარტივი გამოსავალი – უნდა წავიდეთ სამხრეთის ნახევარსფეროში, თუნდაც ავსტრალიაში, ან ახალ ზელანდიაში, სადაც წვალების და ამოტრიალების გარეშე გამოსახულება თავისით ამოტრიალდება. ასე რომ ყველანი მივდივართ ახალ ზელანდიაში, მით უმეტეს, რომ ფორუმზე დადგინდა – იქ კარგი ქალები ყავთო.
მართლაც ორიგინალური ხუმრობა იყო, განსაკუთრებით მასშტაბი მომეწონა :)
Like this:
Like იტვირთება. . .