Ideas for life


Idea #1 – საჭიროა ყველაფრის სისტემიზირება.

აგერ უკვე რამდენი ხანია ყველაფერს Ideaმივედ-მოვედები, ათას საქმეს ერთად ვკიდებ ხელს და შუაში მისულს თავს ვანებებ. რამდენი კარგი იდეა მაქვს გაფუჭებული იმის გამო, რომ თავი ვერ მოვაბი ისე, როგორც საჭირო იყო. თუნდაც ავიღოთ მაგალითად პროექტი, რომელსაც ბევრჯერ დავუბრუნდი მორიგი ჩავარდნის შემდეგ და მაინც არ გამიკეთებია ისე, როგორც მინდოდა – ინტერნეტ შოუები. ინტერნეტ სივრცე (ქართული ამ შემთხვევაში) ამ მხრივ განიცდის იმხელა დეფიციტს, რომ ცალი ხელით გაკეთებულ შოუ ”დოგმაფილიასაც” გამოუჩნდა თავისი მაყურებელი, პროექტს რომლის სცენარიც გადაღებამდე ერთი დღით ადრე იწერებოდა, სამი კაცი აკეთებდა და აქედან ორი პახოდუ კადრში ჩანდა ( დოგმაფილიის ეპიზოდები იხილეთ აქ [ახალ ფანჯარაში გახსნა] ). ასევე ცალი ხელით გავაკეთეთ კიდევ რამოდენიმე პროექტი, რომლებმაც ცვალებადი წარმატება შეხვდათ წილად. და რა აქედან? ამით დამთავრდა ყველაფერი. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ არ იყო მთავარი რამ, რაც საჭიროა წარმატებული შოუს გასაკეთებლად – იდეა, თავისი ჩამოყალიბებით, დეტალებში გათვლით და გაწერით. ამ ყველაფრის გაწერის და ჩაწერის მცდელობა გვქონდა უკვე მე და გოშას, მაგრამ ნაწერი დარჩა ნაწერად, ჯერჯერობით. Continue reading “Ideas for life”

Advertisements

Dream City – epizode 3


[ მეორე ეპიზოდი ]

ლაბორატორია წარმოადგენდა დიდ და მაღალ დარბაზს, რომელიც  ბევრი და უცნაური ხელსაწყოებით იყო გამოტენილი. ისინი ეწყო რიგებად, მწკრივებად, ერთმანეთზე და ამ რიგებს და მწკრივებს ბოლო არ უჩანდა. იქვე დაფათურობდნენ უცნაურად გამოშტერებული გამომეტყველების მეცნიერები და მათი ჯერ კიდევ გამოუშტერებელი ასისტენტები. ისინი ჩვენ რაღაცნაირად, ოდნავ ქედმაღლურად გვიყურებდნენ და თუმცა ამის დამალვას ძალიან ცდილობდნენ, მაინც ისე მოქმედებდა, რომ ოთახის ბოლოში რომ გავედით, თავი საშინელი სალაგა მეგონა. გონებაში ამოტივტივდა ჩემი საყვარელი პლატფორმა, მუდამ მომღიმარი მექანიკოსი, რომელსაც საოცრად რბილი ხმა და გამაბრუებელი სურნელის თმა ჰქონდა და სახლში მომინდა.

ეს დარბაზი გავიარეთ და მეორე, სიდიდით არანაკლებ დარბაზში შევედით, თუმცა აქ ერთი შეხედვით არანაირი ხელსაწყო არ იდგა. დარბაზის შუაში შევნიშნე მხოლოდ რამდენიმე ნახევრად გამჭვირვალე ცილინდრული ოთახი, რომლებიც ერთმანეთს დაახლოებით ჭერის ნახევარ სიმაღლეზე გაკეთებული აივნით უკავშირდებოდა. ერთ-ერთი მათგანი ნახევრად იყო გამოღებული და უამრავი კაბელი ნაწლავებივით ეყარა ძირს. Continue reading “Dream City – epizode 3”