როგორ ვაქციოთ მეტრო MMORPG თამაშად?


იმისათვის, რომ მეტროპოლიტენი (და სხვა მსგავსი ტრანსპორტები) ვაქციოთ თამაშად, არსებობს სულ ორი მეთოდი. პირველი მათგანია შევიდეთ ტორენტებზე, ვნახოთ კომპიუტერული თამაში Metro 2033, გადმოვწეროთ და გავირღვეთ თამაშში. მეორე მეთოდი კი უფრო კრეატიულია და მას ლონდონის მეტროს თავკაცებმა მიაგნეს. ეს მეთოდი იმდენად მომეწონა, რომ სიამოვნებით ვითამაშებდი მსგავს თამაშს თბილისშიც.

მიგნება კი მდგომარეობს შემდეგში. ყველასათვის მოსაბეზრებელი და დამღლელი მგზავრობისთვის რომ სახალისო და რაც მთავარია, მარკეტინგულად გამართლებული ფორმა მიეცათ, ლონდონელმა გენიოსებმა, რომლებიც სამგზავრო ბარათის (აი ჩვენც რომ გვაქვს, მასეთის) ყოველ გატარებას ისედაც აღრიცხავენ, ამ მონაცემებისგან თამაში შექმნეს. გააკეთეს საიტი, სადაც თამაშის მსურველი გადის რეგისტრაციას საკუთარი ბარათით, ეწერება სასურველ გუნდში და ვუალა – ის ავტომატურად ხვდება MMORPG-ში. საიტზე ყველა მოთამაშე იღებს კვესტებს, დაახლოებით “მიდი ამა და ამ სადგურიდან ამა და ამ სადგურამდე” და რევარდის სახით ექსპერიენს პოინტები ემატება. ოღონდ, მთელი ფიშკა იმაში მდგომარეობს, რომ მისვლაში იგულისხმება მართლა მისვლა, მეტროში ან ავტობუსში ჩაჯდომა და მისვლა. კვესტის შესრულება ავტომატურად ფიქსირდება, სამგზავრო ბარათის გატარებით. გარდა ამისა, ისევე როგორც ყველა თავმოყვარე MMORPG-ს ეკადრება, მოსულა მეტროს სადგურების დაპყრობა გუნდების მიერ, ხანდახან ჩითავენ NPC-ები, ბონუს კვესტებით და ა.შ., მოკლედ მშვენიერი თამაშია. ამ ყველაფრის სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

შეთქმულების თეორიის მოყვარულები ცხადია იტყვიან, რომ ეს არის ჩვენზე თვალთვალის კიდევ ერთი ნიმუში ან ინსტრუმენდი. დამშვიდდით მეგობრებო, ყველას რომ გვითვალთვალებენ ეს ისედაც ყველამ ვიცით და კრეატიულად მაინც გვითვალთვალონ, ისე რომ მათთვისაც სასიამოვნო იყოს და ჩვენთვისაც. მე ასეთ თამაშს აუცილებლად ვითამაშებდი, თქვენ არა?

მოდი, ვნახოთ რას ფირობს ერი:

ჰო, დამავიწყდა გუგლის მოყვარულებისთვის დამეწერა – თამაშის სახელია Chromorama.

Advertisements