Lonely Crow


”…გაუმარჯოს, ხვალ შაბათია და ჩემთან ერთად ჭიქას ხომ არ აწევდი?” – დავწერე ტექსტი და გავჩერდი. ხვალ შაბათია, საკეთებელი არაფერია. მიუხედავად დღევანდელი დღის არაფრით გამორჩეული პარასკევობისა, შაბათი მაინც შაბათია, რომ არ აღინიშნოს, არ შეიძლება. ამიტომ ვიღებ ტელეფონს და ზემოთხსენებულ საკვანძო ფრაზას ვწერ, მითუმეტეს სიგნალი უკვე მიღებული მაქვს, სადაც სიტყვებს ”სპირტი” და ”დალევა” საპატიო ადგილი უჭირავთ. მესიჯი დავწერე, მაგრამ ვის გავუგზავნო? ვის უნდა ჩემთან ერთად ღრიალ-ფართიზე წამოსვლა? გადის წუთი, ორი, ხუთი… მესიჯი ისევ ჩემთაა, ამომცქერის ტელეფონიდან და მელოდება, როდის ვუპოვი ადრესატს. თავში ვარიანტები ტრიალებს… არა, ეს არ წამოვა… ეს აღარ წამოვა… ეს ჩემს გარდა ყველგან წავა… ეს… ბოლოს ტელეფონს უიმედოდ ვაგდებ და მჟავე სახით ვჯდები. რა გამოდის ახლა? აქეთ მივაწყდი, იქეთ მოვაწყდი და საბოლოოდ ისევ ისე მარტო დავრჩი, როგორც ვიყავი…

დედას შევეცი…

Advertisements