Death-ლაინი


მაშ ასე, მოვიდა ის თარიღი, რომელსაც ყველა ასე ელოდა, ყოველ შემთხვევაში ისინი მაინც, ვინც ჟურნალ ”ტაბულა”-ს ჯერ კიდევ ქორფა და უცოდველ რედაქციაში მოღვაწეობს. რედაქციაში, სადაც ჯერ არ დაღვრილა პირველი სისხლი და რომლის კედლებიც არ შეძრულა განწირული კივილით. თუმცა ყველაფერი წინაა და თან არც ისე შორს – ხვალ.

ხვალ იწურება ის პირველი გამოსაცდელი ვადა, რომლითაც ჩვენ ყველანი აგვიყვანეს აქ სამუშაოდ და ხვალვე დაატოვებინებენ ნახევარ რედაქციას თავის თბილ სავარძლებს. ხალხში პანიკაა, ზოგი ისე მოთქვამს და ზოგი ასე. ზოგმა უკვე ნეკროლოგებიც შეიდგინა და ახლა ალბათ სევდანარევი სიამაყით გადაავლებს ხოლმე თვალს. ასეა თუ ისე, რაღაცაში მართლებიც არიან, სრული გაურკვევლობის გამო ნებისმიერს შეუძლია იფიქროს, რომ სწორედ მას მოუწევს თავისი ნივთების მუყაოს ყუთში ჩალაგება და სახლში წასვლა.

მეც მათ შორის ვარ. მოუხედავად ჩემი ასე თუ ისე წარმატებული ჟურნალისტური სტარტისა, ჯერჯერობით მაინც არ ვიცი რითი დამთავრდება  ეს ყველაფერი. ძალიან არ მინდა, ამ ეტაპზე გამისროლონ სახლში, როცა როგორც იტყვიან, მუღამში შევდივარ. თუმცა თუკი იმის გამო გამომაპანღურეს, რომ ხვალისთვის გასაკეთებელი სტატია არ დამიწერია ჯერ, ღირსიც ვიქნები.

ასეა თუ ისე, მოდით ვიყოთ ოპტიმისტები და გავწიოთ წინ, ნათელი კომუნიზმისკენ! აქვე ფოტო განწყობისთვის:

წინ, მზიანი კომუნიზმისკენ!